არჩილ ჩოგოვაძე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
სამშენებლო კომპანია "ენ-სი-ესი"-ის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე მისთვის წაყენებულ ბრალდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ჩოგოვაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი, წინასწარი პატიმრობის მაგივრად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ენ-სი-ესი:-ის გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი გირაოს სახით 150 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.