მიშა თავხელიძე: არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილიც დააკავონ

მიშა თავხელიძე: არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილიც დააკავონ

,,ეს არის დევნა პირადი ანგარიშსწორების მოტივით", - ასე აფასებს ექსპერტი მიშა თავხელიძე შსს-ს მხრიდან ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის დადანაშაულებას ძალაუფლების გადამეტებაში.

 

,,ამ მთავრობის ხელში ყველაფერი მოსალოდნელია, აქ ახალი არაფერი არ არის. ეს იგივეა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აქამდე აკეთებდა იმათ წინააღმდეგ, ვინც მას ეზიზღება, ან ვინც მას რაიმე დაუშავა. არანაირ კანონიერებასთან, სამართლიანობასთან, დემოკრატიასთან ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს. ეს პოლიტიკური დევნაც კი არ არის, ეს არის დევნა პირადი ანგარიშსწორების მოტივით", - აღნიშნავს ექსპერტი.

 

შეგახსენებთ, რომ შსს ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმის გამოძიების მიზნით, მათ მთავარ პროკურტურას საქმის მასალები დღეს გადაუგზავნეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: