ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პრეზიდენტ ობამას სტუმრებს შორის ქართველი მეწარმეებიც მოხვდნენ

პრეზიდენტ ობამას სტუმრებს შორის ქართველი მეწარმეებიც მოხვდნენ

აშშ პრეზიდენტის მასპინძლობით 2010 წლიდან იმართება მსოფლიო მეწარმეობის სამიტი (Global Entrepreneurship Summit), რომლის მიზანია ერთიან ასპარეზზე შეკრიბოს ინოვაციური იდეების მქონე დამწყები კომპანიები და პოტენციური ინვესტორები, რითაც ხელი ეწყობა მსოფლიო მასშტაბით იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას, საინვესტიციო რესურსების მოზიდვას, დოვლათის შექმნის ხელშეწყობას და მეწარმეობის სულისკვეთების წახალისებას გლობალური კეთილდღეობის შესაქმნელად.

 

2016 წლის 22-24 ივნისს მე-7 სამიტი (http://www.ges2016.org/) პრეზიდენტ ობამას პირადი მასპინძლობით (http://www.state.gov/e/eb/cba/entrepreneurship/ges/index.htm) გაიმართება სტენფორდის უნივერსიტეტში, სილიკონის ველში (Silicon Valley), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უმკაცრესი კრიტერიუმებით შერჩეული 100-100 პირი თითოეული კონტინენტიდან. რამდენიმე ათეული ათასი განაცხადი შევიდა კონკურსში მონაწილეობაზე მთელი მსოფლიოდან.

 

ევროპიდან 100 ინოვატორ მეწარმეთა შორის შერჩეულ იქნა შპს „მაიჯიპიეს“-ის (www.mygps.ge) ოპერაციების დირექტორი დავით ჭიჭინაძე. 

 

კომპანიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი მიხეილ ჩაკაბერია, მოწინავე ამერიკული და ევროპული წარმოების კომპონენტების გამოყენებით საკუთარი ტექნოლოგიური დიზაინის საფუძველზე შექმნა შუქ-დიოდური სანათების სერია, რომელმაც უკვე მოიპოვა შესაბამისი სერტიფიკატები და აკრედიტირებული ლაბორატორიების დასკვნები დარგში საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებით. 

 

აღნიშნული ლედ-სანათების (www.mled.ge) წარმოება საქართველოში უკვე დაწყებულია და კომპანიის ფინანსური დირექტორის თემურ მატუას ინფორმაციით, ასეულობით სანათი უკვე მყუდროდ ანათებს საქართველოს ქუჩებს.

 

შპს „მაიჯიპიეს“-ის ხელმძღვანელები კმაყოფილებით აღნიშნავენ კონკურსში გამარჯვების წარმატებას და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ლედ-სანათების საქართველოში საწარმოებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: