„ქართველი ემიგრანტები“: გადადგეს შსს მინისტრი!

„ქართველი ემიგრანტები“: გადადგეს შსს მინისტრი!

    არასამთავრობო ორგანიზაციის ქართველი ემიგრანტები“ თავმჯდომარე  ზვიად ყუშიტაშვილი ორგანიზაციის სახელით პრემიერ-მინისტრს მიმართავს და შსს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

 

 

   -„ბატონო პრემიერო, წაიღო საქართველო და ქართველი ხალხი კრიმინალმა, უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ გადადგეს შსს მინისტრი. მე, როგორც ყოფილი ძალოვანი და ახლა არასამთავრობოს ხელმძღვანელი მივმართავ პირადად მღებრიშვილს-ასეთი რამ არსად არ ხდება. ხალხს უკვე ეშინია ქუჩაში გასვლა! სწორედ ამიტომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა გადადგეს იმ სამინისტროს მინისტრი, რომლის სტრუქტურა მთლიანად ჩამოშლილია!“-განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: