ზვიად ყუშიტაშვილი: ჩერნოვეცკიმ კიევის მერობის დროს უამრავი დანაშაული ჩაიდინა!
არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ემიგრანტები“ თავმჯდომარე ზვიად ყუშიტიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში სააკაშვილის ჩასანაცვლებლად არის ჩამოსული.
მან „ივერიონის“ პრესკლუბში იმ პერიოდზეც ისაუბრა, როცა ჩერნოვეცკი უკრაინაში მოღვაწეობდა და ბევრი დარღვევები ჰქონდა. ჩამოთვალა თუ კონკრეტულად რაში ედებოდა ბრალი და ისიც აღნიშნა, რომ არ სჯერა მისი.
ყუშიტაშვილმა ჩერნოვეცკის საჯაროდ მიმართა და ტელე-დებატებში მისვლაც შესთავაზა.