ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

გია ხუხაშვილი: ღარიბაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია უშედეგო იქნება, რა უნდა შეჰმატოს მან “ქართულ ოცნებას“?!

გია ხუხაშვილი: ღარიბაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია უშედეგო იქნება, რა უნდა შეჰმატოს მან “ქართულ ოცნებას“?!

„ივერიონს“  ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი

 

-ბატონო გია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. შეცვლის თუ  არა ის წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ იმიჯს  უკეთესობისკენ?

 

-ამ გადაწყვეტილების არსსა და აზრს ვერ ვხედავ. თუ ასე სჭირდებოდათ ღარიბაშვილი, რატომ გაუშვეს? უცნაური და პოლიტიკური კურიოზის მსგავსი გადაწყვეტილებაა.

 

ღარიბაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია, როგორც ეს მისმა პოლიტიკურმა რესურსმა აჩვენა, უშედეგო იქნება - რა უნდა შეჰმატოს მან “ქართულ ოცნებას“?!

 

“ქართული ოცნება“  რომ აანონსებს, ახალ პოლიტიკურ სახეებს ვეძებთო, თუ ეს სახე ღარიბაშვილი იქნება, ეს ღიმილის მომგვრელია.

 

ეს აჟიოტაჟი, ჩემი აზრით, სხვა რამეს უნდა უკავშირდებოდეს...

 

რეალურად, არც არავინ აპირებს ღარიბაშვილის  პოლიტიკაში -“ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას, ეს უკავშირდება იმას, რომ ამ ბოლო დღეებში ღარიბაშვილსა და მის გარემოცვაზე, როგორც ამბობენ,  სხვადასხვა კომპრომატია  მოძიებული და “ქართული ოცნება“ თავისი განცხადებით, რომ ღარიბაშვილს იბრუნებს, ცდილობს შექმნას ისეთი განწყობა, თითქოს ღარიბაშვილის გარშემო ატეხილი თემების ინსპირატორი ის არ არის.

 

ხელისუფლებამ  კარგად  იცის, რომ ღარიბაშვილის გუნდს ეჭვი მასზე აქვს, როგორც მოწინააღმდეგეზე და “თავდაცვის“ მიზნით ღარიბაშვილის კვლავ “ქართულ ოცნაბაში“  დაბრუნების პროპაგანდით “ამტკიცებს“  - მე არაფერ შუაში ვარო.  

 

მეჩვენება, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემა მხოლოდ პოლიტიკური მანევრია და არა რეალური შინაარსობრივი თანამშრომლობის სურვილი.  

 

- რომელ  პოსტზე შეიძლება ვიხილოთ  ახლად გაპოლიტიკოსებული ირაკლი ღარიბაშვილი და დათმობს თუ არა თავის თავმოყვარეობას “ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების სანაცვლოდ?

 

-თავმოყვარე პოლიტიკოსები საქართველოში ან არ ცხოვრობენ, ან იშვიათად ცხოვრობენ.

 

პარტიის თავმჯდომარეობის შემდეგ, რა პოზიციაზე უნდა დათანხმდეს? ჩემი აზრით, ის იყო თავისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალზე და დაბრუნებას თუ აპირებდა, რატომ წავიდა?!

 

 

                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: