ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

23 იანვარს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი, ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ.

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება.

 

გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა -„ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები.

 

31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ, მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: