ეგვიპტეში კვლავ არეულობაა

ეგვიპტეში კვლავ არეულობაა

ეგვიპტის დედაქალაქში ხალხი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოვიდა. 

 

ბოლო დებულების მიხედვით, მუჰამედ მუსიმ საკუთარი უფლებამოსილება გაზარდა. აქედან გამომდინარე კი, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, 2 თვის განმავლობაში, არც ერთ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოს არ ექნება. 

 

ყოველივე ამან ოპოზიციის უკამაყოფილება გამოიწვია და ხალხს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდეს. 

ტაჰირის მოედანზე შეკრებილებმა მუჰამედ მუსის ახალი დიქტატორი უწოდეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: