გიორგი ტიგინაშვილი: შემირცხვენია ყველა, ვინც „ნაცსექტის“ მეხოტბე, მხარდამჭერი და მიმდევარია!
ვინც კარგად იცნობს მსოფლიო ისტორიოგრაფიასა და კაცობრიობის განვითარების ჟამთასვლის ქრონიკებს, მან იცის, თუ როგორი მმართველობითი რეჟიმის, პოლიტიკური წყობილებისა და სადისტური მეთოდოლოგიის პირსისხლიანი იდეოლოგები იყვნენ: ჰანიბალი, ნერონი, ადრიანე, ტრაიანე, ატილა, მურვან ყრუ, ჯალალ ად-დინი, ჩინგიზ ყაენი, თემურ ლენგი, შაჰ აბასი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მაო ძე დუნი, კიმ ჩენ ირი, სადამ ჰუსეინი და სხვები;
ვინც იცნობს სამყაროს წარსულს, მან იცის თუ რას ნიშნავს, აუშვიცი, ოსვენციმი, დაჰაუ, ჰოლოკოსტი, აბუ-გრეიბი, გუანტანამო და სხვა ტანჯვა-წამების ჯოჯოხეთური მოვლენები, მაგრამ ის რაც თანმედროვე საქართველოში, ფსევდოდემოკრატიის შუქურა მ. სააკაშვილის პირობებში ხდებოდა დაპატიმრებული, უმწეო, უსუსური და საბრალო ადამიანების მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ადგილას ეს არ მომხდარა სისტემური და მასობრივი წესით.
ცხადია, უწინაც არსებობდნენ ავადმყოფი ჯალათები და ფსიქო-პათოლოგიურად შეშლილი სადამსჯელო ჯგუფები თუ ცალკე არსებული ვამპირი არამზადები, მაგრამ ასეთი ღირსებააყრილი მსხვერპლი და დამცირებული ხალხი არცერთ ბელადს არ ჰყოლია.
რასაკვირველია ისინიც სცემდნენ, აგინებდნენ, ფიზიკურად საშინელ დაზიანებებსაც აყენებდნენ, მაგრამ გაუპატიურებით არავის უსწორდებოდნენ და ცოცხლს მხოლოდ ნაგვის გასატანად ხმარობდნენ, ხოლო ხელკეტს შემორტყმისათვის!
ეს ნაძირლები და ეშმაკის გენეტიკის გამგრძელებელი ბიოორგანიზმები კი ჯერ არნახული სიდამპლით კავდებოდნენ და მთელ ერს სულიერ თუ ფიზიკურ გენოციდს უწყობდნენ. ფაქტია, რომ ის, რაც 9 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, იყო გაუგონარი ბოროტების აპოთეოზი და ამორალურობისა თუ სატანიზმის ენითგამოუთქმელი ბოგინი.
სახელმწიფოს მმართველი აპარატი პლუტოკრატიასა და ავტორიტარიზმს ამკვიდრებდა, სდევდნიდა განსხვავებულ აზრს, აწვებოდა ეტატიზმს, ტოტალურ კონტროლზე აყავდა სამოქალაქო სექტორი, ატერორებდა ბიზნესს, ხელყოფდა საკუთრების უფლებას, არბევდა მშვიდობიან მანიფესტაციებს, პრეზიდენტისგან შთაგონებულ გზავნილებს - "ხელი არ აგიკანკალდეთ სროლისას" და "ნულოვანი ტოლერანტობა" - წარმატებით ასრულებდნენ ძალოვანი სტრუქტურისა და უშიშროების სპეც-სამსახურები ავადსახსენებელი "სოდი"-სა და "კუდი"-ს მეშვეობით.
ისინი, თავიანთ უზნეო წიაღში იწვევდნენ და ყოვლადარაფრობიდან - ძალაუფლების კვარცხლბეკზე ამაღლებდნენ აბსოლუტურად ეგოისტ, გაუნათლებელ, მატერიალისტ, კარიერისტ და მერკანტილისტ თავქარიანებსა და უპიროვნო არსებებს, რომელნიც სხვათა ჩაგვრითა და გაუბედურებით, საკუთარ "ბედნიერებას" იწყობდნენ.
ისინი ინტელიგენტ, ერუდირებულ და სულიერ ადამიანებს დასცინოდნენ, ჩარეცხილებად რაცხდნენ და ყოველგვარ ეროვნულს - საბჭოთა მენტალიტეტში ჩარჩენილ რუდიმენტად მიიჩნევდნენ. ისინი, ფალსიფიცირებული ქართველის გამოდნობას ცდილობდნენ და ამისთვის რელიგიური ღირებულებებისა და კულტურული ფასეულობების ნიველირებას ცდილობდნენ.
ისინი, ტრადიციულ შემოქმედებას მასხრად იგდებდნენ, თავიანთ უკბილო იუმორისტულ გადაცემებში აშარჟებდნენ და მათსავე მარიონეტულ ტელევიზიებში სარკაზმის ბალღამით იგესლებოდნენ.
ისინი, მოსამართლეს ნოტარიუსად ამუშავებდნენ, ხოლო პროკურორს კი უტიფარ მოსამართლედ.
ისინი, მასკულტურის სნობურ ელიტასა და კარის ბომონდს ასპარეზს უთმობდნენ, ხოლო უწმიდეს ხელოვნებას ლახვარს ასობდნენ, რის გამოც ნიჭიერ ადამიანებს შიმშილის ზღვარზე მათხოვრულად ტოვებდნენ და ფუყე თავთავებს მოღერებულად აბიბინებდნენ.
ისინი, დასმენას, თვალთვალსა და ამჟამინდელი გროზნოს მსგავსად ნახევარი მოსახლეობის დაპატიმრების ხარჯზე მოპოვებულ "წესრიგს", პროგრესს ეძახდნენ.
ისინი, ე.წ. კანონიერ ქურდებს მუქთახორობის გამო ციხეში სვამდნენ, ხოლო თავად კი მათსავე მავნე ფუნქციას ითავსებდნენ იძულებითი "დაკრიშვის" საქმეში.
ისინი, ცხრაასზე მეტ ტუსაღს ციხეში მრავლობითი მოტეხილობით კლავდნენ და ექსპერტიზის დასკვნაში ვენერიული დაავადებით უნებლიე გარდაცვალებას უწერდნენ.
ისინი, სადიზმის ტელესერიალებს იღებდნენ და მარტო ერთ სამალავში 26 000-ამდე წამების ამსახველ ფირს ინახავდნენ, ადამიანთა დაშანტაჟების, უფროსთან თავმომწონეობისა და სამსახურეობრივი დაწინაურებისთვის.
ისინი, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან სტრიპტიზ კლუბებს აფინანსებდნენ და მაშინდელი მერის მეუღლისთვის ბოტოქსისა და ტუჩების დაბერვისთვის თანხებს რიცხავდნენ.
ისინი, ტელევიზიებს ილუზორული საქართველოს გაშვეიცარიებაზე სიუჟეტებს ავალებდნენ, ხოლო რეალობა კი თაბუკაშვილზე შენობის დანგრევა, მილიონზე მეტი უმუშევარი და იძულებით ემიგრირებული ადამიანის გოდება იყო.
ისინი, ბელადის პირით ნაქებ დამნაშავე რეგვენებს გაღლეტილისა და გმირის სტატუსით წარმოგვიდგენდნენ (მერაბიშვილი-ადეიშვილი-კირკიტაძე), ხოლო ოთანაძეს, თეთრაძესა და კვიციანს სამშობლოს ღალატს სწამებდნენ.
ისინი რუსეთს ოკუპანტს ეძახდნენ და ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს მათზე ყიდნენ და ყველაზე მსხვილ ინვესტორადაც მათ ადგენდნენ.
ისინი, ლიბერალიზმს რიტორიკაში მისდევდნენ, ხოლო რეალურად ბოლშევიკურად მოქმედებდნენ. საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადსაკაცობრიო კრიმინალისა და ბოროტების გამო, ნაციონალური მოძრაობაც ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშიზმი გასამართლდა და აიკრძალა ნიურბერგიდან.
დააკვირდით მათ მომხრეებს, არ შემდგარ, დაბოღმილ და ყოვლადუსირცხვილო არსებებს. ეს უსინდისო და უნამუსო მეცოცხეები ქვეყნის წარმატებაში პირად მარცხსა და საკუთარ უბედურებას ხედავენ, ხოლო ქვეყნის წარუმატებლობაში კი - ბედნიერებას. შემირცხვენია ყველა, ვინც „ნაცსექტის“ მეხოტბე, მხარდამჭერი და მიმდევარია!
შემირცხვენია ყველა კონფორმისტი, "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი" ტიპის ადამიანი და სულგაყიდული აგენტი, ვინც პირადი სარგებელის გამო მისტირის წინა ხელისუფლებას. ამინ!