თემურ შაშიაშვილი: „ქვეყანას გონება უნდა მართავდეს და არა ძალა,მით უფრო ძალოვანი სტრუქტურები“
მოვლენები, სამწუხაროდ, საქართველის სასარგებლოდ არ ვითარდება...
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაზე ბინძური ძალა საკუთარ ძალებში დარწმუნდა და ნელ-ნელა თავზე დააჯდება ხელისუფლებას... არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაც აიღოს ხელში…
საქართველოში ახალი დაყოფა დაიწყო უკვე, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ხედვის ძალებში. ერთნი, „ხბოს აღტაცებით” აქებენ მინისტრს, მეორენი, ლანძღავენ, მესამენი, იქეთ-აქეთ ეხეთქებიან. გარეთ დაწერილი, ქართული სულის დამანგრეველი სცენარით, წარმატებულად ხორციელდება პრინციპი - „დაყავი და იბატონე!
ცუდია, როცა არ იცი, რომ ეს კლუბი კი არა, პარტიული დანაყოფია… ატარებ ოპერაციას პარტიის დანაყოფში ისე, რომ ვერ ახდენ მოვლენათა განვითარების წარმოდგენას, პროგნოზირებას... არაპროფესიონალურად დაგეგმილი ქნედებებით, მათ კონსოლიდაციის ძლიერ მუხტს აძლევ.
დღეს ეს ძალა სიხარულის მწვერვალზეა - დამკვიდრდა, კიდევ მეტ ძალას იკრებს… გარედან დიდი მხარდაჭერა აქვს... ყველაფერი მათთვის გარედან დაწერილი სცენარით განვითარდა.
ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია. რაც ინტელექტუალური რადიკალიზაციით შეიძლება…
თითქმის 30 წელია ქვეყანას მართავს ქუჩა, ქუჩური რადიკალიზმი... ვერავინ შეძლო მისი შეცვლა ინტელექტუალური რადიკალიზაციით. არადა, ხალხის განწყობა ამ უკანასკნელის სასარგებლოდაა. მე ამაში ვხედავ გამოსავალს და იმ ხალხთან ერთად ვარ, ვინც მთელ იმედს გონებაზე ხედავს და არა ძალისმიერ და უჭკუოდ დაგეგმილ ოპერაციებზე ქვეყანას გონება უნდა მართავდეს და არა ძალა, მით უფრო ძალოვანი სტრუქტურები. დღემდე ყველა ხელისუფლება ძალას ეყრდნობა და ებრძვის ძლიერს, ინტელექტუალურს. მხოლოდ ამ უკანასკნელზე დაყრდნობილ ქართულ ერთობას შეუძლია ქვეყანაში ქუჩის პილიტიკოსთა თარეშის დამთავრება!