ზვიად ნოდია: საით მივყავართ ეშმაკის მანქანას?!

ზვიად ნოდია: საით მივყავართ ეშმაკის მანქანას?!

"ღმერთი ჩვენთან არს"-ო, მაგრამ, ასე თუ გვინდა იყოს, ეკლესია უნდა გვივარგოდეს, სიტყვისამებრ ღმრთისა: "თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებ - დაგიცავ მტრისგან, თუ არადა - შვილებსაც მტრად გიქცევ"... 

 

გენდერულ ბაგა-ბაღებში "გამოყვანილი ჯიშები" რომ მტრად გვექცევიან, ამას დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება. 

 

როგორც ხედავთ, არ დასჭირდა სსრკ-სავით 70 წელი დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულ აგრესორ მსოფმთავრობის ბრჭყალების გამოჩენას, რომელიც გვაიძულებს სქესობრივად გაუკუღმართებული "ახალი ადამიანების" სერიულ წარმოებას, ალბათ იმიტომ, რომ მათი მეფე-პატრიარქიც ასეთი იქნება, ანუ როგორებიც არიან - ისეთივე ანტიქრისტეს ამზადებენ... 

 

ღმერთს არ შეუქმნია ჰომოსექსუალური გენი, არამედ ეს ხდება ყველაფრის გამფუჭებელი ეშმაკის ჩარევით, ანუ, სწორედ მისი და მისი მოკავშირე ანტიქრისტეს რაზმის ხანგრძლივი მცდელობით სხივდება და იწამლება გარემო - საკვები, სამკურნალო, სასიცოცხლო ორგანიზმები... ეშმაკური მანქანებით ხდება ჰორმონალური ცვლილებები მამის, დედის და ჩანასახის არსებაში - ეს ხდება სხეულში და მეორეა, ის, რაც ხდება ფსიქიკაში, რომელიც ასევე იყოფა ადამიანის აღზრდითა და დემონის შთაგონებით მეთოდებად... 

 

ეს უკანასკნელი, თავის მსხვერპლს იმ წარმართულ-მითოსური რწმენით ასაზრდოებს, რასაც, როგორც ფოლკლორისტ-დამკვირვებელი, ვარქმევ სქესობრივ რეინკარნაციას, ანუ - ბიჭი, თითქოსდა "წინა ცხოვრებაში" გახლდათ გოგო... ასეთები ოპერაციასაც უტარებენ საკუთარ თავს, რომლის ისტორიულ წინაპრად უნდა მივიჩნიოთ ერთი ანტიკური კეისარი, რომელიც მივიდა ამ ეტაპამდე მას მერე, რაც იცვამდა ქალივით და იღებებოდა წითლად ტუჩ-ლოყებზე... ხოლო, ადამიანური აღზრდა-შთაგონების მეთოდი, ისაა, რასაც გლობალისტური მსოფლიო გვავალდებულებს ამ გენდერულ-ნეიტრალური ბაგა-ბაღების სახით... 

 

ქვემოთ გაეცანით "ალტ-ინფოს" ინფორმაციას:

 

"ტელეკომპანია "იმედში" გასული სიუჟეტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო სკოლამდელი განათლების გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ბაღებში ბიჭების და გოგონების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელებმა ყველა ტიპის საქმიანობაში ბავშვების თანასწორად ჩართულობა უნდა უზრუნველყონ. ანუ, მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიჭები ტრადიციულად ბიჭებისთვის საინტერესო საქმიანობებით და გართობებით არ იყვნენ უპირატესად დაკავებულნი, ხოლო გოგოები ტრადიციულად გოგოებისთვის საინტერესო საქმიანობებით და ისინი თანაბრად დაკავდნენ ყველა ტიპის გართობით და საქმიანობით.

 

სიუჟეტის თანახმად, იგეგმება ბაღების მასწავლებლების ახალი სტანდარტის მიხედვით გადამზადება.

 

ეს გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემაში შეტანის პირველი ნაბიჯია. გენდერული იდეოლოგიის თანახმად, გენდერი ბიოლოგიურად განსაზღვრული მოცემულობა კი არა, სოციალური კონსტრუქტი და არჩევითი მდგომარეობაა. შესაბამისად, საბოლოო ვარიანტში გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემაში შეტანა აუცილებლად გულისხმობს უკვე ბაღის ასაკიდან ბავშვებისთვის იმის სწავლებას, რომ ტრანსგენდერობა ნორმაა, ხოლო, გენდერი არჩევითი მოცემულობაა, გენდერულ იდენტობას ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს და ამიტომ, ბავშვებმა თვითონ უნდა აირჩიონ, რომელ გენდერთან ახდენენ თვითიდენტიფიკაციას.

 

სწორედ ეს გზა გაიარა გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემებში შეტანის პროცესმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (სკანდინავიის ქვეყნებში, ბრიტანეთში და ა.შ.), სადაც პირდაპირ ბაღებში და სკოლებში ისწავლება, რომ გენდერი არჩევითი და არა ბიოლოგიური მოცემულობაა, ხოლო, ტრანსგენდერობა არ არის პათოლოგია და სწორედ ამ პროცესის საწყის ეტაპს ვხედავთ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაშიც."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: