ხალხის სურვილი უფსკრულს გადალახავსო, ხოდა გავერთიანდეთ და კიდევ ერთხელ გადავლახოთ!

ხალხის სურვილი უფსკრულს გადალახავსო, ხოდა გავერთიანდეთ და კიდევ ერთხელ გადავლახოთ!

      ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო  და უცნობო მეგობრებო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიწყებთ აქციას „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით „ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ. ამჯერად მხოლოდ 4 ოჯახზე გთხოვთ, რადგან უამრავ ოჯახში მისვლას, ერთი კილო მაკარონის, ერთი ბოთლი ზეთის მიტანას და ათობით ფოტოს გადაღებას, გვირჩევნია ამ ჯერზე 4 ოჯახში მივიდეთ და გავუკეთოთ ყველაფერი ისე, რომ თუნდაც ერთი თვე დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამ ოჯახს არ შესცივდება, არ მოშივდება და ქირის გადაუხდელობის გამო ქუჩაში არ დარჩება.

     ერთი ოჯახი გორში ცხოვრობს, მეორე - რუსთავში, ერთი ოჯახი - თბილისში და ერთი საგარეჯოში.

   თუნდაც მხოლოდ მე ფეისბუქზე 3 758 მეგობარი მყავს. თითომ რომ თითო ლარი გადმორიცხოს, რაც ჩვენს ბიუჯეტს არანაირად არ დააზარალებს, უკვე იმდენი თანხა გროვდება, შესაძლოა ორი თვის ქირის ფულიც კი გადავუხადოთ ამ ოჯახებს და სიმშვიდე ვაჩუქოთ. ასევე ჰყავს მეგობრები აქციის სხვა მონაწილეებს, თითოეულ თქვენთაგანს და აბა ნახეთ, რამდენი საქმის გაკეთებას შევძლებთ...

   ხალხის სურვილი უფსკრულს გადალახავს, ხოდა მოვინდომოთ და გადავლახოთ. ჩვენ საახალწლოდ კიდევ ერთხელ ვანახეთ ყველას ერთად დგომის ძალა და თავადაც კიდევ ერთხელ ვირწმუნეთ, ამიტომ გვჯერა, რომ ეს აქციაც წარმატებით დასრულდება. ამ ოჯახებს კი სიუჟეტებით და სტატიებით გაგაცნობთ და თავად მიხვდებით რატომ შევაჩერეთ ამ ეტაპზე სწორედ მათზე ყურადღება.

    და კიდევ ერთი-აქციის გამჭვირვალობისთვის გადარიცხვის ქვითრები ყველამ ავტვირთოთ აქციის გვერდზე და სხვებსაც მოვუწოდოთ, თუ როგორც ახლა ამბობენ-გამოვიწვიოთ მეგობრები. ესეც ერთგვარი ისტორიაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ქმნის.

   თუ გავაქტიურდებით, ამ ოჯახების გარდა სხვებსაც დავეხმარებით.

ანგარიშის ნომერი:

მიმღებისბანკისსლიბერთიბანკი

ბანკისკოდი LBRTGE22

მიმღებისდასახელებაააიპსაქველმოქმედოკავშირიცისარტყელა“ (/ 222442792)

ანგარიშის # GE65LB0115122713410000 (GEL)

აქციის მიმდინარეობის, ასევე ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომლებიც აქციაში ჩაერთვებიან ყოველი კვირის ბოლოს მოგაწვდით ინფორმაციას.

     არ დაგავიწყდეთ-ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

 

 

       პატივისცემით  ქეთი მიქაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: