ხაზარაძე და კონტი ჯგუფი "ლაზიკა-პორტის" სააკაშვილისეულ პროექტს პირწმინდად იმეორებს!

ხაზარაძე და კონტი ჯგუფი "ლაზიკა-პორტის" სააკაშვილისეულ პროექტს პირწმინდად იმეორებს!

   რამდენიმე საათის წინ გაცხადდა, რომ საქართველო საბოლოოდ დაადგა გადაშენების გზას _ ქვეყნის ეკონომიკურად გადარჩენის ერთ-ერთი იმედი „ახალი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილის აშენების უფლება „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ გადაეცა!

   გასული წლის სექტემბერში, წინასატენდერო განხილვაზე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“’-ს წარდგენილი _ გაშლილ ზღვაში და ანაკლიის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ე.წ. პორტის პროექტი (იხ. დანართი სურათი) ზედმიწევნით იმეორებს ე.წ. „ლაზიკა პორტი“-ს სააკაშვილისეულ პროექტს, რომელსაც დიდი ალბათობით 500 ათას მოსახლეზე (სადაც ქართული გენი და ჯიში არ იგულისხმება) ქალაქ „ლაზიკას“ აშენებაც მოჰყვება!

   ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოვაქვეყნე, რომ „ლაზიკა პორტს“ არაფერი აქვს საერთო ქვეყნის აშენებასთან და მის წინსვლასთან, რადგან იგი საბოლოოდ დაგვამშვიდობებს აფხაზეთს, მას დასავლეთ საქართველოც თუ არ მიჰყვა!

   ამ საშიშროების შესახებ უამრავი საგაზეთო სტატია დავბეჭდე. სამწუხაროდ, მათ შედეგი არ მოჰყოლია _ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“-ს გამოცხადება  ჩემი ეჭვების დასტური გახლავთ!

   უკანასკნელ წუთამდე ეცადა ტენდერის მონაწილე მეორე კომპანია საქართველოს მთავრობას შეესმინა მისი მოსაზრება, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია!

განსასჯელად გთავაზოთ სტატიას, სადაც წაიკითხავთ, თუ რას სთავაზობდა ტენდერის მონაწილე მეორე კომპანია საქართველოს მთავრობას.

 

„ანაკლია პორტის“ მშენებლობის მთავრობის მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო პირობები მიუღებელია!

 

ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კონსორციუმი და მისი სტრატეგიული პარტნიორები ინური კომპანია „პაუერჩაინა“, ამერიკული კომპანიები AECOMდაBCG სრულ მზადყოფნას აცხადებენ „ანაკლია პორტის“ დაფინანსებისა და მშენებლობის დასაწყებად, მაგრამ?..)

 

5 თებერვალს, ტელეარხ „მაესტროზე“, ბატონი თეიმურაზ ქარჩავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ:

 

 „უცხოელი კონსულტანტებისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო  ხელშეკრულების პირობები ინვესტორისთვის მიუღებელია.

აუცილებელია ტენდერში დარჩენილი ორივე მონაწილის მიერ შემოთავაზებული წინადადებების გასაჯაროება.

მაქსიმუმ, ერთი თვის განმავლობაში, მოწვეულმა კონსულტანტებმა ტენდერში დარჩენილ ორივე მონაწილესთან ერთად საჯაროდ უნდა განიხილოს საინვესტიციო ხელშეკრულების პირობები  და მიიყვანოს იგი იმ კონდიციამდე, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მისაღები გახდეს!

ასევე, უნდა გასაჯაროვდეს, სახელმწიფო შეკვეთის შესარულებლად, ორივე მონაწილის მიერ წარმოდგენილი გარანტიები“.

 

კიდევ უფრო გაამძაფრა „ანაკლია პორტი“-ს მშენებლობით დაინტერესებული მკითხველის ინტერესი.

 

ბუნებრივია, ამის შემდეგ ისმის კითხვა:

 

რატომ არის _ „უცხოელი კონსულტანტებისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო  ხელშეკრულების პირობები ინვესტორისთვის მიუღებელი?“

 

მოვუსმინოთ ბატონ თეიმურაზ ქარჩავას:

 

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის ბოლოს, სატენდერო კომისიასთან შეხვედრისას ჩვენმა კონსორციუმმა სრული მზადყოფნა გამოაცხადა „ანაკლია პორტის“ მეგა-პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ იქვე, წერილობით გადაეცა მთავრობის კომისიას ის შენიშვნები, რომლებიც შეუთავსებელია საინვესტიციო საერთაშორისო ნორმებთან.

მათ შორის, უმნიშვნელოვანესია:

_"ანაკლიაპორტის" ინფრასტრუქტურულინაწილის(რაც, პორტთან, მსოფლიოსტანდარტებითაშენებულიმრავალლიანდაგიანირკინიგზისადაავტობანისმიერთებასგულისხმობს,ყველამასთანდაკავშირებულიკომუნიკაციებით) მშენებლობისუზრუნველყოფისგარანტიები, რაც პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა განხორციელდეს და ტენდერისგამომცხადებელიმხარისვალდებულებასწარმოადგენს. იგი „ანაკლია პორტის“ საკმაოდ ძვირადღირებული ნაწილია და ბუნდოვნადაა წარმოდგენილი მისი შესრულების გარანტიები საინვესტიციო ხელშეკრულებაში.

_ასევე, საქმესწინასაპროექტოგეოლოგიურიდასანაპიროპროცესებისდინამიკისკვლევებისუქონლობააფერხებს, რომელიცტენდერისგამოცხადებამდეუნდაშესრულებულიყო.“

 

გასული წლის 15 დეკემბერს ჩვენმა კონსორციუმმა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ანაკლიის პორტის მშენებლობის კომისიის თავმჯდომარეს

(ასლი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს)

 

წერილობით მიმართა:

 

„კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენს კონსორციუმს სრული მზადყოფნა გააჩნია ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტროსა და სატენდერო კომისიის მიერ შემუშავებული საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოო პირობები გადაიხედება და შეიცვლება იმგვარად, რომ ეს პირობები შეესაბამებოდეს ბანკებისა და ინვესტორებისთვის მისაღებ საერთაშორისო სტანდარტებს და სარგებლიანი იყოს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ანაკლიის პორტის კაპიტალში შემავალი ინვესტორებისთვისაც.

 

საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტში მოცემული საინვესტიციო პირობების გადახედვის აუცილებლობის შესახებ ჩვენმა კონსორციუმმა 2015 წლის 14 დეკემბერს ოფიციალური წერილობითი თხოვნით მოგმართათ თქვენ და ასევე ეკონომიკის მინისტრს.

 

ამასთან დაკავშირებით ჩვენი კონსორციუმი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ანაკლიის პორტის მშენებლობის მობილიზაციისთვის შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

 

პროექტის მხრივ:

1.   კონსორციუმს გააჩნია სრული პროგრამა, ფაზების მიხედვით დაყოფილი პორტის დიზაინი და კონცეფცია ფინანსური მოდელით (100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვა; პირველი სამი ფაზა დამუშავებულია მუშა ნახაზების დონეზე). მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი დიზაინი არც ერთ ადგილობრივ მოსახლეს არ ემუქრება გადასახლებით. ასევე გაგვაჩნია ანაკლიის რეგიონის განვითარების პერსპექტიული გეგმა, რომელიც საბოლოო კოორდინატებამდეა დაყვანილი;

2.  ინგლისური კომპანიის „ინჩკეიპის“ მიერ მომზადებული მარკეტინგის მოხსენება.

 

დაფინანსების მხრივ:

    1.   „ფაუერჩაინა“ ადასტურებს, რომ ინვესტიციას განახორციელებს კაპიტალის 15%-ში და ასევე ჩინეთის ბანკებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდავს სესხს 70%-ს;

2.    ამერიკული კომპანია „BCG 2015 წლის 10 დეკემბრის წერილში ადასტურებს კაპიტალში 40%-იან მონაწილეობას;

 

2016 წლის 1 ივლისს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით:

 

ჩვენი პარტნიორია თურქული ძლიერი კომპანია „ერგუნლერი“, რომელსაც გააჩნია კარგი სამშენებლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის 500 ერთეული სამშენებლო მექანიზმი. კომპანიამ ზირაათ ბანკიდან და ჰალკ ბანკიდან წარმოადგინა 180 მილიონი დოლარის ფულადი დადასტურება ანაკლია პორტის პროექტისთვის გამოყოფასთან დაკავშირებით. „ერგუნლერი“ მზად არის მობილიზაცია გაუკეთოს წინასამშენებლო სამუშაოებს და პროექტის კაპიტალში შემოვიდეს 10%-იანი ინვესტიციით.

 

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩვენი კონსორციუმის მხრიდან როგორც მშენებლობის, ასევე დაფინანსების მხრივ ჩართულნი არიან ქართული, ჩინური, თურქული, ამერიკული და კანადური კომპანიები.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გახლავთ ძალიან სწორი და დაბალანსებული  სტრუტურა, რომელიც პროექტის უზადოდ განხორციელების გარანტიას იძლევა!“

ამბობენ, ჩინეთის მთავრობამ „ანაკლია პორტი“-ს პროექტი სახელმწიფოს პროგრამაში შეიყვანა!

თ.ქარჩავა:

2015 წლის  30 დეკემბერს „ფაუერჩაინას“ პრეზიდენტმა ოფიციალური წერილით მიმართა  საქართველოს პრემიერმინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „ანაკლია პორტი“-ს პროექტის დაფინანსების, მისი განხორციელების და მართვის სრული მზადყოფნა.

ასევე, იმავე წერილით ეცნობა საქართველოს მთავრობას, რომ _ „ფაუერჩაინამ“ წინადადებით მიმართა ჩინეთის მთავრობას „ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილის „ანაკლია პორტი“-ს მშენებლობის სახელმწიფო პრიორიტეტად ცნობის შესახებ. რაზედაც მიიღო კიდეც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერა. რაც, არა მარტო „ანაკლია პორტის“ პროექტის დაფინანსების, არამედ, მომავალში მისი ექსპლოატაციისა და ტვირთებით მომარაგების უზრუნველყოფის გარანტიაა!

მისასალმებელია, საქართველოს  პრემიერ მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადება _  საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად ეკონომიკაში ზედმეტი სახელმწიფო რეგულირების მოხსნის, მათ შორის კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობის შესახებ, რაც უთუოდ გამოიღებს შედეგს პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში და მალევე დაეტყობა საქართველოს ეკონომიკას და ლარის კურსის გამყარებას.

ზემოთხსენებულ „სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების“ მიმართ ჩვენი კონსორციუმის ჩინელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოთქმული შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება.

 საქართველოს პრემიერის ინიციატივის რეალიზაცია დააჩქაებს რეალური ინვესტორების მოზიდვას 10 მილიარდიან, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში.“

როგორც იტყვიან, სხვა არაფერი რჩება, გარდა _ ტენდერში დარჩენილი ორივე კონსორციუმის წარმომადგენელთა შეხვედრა, მოწვეულ, საერთაშორისო უცხოელ ექსპერტებთან და სამთავრობო კომისიასთან!

იმედს გამოვთქვამთ, ეს შეხვერდა მალე შედგება და ოპერატიულად განიხილება ზემოთჩამოთვლილი საკითხები.

მხოლოდ ასეთი მიდგომით გამოვლინდება „ანაკლია პორტის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში“ ღირსეული გამარჯვებული, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგება პორტის მშენებლობას.

 

 

P.S. ეს იყო წინადადება, რომელსაც სთავაზობდა მთავრობას აწ უკვე ხელოვნურად დამარცხებული მხარე-"კონსორციუმი ანაკლია პორტი და ეკო-პარკი". მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან შედეგების გამოცხადებისა, მიგვაჩნია, რომ პროექტების საჯარო განხილვა მაინც უნდა შედგეს.

 

   

 

 

    დავით ქობალია

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: