ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თემურ შაშიაშვილი: კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს

თემურ შაშიაშვილი: კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს

მივესალმები ახლად არჩეულ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებას და მიმაჩნია, რომ ახლა ქართული ერის მთავარი ამოცანა პოლიტიკურ პროცესებზე „ნაცების“ გავლენის მოსპობაა.


ჯერ ბატონი შევარდნაძე, მერე სააკაშვილი და ბოლოს ბატონი ივანიშვილი გამუდმებით გაიძახოდნენ ერთსა და იმავეს - გვინდა ეფექტური ღონისძიებების გატარება, მაგრამ ვიღაც გვიშლის ხელსო!

კი ბატონო, მივცეთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალება, რომ ხელი არავინ შეუშალოს, დაე საკანონმდებლო უმრავლესობაც მიიღოს და ვნახოთ, რაც იქნება ამით ბიძინა ივანიშვილის მხარეს კი არა ქართველი ხალხის მხარეს ვარ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა როგორც ოპოზიცია და ხელისუფლების უზურპაციის უფლებას არავის მისცემს.

ვფიქრობ, საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააყალბა, არასერიოზულია...

არჩევნების გაყალბება ბიძინა ივანიშვილს არანაირად არ სჭირდებოდა და კონსტიტუციური უმრავლესობასაც „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აიღებდა, რადგან ხალხი გაწამებულია - ვერ გაუგია, ვინ აგებს პასუხს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე.

აქედან გამომდინარე, მივესალმები კონსტიტუციაში სერიოზულ ცვლილებებს და მიმაჩნია, არსებული კონსტიტუცია ისეთ მდგომარეობაშია, რომ უარესი ყოვლად წარმოუდგენელია და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს!

თუმცა, არის საშიშროება, რომ ახალი პარლამენტი, „მაფიოზ-ბანკირების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდ“ გადაიქცეს, ასეთ შემთხვევაში, ამ პარლამენტს დიდი ხნით არ უწერია არსებობა და მის დასანგრევად ისევ ორი ძალა იბრძოლებს - „ნაცმოძრაობა და „ქართული ოცნება“!


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: