ზვიად ნოდია: ამერიკა „პენსიაზე“ გაუშვეს და დემოკრატიაც დამთავრდა!
შეიძლება ზოგიერთ ე.წ. ანალიტიკოსს და პროგნოზისტს ცივი წყალი გადავასხა, მაგრამ გაბედულად ვიტყვი: ამერიკა „პენსიაზე“ გაუშვეს მასონებმა და ამით დაამთავრეს ე. წ. დემოკრატია!..
ჩემს ერთ-ერთ წერილში, რომელსაც „ათეოკრატია-დემონკრატია-ანტიქრისტეკრატია“ დავარქვი, ვამბობდი (ანალოგიურიარაერთ სტატიაშიც მითქვამს), რომ - მასონებმა სამყაროს ჯერ თავს მოახვიეს ათეიზმი, მეორე ეტაპზე - დემოკრატია, ხოლო, მესამეზე იქნება - ანტიქრისტეკრატია-მეთქი...
და, აი, ეს ეტაპიც დაიწყო: ათეიზმით და დემოკრატიით დამუშავებულ კაცობრიობას ამ ეტაპზე აარჩევინებენ ანტიქრისტეს, ანუ გაერთიანებული რელიგიების საერთო ლიდერს, საერთო პატრიარქს და იმავდროულად - საერთო მეფეს, რომელიც იქნება იუდეველთა მესია!
ეს მოხდება სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში, რამეთუ ორიათასთხუთმეტში რაბინებმა განაცხადეს, რომ - მათი მოშიახი უკვე ხორცშია და ჯანმრთელადაა!
მანამდე კი, მსოფლიო მოწყობას მასონები გადააბარებენ რუსეთს და ჩინეთს, რომლებიც იმოქმედებენ ცრუ დემოკრატიის გარეშე (ე. წ. დემოკრატიაზე შეფარვის გარეშე), გაშიშვლებული ანგარისსწორებით. ამ სიტუაციაში ხალხი - თვით ანტიქრისტესაც კი აირჩევს, ოღონდ მოსვენება მიეცეთ...
ამ ყველაფერზე მსურდა საუბარი ზუსტად ერთი წლის წინ ტელეკომპანია "ობიექტივში", მაგრამ მედასავლეთეობის სინდრომით მოჯადოებულმა წამყვანმა - გია არეშიძემ, სრულიად არასტუმართმოყვრულად და არაეთიკურად, არ მაცალა თემის გაშლა...
ასევე მოიქცნენ ემიგრანტი - მედასავლეთეობით ზომბირებულები და გადაცემის ორივე ნაწილში "მაშაყირეს"...
ამიტომაც, მათდა, კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, ვიმეორებ: სულ მალე ისინიც აღიარებენ, რომ მართალი ვიყავი!..
ჩემი აზრით, ამერიკა გადაინაცვლებს რიგითი ქვეყნების რიგში, ანუ დაკარგავს ზესახელმწიფოს ფუნქციას; ფარდა აეხდება ცრუდემოკრატიის იმ ეტაპს, რაც ათეიზმით გამანქურთებული ხალხების მოსატყუებლად და გასადემონოკრატებლად (ანუ - ეშმაკების და მათი ვნებების და მათი საქმეების ფერხულში ჩასაბმელად) იყო გათვალისწინებული.
ცხადია, ეს ყველაფერი მოხდება - "თავისუფლების", "ბავშვთა, ფემინისტთა, სექსუალურ უმცირესობათა და რელიგიურ უმცირესობათა თანასწორობის" სახელით, "დემოკრატიის" სახელით ნეო მონათმფლობელობის წინ წამოწევისა და ამ უკანასკნელთა ელიტის რჩეული მოშიახისთვის ორხელისუფლებიანი ტახტის გასამზადებლად!...
აქ რა სახსენებელია, მაგრამ - დოლარიც გაბანკროტდება - დაიწყება სახელმწიფოებრივი ზეწოლით სხეულზე ჩიპიზაცია და რელიგიური თანალოცვები, მესამე მსოფლიო ომი და ქაოსი, რისგანაც ქანცგაცლილი კაცობრიობა მოითხოვს საერთო მხსნელს!
ეს ყველაფერი ცოტ-ცოტაობით ჟონავდა და დროის ნიშნებმაც დამარწმუნა, რომ დადგა - გამოცხადებისეული ჟამი...
პიროვნულად იყავით მართლმადიდებელნი, რადგან ორგანიზებულად თავს დამტყდარ უბედურებას ფსევდო მართლმადიდებლური ორგანიზაციებით ვერ გადალახავთ...
უფალო ქრისტე ღმერთო - შემეწიე მე ცოდვილს.