ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

რას ედავებიან ვანო ჩხარტიშვილს?!

რას ედავებიან ვანო ჩხარტიშვილს?!

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება ქონებრივი დავა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს,  შპს „აგრიკომს“, „თიბისი ბანკსა“ და „ტრანსფორდს“  შორის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი სულაკაძე) დააკმაყოფილა ჩხარტიშვილის მოთხოვნა და მოპასუხეს მის სასარგებლოდ 14 427 000 დოლარის ღირებულების ქონების გადახდა დააკისრა.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. თუმცა, მოპასუხეების  ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ და ჩხარტიშვილს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს არც  დავის და, შესაბამისად, არც მორიგების საგანი, რადგან, ფოთის წისქვილქარხანა, რასაც ჩხარტიშვილის მხარე სადაოდ ხდის,  თავის დროზე შეძენილია არა ჩხარტიშვილის, არამედ უშუალოდ „თიბისი ბანკისგან“.

თავის მხრივ, ჩხარტიშვილმა ლონდონის სამეფო სასამართლოში წააგო დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან.

მისი განცხადებით, დავას ბრიტანეთის სამეფოს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გააგრძელებს. თუმცა, დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ჩხარტიშვილის განცხადება განუხილველად დატოვა.

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დაიწყება კიდევ ერთი ხმაურიანი ქონებრივი დავა - საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია ვანო ჩხარტიშვილს მთაწმინდაზე (გერგეთის ქ. № 5) მდებარე ასოციაციის შენობის მითვისებაში ადანაშაულებს და მის დაბრუნებას ითხოვს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: