ანი დარსალია: ნაციონალების ზონდერები დღეს ისევ თსუ-ს მმართველებად გვევლინებიან!

ანი დარსალია: ნაციონალების ზონდერები დღეს ისევ თსუ-ს მმართველებად გვევლინებიან!

   ა/ო "გაერთიანებული საზოგადოების" ხელმძღვანელი ანი დარსალია თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს დანაშაულებრივს უწოდებს და ამბობს, რომ ახალგაზრდები არ აპირებენ შეეგუონ ყოფილი ზონდერების ისევ "გაბატონებას"

 

   -"რა ხდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლიდან დღემდე?! გიორგი ავალიანის და ლადო ვარძელაშვილის ზონდერები, რომლებიც წლების განმავლობაში ახდენდნენ ზეწოლას და ატერორებდნენ სტუდენტებს განსხვავებული და ჯანსაღი აზრის გამო, დღეს ისევ თსუ-ს მმართველებად გვევლინებიან! 2012 წელს თსუ-ის სტუდენტების უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენდა უნივერსიტეტის დეპოლიტიზირება ! უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის გასუფთავება კრიმინალებისგან… რა მივიღეთ დღეს?! 2016 წელს კანცლერის არჩევნებზე ერთ-ერთი აქტიური ნაციონალური მოძრაობის გამოწვრთნილი კადრი, გიორგი გაფრინდაშვილი არჩეულია კანცლერის თანამდებობაზე ! მაინტერესებს რა დამსახურება აქვს ამ ბიჭს გარდა იმის, რომ ის და მისი თანამოაზრეები წლების განმავლობაში ატერორებდნენ სტუდენტებს და ათას შავ საქმეს აკეთებდნენ ხელისუფლების დავალებით და სტუდენტების სახელის ბოროტად გამოყენებით!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: