ახალი ოპოზიციური პარტია დაუნდობელ ბრძოლას იწყებს!

ახალი ოპოზიციური პარტია დაუნდობელ ბრძოლას იწყებს!

 

მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი

„ქართული პლატფორმა“

 

ლარის კურსი ისტორიულ  მინიმუმამდე დაეცა ......

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ საქართველოში შეიცვალა ეკონომიკური გარემო. უკვე გასული წლის სექტემბრიდან, როდესაც ხელისუფლებამ ეკონომიკას ტარიფების ცვლილებით პოლიტიკური  ნიშანი მისცა.

 

ეს ნიშანი ეკონომიკისთვის საკმარისი გახდა, რომ ის მორგებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საპასუხოდ დაიწყო ინფლაციური სპირალის აშვება.

 

ხელისუფლებამ ეკონომიკის ამ გამოწვევას კიდევ უფრო ხელგაშლილი ცხოვრებით,

პრემია-დანამატების სისტემის შენარჩუნებით  უპასუხა.

 

ეკონომიკამ ვერ გაარკვია მიმდინარე პოლიტიკის დინამიკა, ვერ გაიგო პრემიერების წასვლა-მოსვლის არსი და რამოდენიმე დღით მოლოდინის პაუზა დაიჭირა.

 

ამას მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკის ეკონომიკაზე სრული გაბატონების მცდელობა. პარლამენტმა და პრეზიდენტმა  საპარლამენტო არჩევნების ისეთი სისტემა  დააკანონეს, რომელიც მმართველ კოალიციის წინასწარ გამარჯვებას უზრუნველყოფს.  „გაზპრომი“ იქნება თუ სხვა, ხელისუფლება ისე დაველაპარაკებით, არავის აზრი არ გვაინტერესებსო. ეროვნული ბანკი რას აკეთებდა გასულ წელს რა ჩვენი შესაწუხებელი ამბავიაო. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვის დაკარგვიაო.

 

ეკონომიკამ დაინახა, რომ პოლიტიკის არტახები დროებითი მოვლენა არ არის.

 

მმართველი კოალიცია არსად არ მიდის. მმართველი კოალიციის მმართველი კოალიციის მართვაზე უარს არ ამბობს. უფრო მეტიც, ყველას ,პარლამენტში ვინც ვერ ივარგა,მომავალ მთავრობაში პირდება დასაქმებას. გაგიჟდა ეკონომიკა: მთავრობაში რა, უვარგისების ადგილიაო?

 

და მიხვდა, რომ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის სწორი ურთიერთობის პერსპექტივა არ ჩანს და გადაწყვიტა ბრძოლა.

 

ლარის ისტორიულად ყველაზე მაღალი კურსი- ეს არის  ახალი ოპოზიციური პარტიის-ეკონომიკის მიერ დაუნდობელი ბრძოლის დასაწყისის ნიშანი არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ!

 

არსებულმა პოლიტიკამ, ქვეყნის მართვის არსებულმა მოდელმა, როდესაც მმართველი ძალა მონოპოლიურად ფლობს ხელისუფლებას, მაგრამ არ გამიჯნავს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს პარტიულისგან,  ხოლო  პარტიული ვალდებულებები ექვემდებარება ერთ კაცს - ამოწურა თავისი თავი ეკონომიკისთვის.

 

ეკონომიკამ დაიწყო ბრძოლა მართვის არსებული მოდელის წინააღმდეგ!..

 

ან ეკონომიკური ზრდა, ან არსებული მმართველობის მოდელი!!!

 

ასე დგას საკითხი.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: