გიორგი ცხაკაიას უჩივიან
პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის მიმართ ზაზა ფაჩულიძემ სარჩელი შეიტანა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქმე ეხება კურორტ "ახტალას" რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია.
კომპანია "ტერაქს 21"-ის ხელმძღვანელი ვაჟა ფაჩულიძე აცხადებს, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. მისი განმარტებით, წინასაარჩევნოდ, სპეციალურად პრეზიდენტის ვიზიტისთვის, გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცხაკაიასგან მიიღო მითითებები.