ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თინა ხიდაშელი: ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე, საქართველო პირველადაა მიწვეული!

თინა ხიდაშელი: ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე, საქართველო პირველადაა მიწვეული!

"თებერვალში დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე

საქართველო პირველად არის მიწვეული" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ.

 

,,არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას", - განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნატო-ს პრაქტიკულად ყველა მინისტერიალი ეძღვნება მტკიცე მხარდაჭერის მისიას (RSM), ISIS-ისგან მომავალ საფრთხეებს და არც ეს მინისტერიალი იქნება გამონაკლისი. ხიდაშელის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: