ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"მომავლის ქალაქის’’ პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე დაესწრო

"მომავლის ქალაქის’’ პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ‘’მომავლის ქალაქის’’ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.  

 

პროექტი Morgenstadt, ანუ მომავლის ქალაქი, Fraunhofer-ის  კვლევითი ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. Fraunhofer გამოყენებით კვლევებში სპეციალიზებული გერმანულ ორგანიზაციათა ქსელია, რომლის მუშაობის მთავარ მიმართულებას განვითარების დაჩქარება და ენერგიისა და რესურსების ხარჯვის შემცირება წარმოადგენს.  

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მდგრადი განვითარების მიმართულების პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეებმა პროფილის ფარგლებში არჩეული რვა პროექტი  დეტალურად განიხილეს.

 

 „Morgenstadt-ის პროექტს ახორციელებს Fraunhofer-ის საზოგადოება, გერმანული ორგანიზაციების ქსელი, რომელიც გერმანული ორგანიზაცია KFW-ს დაფინანსებით და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს მომავლის ქალაქისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის ფორმირებას, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისი ჩამოყალიბდეს, როგორც მომავლის ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე თქმით, პროექტის პირველ ნაწილში, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, რამდენიმე სარეკომენდაციო მიმართულებაა წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, პრიორიტეტების შერჩევის შემდეგ რეკომენდაციების შესრულება დაიწყება.

 

„Morgenstadt-ის, იგივე მომავლის ქალაქის პროექტი თბილისისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ახორციელებს ურბანული სისტემის შეფასებას და იმ ქმედებების ერთობლიობას აყალიბებს, თუ რამ უნდა განაპირობოს ურბანული სისტემების წარმატება და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩარჩო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: