ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ჩაერთო პროცესში, რათა საარჩევნო საკითხების განსახილველად შექმნილიყო ფორუმი და მომხდარიყო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით.

 

„მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პრემიერმინისტრთან საარჩევნო კოდექსის საკითხებზე, რადგან მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, საქართველოში ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების წინაპირობაა. 

 

ასეთი დისკუსიები, რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებამდე აწევას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინიციატივას, საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცახდებით, ასეთი მოთხოვნა ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა, თუმცა თუ იქნება მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, მისი დაკმაყოფილების სირთულეს ვერ ხედავს.

 

„ამ საკითხის განხილვის მნიშვნელობისათვის არაერთხელ გამისვამს ხაზი, თუ მოთხოვნა იქნება, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა დაეთმოს ასეთი ტიპის განხილვას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: