ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნიკა რურუა: გაუფასურება = დევალვირებას!

ნიკა რურუა: გაუფასურება = დევალვირებას!

საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა ლარის კურსთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გაუფასურება = დევალვირებას.

 

მისი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, ზურაბ ტყემალაძეს მართლა არ ცოდნოდა, რომ გაუფასურება დევალვაციას ნიშნავს.

 

,,გაუფასურება = დევალვირებას. თან ზუსტად. სიტყვასიტყვით. Value ნიშნავს საფასურს. De-valuation, კი გა-უფასურებას.

 

ადამიანი, ვინც ამგვარი სიბრიყვით “გვაბოლებს" - ვინც, უბრალოდ, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ გაუფასურება დევალვაციას ნიშნავს - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს.

 

ამგვარი "გულუბრყვილობა" მართლა სახიფათოა დემოკრატიისთვის, რადგან მას მთელი საქართველო ელემენტარული დებილი ჰგონია.

 

უკეთესი იქნებოდა, ბ-ნ ტყემალაძეს მართლა ალალად არ ცოდნოდა რომ გაუფასურება დევალვაციას ნიშნავს. იბიარდის “პონტში"- აცხადებს ნიკა რურუა.

 

შეგახსენებთ, ზურაბ ტყემალაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორი უწოდა და აღნიშნა, რომ ,,ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემ”

 

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ლარი არ გაუფასურებულა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. საიდან არის გამოწვეული?! რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს არა მარტო ჩვენს გარშემო ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა", - აღნიშნა დეპუტატმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: