ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის მოვლენების გამოძიებაზე სანქცია გასცა

საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის მოვლენების გამოძიებაზე სანქცია გასცა

ჰააგის პროკურორი, ფატუ ბენსუდა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის მოვლენების გამოძიებაზე სანქცია გასცა.

 

მისი თქმით, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდება და ის სხვადასხვა წყაროების მიერ მიღებულ მტკიცებულებებით იქნება გამყარებული.

 

ბენსუდას განმარტებით, გამოძიება აგვისტოს კონფლიქტის მონაწილე სამივე მხარის მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს შეეხება. მიმართვაში პროკურორი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აგვისტოს მოვლენების გამოძიება ქართულმა მხარემ მარტში გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, რუსეთში კი გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

ბენსუდა ასევე არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრება ან მათი სასამართლოში დაბარება მოითხოვოს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: