გია ვოლსკი: „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას!

გია ვოლსკი: „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას!

" „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას" -  ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმარავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დსძინა, რომ „დღეისთვის ეს ასეა“ და არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

 

“ეს იმ ტიპის საკითხია, რაზეც გადაწყვეტილების მიღება არა პერსონალური მოსაზრებების, არამედ ვითარების ღრმად შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

არის თუა არა რაიმე გამორიცხული ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც პრაქტრიკამ დამანახა, გამორიცხული არაფერია. გადაწყვეტილების მიმღები ხალხი, პოზიციებზე მდგომი კომიტეტისა თუ ფრაქციის ხელმძღვანელები ამ თემაზე შეიძლება მსჯელობდეს, საკუთარი პოზიციაც ჰქონდეს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტილების დონემდე მიყვანა აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებს და სხვა წინაპირობებს უნდა ექვემდებარებოდეს. ასეთი წინაპირობები დღეისათვის არ არსებობს,”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.      

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: