ვანო ჩხარტიშვილი დიდმა ბრიტანეთმა შეიფარა

ვანო ჩხარტიშვილი დიდმა ბრიტანეთმა შეიფარა

"ვანო ჩხარტიშვილს დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. იმედია, პოლიტიკური დევნილის სტატუსს საქართველოც დაუდასტურებს," - ამ განცხადებას ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილია. "ამის თაობაზე ჩვენს საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღინიშნა. ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, თუკი იმას, რაც 2010 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის პალატამ დაადასტურა და ვანო ჩხარტიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ამას ოფიციალურად და იურიდიულ დონეზე ცნობს ქართული სახელმწიფოც".

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში 2010 წლის ივნისში წავიდა. "ქართული საზოგადოება მალე გაიგებს ძალადობისა და არაადამიანური ზეწოლის იმ ფაქტებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ახორციელებდა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: