ნინო ზარიძე: ბატონო პრემიერო, ვატყობ, იმიჯმეიკერების შეცვლა მოგიწევთ, სხვანაირად, შემდეგი სვლა უშედეგო იქნება!

ნინო ზარიძე: ბატონო პრემიერო, ვატყობ, იმიჯმეიკერების შეცვლა მოგიწევთ, სხვანაირად, შემდეგი სვლა უშედეგო იქნება!

 

უკვე რამდენიმე დღეა, წირვისას დაჩოქილი პრემიერის გარშემო, აჟიოტაჟი არ ცხრება... არ იფიქროთ, რომ პრემიერის ეს ქმედება არ მომეწონა - პირიქით, მომეწონა და არც გულგრილი დამტოვა: დაჩოქილი ფოტო "დავალაიქე" კიდეც... 

 

თუმცა, საქმე მოწონება - არ მოწონებაში არაა!!! არც პერემიერის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი და მომწონს, მისი გაწონასწორებულობა და ისიც, რომ დადებითი ადამიანია!

 

მაგრამ, მოდით, ნუ მოვწყდებით რეალობას და სათქმელი ვთქვათ - ვინც მეტნაკლებად ჩახედულია ფიარისა და იმიჯმეიკერთა საქმიანობაში, იცნობს პრაქტიკას, თეორიულადაც წაუკითხავს და იცის ერთი ორი რამ, ის უფრო კარგად გაიგებს ახლა რასაც დავწერ... 

 

არ ვიცი, რომელი გუნდი მუშაობს პრემიერის იმიჯზე, მაგრამ ამერიკულ იმიჯმეიკერთა სკოლის წარმომადგენელი რომაა, უდავოა. სწორედ ამ სკოლის მიმდევართ ახასიათებთ კონკრეტული პოლიტიკოსის იმიჯზე მუშაობა დაიწყონ, მისი ადამიანურობისა და ხალხთან ახლოს მდგომის იმიჯის გამოკვეთით! 

 

სიმართლე გითხრათ, ეს საუკეთესო სვლაა ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, სადაც უამრავი ეკონომიკური, საკადრო და სოციალური პრობლემაა... მივყვეთ თანმიმდევრობით და რამდენიმე ასპექტი გამოვკვეთოთ:

 

1. იმიჯმეიკერთა მომგებიანი სვლა სახელად _ "პრემიერის 100 დღე"... გაამართლა და იმუშავა მასების ფსიქოლოგიაზე, რადგან, სიტყვა "100 დღე" უკვე მუშაობს მასებში, მუშაობს სწორედ ისე, როგორც ჩაფიქრებულია _ 100 დღეში ვერაფერს გააკეთებ, რაც რა უნდა მოინდომო!.. 

 

2. პრემიერი ცდილობს ახლოს იყოს უბრალო ხალხთან... მიდის აქციაზე მდგარ სტუდენტებთან და ქართულ რეალობას მორგებულ ამარეიკული იმიჯმეიკერებისთვის საყვარელ მესიჯს აგზავნის, "ჩემი შვილების ტოლებთან მოვედი, დაცვა რად მინდა?" ...ცხადია მასების ფსიქოლოგიაზე ეს გზავნილიც კვლავ ისე მუშაობს, როგორც უნდა იმუშაოს - იქვე უცებ ჩნდება შეძახილები _ " მიყვარს ჩემი პრემიერი"... 

 

3. პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს, შავ ჯიპებზე. იმიჯმეიკერთა ნასროლი ისარი, წესით ისევ მიზანში უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ ამჯერად არ იმუშავა! რატომ? პასუხი მარტივია: ძალიან ცნობილი თემა იყო და მასებმა უკაცრავად ამ გამოთქმისთვის და ეს არ "ჭამეს"! 

 

4. ბოლო კი, პრემიერ-მინისტრის იმიჯმეიკერთა მომგებიანი სვლაა, ყველა ასპექტში - სააღდგომო ლიტურგიისას დაჩოქილი და მლოცველი პრემიერ-მინისტრი... კადრი, რომელმაც შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს... კადრი, რომელიც შემორჩება ისტორიას და რომელიც დიდხანს იქნება განსჯის საგანი... 

 

ვიღაც მწვავედ და უტიფრად გააკრიტიკებს, მერე იმ ვიღაცას გააჩუმებენ და უტიფრად გამოთქმული კრიტიკისგან პრემიერს დაიცავენ... მიზანიც სწორედ ესაა... ძალიან ბევრი კი მოიწონებს. ჩანაფიქრი _ პოზიტივით, ტრადიციებისა და რწმენისადმი პატივისცემით, იმუშაონ მასებზე, აქაც ამართლებს, საინტერესოა რა იქნება შემდეგი სვლა? 

 

პირდაპირ ვიტყვი: შემდგომი სვლა არ იქნება და ვეღარც იქნება, ისეთი ძლიერი, როგორიც ეს ბოლო იყო... 

 

არ იფიქროთ, ხოტბას ვასხამდე იმიჯმეიკერებს, ბევრი ვერაფერი, ისინი სტანდარტულად მუშაობენ, თან სიმართლე გითხრათ, არ უნდა იყოს საბოლოო შედეგისათვის მაინცდამაინც მომგებიანი მათი სვლები, თანაც ეს ყველაფერი უკვე კარგად დავიწყებული ძველი და აპრობირებული მეთოდია... საბოლოო ჯამში კი, ცოტა ადრე, თუ ცოტა გვიან _ ხალხი ფხიზლდება და ხვდება, რომ მიუხედავად პრემიერის ასეთი სვლებისა, ქვეყანაში ისევ მაღალია უმუშევრობის დონე, რომ მძიმე სოციალური ფონია, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის!... 

 

სწორედ ამიტომ, ბატონო პრემიერო, კარგი იქნება, თუ თქვენს იმიჯმეიკერთა გუნდში, ევროპული სკოლის წარმომადგენლებს ჩართავთ, რადგან, მსგავსად იმიჯზე მუშაობა კარგს არ უნდა გიქადდეთ, იმ საზოგადოებაში სადაც ძალიან ბევრი მშიერია, ძალიან ბევრი გაჭირვებულია, სადაც წამლის ფული არ აქვთ და ა.შ... 

 

ევროპული ფიარისა და იმიჯმეიკერთა სკოლის წარმომადგენლებს უფრო სხარტი, მკაცრი და მიზნობრივი პრიორიტეტების გამოკვეთა სჩვევიათ, რომელიც ძირითადად ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზეა გათვლილი და არა კარგ ადამიანობაზე! 

 

თქვენი კარგი ადამიანობა, კარგია, მაგრამ ამით ხალხის ცხოვრების დონეს ვერ შეცვლით და უბრალოდ ფიარი _ ფიარად და იმიჯი _ იმიჯად დაგრჩებათ! 

 

ზოგი კი, იმასაც შეეცდება, თქვენი ეს სვლები, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, სააკაშვილის სვლებს შეადაროს. 

 

ამის ნიშნებს, სიმართლე გითხრათ, იმიჯმეიკერები და ფიარის სპეციალისტები უკვე ხედავენ და ეს არაა კარგი!... 

 

ისე ცნობისთვის, აზერბაიჯანი რომ აზერბაიჯანია, ბოლო არჩევნებზე ილჰამ ალიევმა, სწორედ ევროპული სკოლის იმიჯმეიკერები შემოიკრიბა და აამუშავა. სწორედ ამიტომ იყო სწორად გათვლილი და წამოწეული ეკონომიკური პრიორიტეტები, მათ შორის, ქვეყნისთვის აუცილებელი პრობლემები!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: