დავით ფერაძე: განათლების მინისტრი... გაჯეჯილდა!

დავით ფერაძე: განათლების მინისტრი... გაჯეჯილდა!

რთი ამ ტაკიმასახარა მინისტრს უყურეთ: გერმანული მოდელის დაგეგმვისთვის მზად ვართო!

 

ხედავთ, რა „ბალანსი“ აირჩია: ანუ,  აქამადეც მზად ვიყავით, მაგრამ ღარიბაშვილი გვიშლიდა და კიდევ კარგი, კვირიკაშვილმა მაინც დაგვრთო ნებაო!

 

აი, როგორ ცდილობ გადარჩენას!  შეგაშინა ახალმა პრემიერმა და საქმიანი, აქტიური, პროფესიონალი მინისტრის როლს ირგებ?

 

მერედა, ბოოროტება რომ აიკიდე მხრებზე და ისედაც უნიჭობა გამოგდის, ვერ ხვდები?

 

მაგრამ, ვინ გეტყვის, თუ არა მე...

 

თამრო  მზადაა?

 

ქალბატონი თამარი ყველაფერს აკეთებს, რომ პრემიერს თავი მოაწონოს და მინისტრის პოსტიდან არ მიაპანღურონ.

 

იხტიბარს რომ არ იტეხს?..  პრემიერის შეფასებებს საკუთარ კრიტიკად კი არ იღებს, მზად ვართ სიახლისთვისო, ისე ამბობს, თითქოს, აქამდე სხვა ვინმე ხელმძღვანელობდა განათლებას და სხვა ვინმე ანგრევდა მას!

 

მოიცა, ერთი: პრემიერს რომ ეთქვა, საბჭოურ მოდელზე უნდა დავბრუნდეთო, მაგაზეც მზაობას იტყოდა ქალბატონი თამარი?! თუმცა, მაგას რა მზაობა უნდა -  საბჭოეთს ისედაც ვერ დააღწიეს თავი ვერც მან და ვერც მისმა ნამუსგარეცხილმა ხროვამ!

 

აბა, ნახეთ, როგორ „მართლმეტყველებს“ და „ორატორობს“:  

“გერმანული მოდელი არის  ახალი მიდგომა, რომელიც გვინდა განათლების სისტემაში დავნერგოთ.  ეს  იქნება მართლაც სიახლე და მართლაც რეფორმა“

 

ოჰ, ეს გაზეპირებული ფრაზები! ყველა დროში და ყველა მოვლენაზე ერთი და იგივე ფრაზებით ლაპარაკი არ მობეზრდა ამ ფსევდო მინისტრს? არადა, უკანასკნელ ხანს, როგორ ცდილობს, ხშირად გამოვიდეს საჯარო სივრცეში, ხშირად დაენახოს ხალხს და პრემიერს და დაარწმუნოს:

 

თამრო  (ვერ)მეტყველია?

 

ეს ფერაძე რომ გაიძახის, უვიცი და დილეტანტიაო, აი, ხალხო  და პრემიერო, შემომხედეთ,  რა სწორუპოვარი მჭევრმეტყველი ვარ! რა დილეტანტიზმზე საუბრობს ეს ფერაძე? ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი ვარ მთავრობაში, რომელსაც ყველაფერზე აქვს აზრიც და ხედვაც - ეს იქნება ქვეყნის საგარეო კურსი, რუსეთის სამხედრო ოპერაციები, აინშტაინის მეცნიერული მემკვიდრეობა, თოფაძის არაორდინალური რეპლიკები, რელიგიის თემა და მიმტევებლობის ფენომენი, „მე და საზოგადოების“ სწავლება  და ა.შ.  კიდევ იტყვის ფერაძე, საზოგადოების წინაშე ვერ გამოდისო.

 

ფერაძე იმითაც გვემუქრება, რომ თუ სანიკიძეს მინისტრად დატოვებთ, მასწავლებლები ხმას არ მოგცემთო, მაგრამ ეს მუქარაც გავაქარწყლე, გარდაბანში თოვლსა და ქარბუქში გავექანე, ქოცებისთვის საარჩევნო მხარდაჭერა რომ დამენახვებინა.  მასწავლებლები კი ისე დავაშინე ფერაძის სკოლიდან გაშვებით, რომ აბა, გაბედონ და ამ მთავრობას არ მისცენ ხმა!

 

მიგიხვდი,  თამრო,  მიგიხვდი,  რა  „ნესტრითაცა  ხარ   ნაჩხვლეტი!

 

თამრო „შედეგებზე  (ვერ) გავა?“

 

ქალბატონი მინისტრი ამბობს,  რომ  ეს იქნება მართლაც სიახლეო... აკი,  ყოველ რეფორმაზე ასე გაიძახოდა!!!

 

რა გამოდის?

 

აღიარა და დაგვეთანხმა მეც და საზოგადოებას, რომ წინა რეფორმები კი იყო რეფორმა, მაგრამ ისინი  ცრუ რეფორმები და ცრუ სიახლეები  იყო?!

 

და გერმანული მოდელი უკვე „მართლა რეფორმა და მართლა სიახლეა“?  რომელი დავიჯეროთ?  თუ,  მთავარია,  იმ პრემიერის  დაჯერება, რომელიც მოცემულ მომენტში იპრემიერებს და ხან ისე იტყვის  და ხან ასე.

 

„პროფესიული განათლების ჭრილში ნაგულისხმევია დუალური პროფესიული განათლება,  რომელიც არის გერმანული მოდელი და რომელიც გერმანიაში  ძალიან წარმატებულია“

 

როგორ აბრახუნებ, ქალბატონო თამარ ამ  უადგილო სიტყვებს?!  „ჭრილშიო“ „ნაპრალშიო“, „ნაკვეთშიო“.  რას ნიშნავს ეს წინადადება,  ეს „ჭრილში ნაგულისხმევი გერმანული მოდელი“? რომ  შეგეკითხონ,  განმარტავ? 

 

„არ არის აუცილებელი იგივე მოდელი გადმოვიდეს საქართველოზეც,  თუმცა არსებობს  საშუალება,  რომ დუალური განათლების ელემენტები დავნერგოთ,  ისე რომ გავიდეთ იმ შედეგებზე, რა შედეგებზეც გვინდა გავიდეთ“

 

გესმით, რას მიედ-მოედება,  რა ფრაზებით ლაპარაკობს  მინისტრი?   რატომ „შედეგებზე გასვლა“  და არა  „შედეგების მიღება“? განსაკუთრებით ასეთი მიგნებები  აღმაფრთოვანებს  ხოლმე :  „გავიდეთ იმ შედეგებზე, რა შედეგებზეც გვინდა გავიდეთ“

 

ასეა, თამრო:  2013 წლის მერე რომ ყველა ფაქტსა და მოვლენას  ერთსა და იგივე ტექსტს არგებ, „იმ შედეგებზე“ მაინც გასულიყავი, რომ ცოტა მაინც დაგელაგებინა სინტაქსი და სტილი.  გასაგებია,  ბუღალტერი ხარ,  მაგრამ,  ფინანსთა მინისტრი ხომ  არ ხარ?  თუ, ასე იმიტომ  ორატორობ, რომ თვლი,  სიდიადე ბუნდოვანებაშია?!

 

თუმცა,  მინისტრი სანიკიძე  რა შედეგებზეც გავიდა „პროფესიული განათლების ჭრილში“, ეს სახელმწიფო აუდიტის ოფიციალურმა დასკვნამ კარგად გვიჩვენა.  მე კი არ ვიგონებ,  ოფიციალური დასკვნა დევს პროფესიული სასწავლებლების „გადაიარაღებულ“ ინფრასტრუქუტურაზე  და  ამ „ჭრილში“ გაფლანგული მილიონებზეც.

 

„ერთი, რომ გვჭირდება მაღალი დასაქმების კოეფიციენტი და მეორე გვჭირდება ინვესტიციები – საინვესტიციო პროგრამები“

 

ბუღალტერ-ეკონომისტო:  ვფიქრობ, ცირკის ილეთების  სწავლების დროსაც არ ითვლიან ასე: „ერთი,  მეორე“,  არამედ ასე:  „პირველი,  მეორე“...  მაგრამ,  ეს არაფერი, აქაც შინაარსია ჩვეულებისამებრ აბდა-უბდა:  თუ არც დასაქმების კოეფიციენტია მაღალი და არც საინვესტიციო გარემო არსებობს,  აბა, რა სპეციალობაზეა  მოთხოვნა,    ეს საიდანღა უნდა გავიგოთ?  იქნებ,  ყველა „სიკეთესთან“ ერთად, თვითნაბადი პროგნოზირებადობის კოეიციენტი გაქვს  ძალზედ  მაღალი და ამით  განვსაზღვრავთ  სამომავლო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს?!

 

თამარი მარადი (არ) არის?

 

„ვმუშაობთ უნივერსიტეეტებში უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, იცვლება აკრედიტაციის სისტემაც,  მეცნიერებასა და განათლებას შორის საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა  კავშირი, მაგრამ ეს გასაკეთებელია“

 

აბა, რა ეგონა  პრემიერ  გიორგი კვირიკაშვილს,  სანიკიძის გაპანღურებას  რომ გეგმავს?  ყველგან, განათლების ყველა საფეხურზე  თავჩაუხრელად მუშაობს დიადი თამარი!

 და მაინც,  ყველაფერი ისევ გასაკეთებელი  რატომღა არის? 2013 წელსაც ასე არ იყო?  დაზეპირებული ტექსტსაც ჰქონია პოზიტივი:  ზოგჯერ მაინც სიმართლე გამოსჭვივის. ჩვენც ვეთანხმებით,  რომ  ყველაფერი გასაკეთებელია.

 

მაგრამ, როდისღა უნდა გაკეთდეს? მომდევნო 4-5 წელიც მინისტრობას აპირებს ქალბატონი სანიკიძე?  თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე, აპირებს.  პრემიერები მიდიან... თამარ კი რჩება მარად! აი, ნახეთ, რას ამბობს:

 

„ახლა ვმუშაობთ  დოკუმენტზე, სადაც გვინდა ეს რეფორმა ეტაპების მიხედვით  გავთვალოთ“

 

უცებ რომ  პრემიერმა მოგთხოვოთ ეგ დოკუმენტი, საინტერესოა, როგორ ანახებთ.  ან რომ გკითხოთ, რას ნიშნავს დოკუმენტში   რეფორმის  ეტაპების მიხედვითა გათვლილობაო - რას უპასუხებთ?

 

„ჩვენ ამის გაკეთებას  უფრო ახლო მომავალში ვფიქრობთ,  ალბათ, მაქსიმუმ 2 -3 წელიწადში“.

 

ხომ ვთქვი, „მარადმწვანეობას“ ოცნებობს მეთქი? აგერ, ამბობს კიდეც   „უახლოეს ორ სამ წელიწადშიო?!“   

 

გაიჯეჯილე, ხომ ქალბატონო თამარ?!

 

შეხვედი  „ბიძინას ბუტკაში“ და აღარ გინდა გამოსვლა? 

 

უკვე  ძალიან გვეჩხირები თვალში,  პრემიერის  წინაშე  კეკლუცობა  ვერ გიშველის,  ვერა!.. გპირდები, დღეიდან შენს უნიჭო გამოსვლებს დავუდარაჯდები და უკომენტაროდ არ დავტოვებ,  ისე,  რომ,  სჯობს  ფრთხილად  იყო  და  მედიასივრცეს  ძველებურად  მოერიდო!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: