გიორგი ტიგინაშვილი: ნებისმიერი ადამიანის პირადი და პრივატული ცხოვრება ხელშეუვალია!
ამ კადრებისთვის არ მიყურებია და არც მაინტერესებს, რამეთუ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის პირადი და პრივატული ცხოვრება ხელშეუვალია.
ამაზრზენია ამაზე ქილიკი, ღადაობა და ჭორაობა. გულწრფელად ვწუხვარ მომხდარის გამო და ვგმობ ამ სიბინძურის ტალღას!
ყველა მიამიტმა და გულუბრყვილო ადამიანმაც კი იცის, რომ ყოფილი ხელისუფლების (ეგრეთწოდებული „ნაცბანდის“) თარეშის მანძილზე ათასობით მსგავსი შინაარსის ფარული ჩანაწერი იქმნებოდა შანტაჟის, დაშინებისა და რეპრესიების მოტივით. აქედან დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ ცხადია, მავანის ხელში იარსებებდა დედნები და ასლები მავანის ხელში.
ჩემი აზრით, ეს ყოველივე ყველაზე ნაკლებად მთავრობას აწყობდა და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ მიერ ინსპირირებული და მართული პროცესი არ არის, რადგან არავინაა ისეთი ბრიყვი, რომ ამგვარი შარისა და რეგვენობის გამო თვითდისკრედიტაცია მოახდინოს.
ვის აწყობდა?
იმას, ვისაც ორგანულად სძულს ამჟამინდელი ხელისუფლება!
P.S. არც მაია ფანჯიკიძეა ისეთი პოლიტიკური ფიგურა და ოპონენტი, რომ მისი განეიტრალება ვინმეს სჭირდებოდეს.