ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლება უფრო ფრთხილი უნდა იყოს, მისი არგუმენტები - წყალგაუვალი
-როგორ შეაფასებთ “თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას?
- ამ საქმსეთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ვფიქრობ, პროტესტის გამოხატვა ვალიც კი იყო “თავისუფალი დემოკრატებისა“.
მართალია, ამ საქმეს დეტალურად არავინ იცნობს, მაგრამ, როცა საზოგადოებაში მის მიმართ დიდი ინტერესია, ხელისუფლება უნდა იყოს უფრო ფრთხილი, მისი არგუმენტები - წყალგაუვალი, შეკითხვები კი 100%-ით პასუხგაცემული.
აქ პრობლემა ისაა, რომ ქართული სტერეოტიპი არ ირღვევა: ფიზიკურ პირებს შორის შეიძლება სასამართლო იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, მაგრამ, თუ ხელისუფლება და ფიზიკური პირი დაობს, იქ სასამართლო, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხარესაა. ეს სტერეოტიპია დღევანდელი ურთიერთობების განმსაზღვრელი ხელისუფლება-ფიზიკურ პირსა და სასამართლოს შორის.
ეს სტრეოტიპი უნდა დაირღვეს, თუ გვინდა, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი.
ესაუბრა ია ჯღარკავა