თუ არჩევნები ტოტალურად არ გაყალბდება, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და თეიმურაზ შაშიაშვილი შეხვდებიან ერთმანეთს!
ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის ფაქტორით ცუდად გვეთამაშება.
რეგიონებში გასვლამ და დედაქალაქში ჩვენს მიერ ჩატა რებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების განწყობა საკმაოდ ნეგატიურია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ, ან ტოტალურად უნდა გააყალბოს ხელისუფლებამ არჩევნები, ულოგიკოდ შერჩეული საკუთარი ფავორიტი გააპრეზიდენტოს, ან ზურაბიშვილზე მაქსიმალური ყურადღების გადატანით მოგვადუნოს და კარტ-ბლანში ევრო-ნაცებს (ბოკერიას გუნდს-დავით ბაქრაძეს) მისცეს. ამის სიმპტომები რეგიონებში უფრო თვალშისაცემია.
უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბოკერია კარგა ხანია ჩაჯდა ივანიშვილის ნავში და „ნიჩბებსაც“ მოხერხებულად უსვამს-ისე მოხერხებულად, რონ მისი სახე არც ჩანს!
ორივე შემთხვევაში ხელისუფლება აშკარად დასცინის საკუთარ ამომრჩეველს და სერიოზული მოქმედებისკენ უბიძგებს.
ამბობენ იმასაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ახალი სამოქალაქო დაპიორისპირება იგეგმება, რომელსაც შორსმიმავალი გეგმები ახლავს თან - არ არის გამორიცხული, არჩევნებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას ან ხავერდოვანი გადატრიალება მოჰყვეს, ან სიტუაცია ისე გამწვავდეს, რომ ახლო მეზობელმა სათავისოდ გამოიყენოს.
ასეთი პერსპექტივით, ქვეყანა სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდება და შეიძლება ითქვას, საერთოდ ამოვარდება სახელმწიფოს განვითარების რელსებიდან.
შემთხვევითი არ იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანაფის პლანტაციების გაშენება - ექსპორტის პროექტის შემოგდებაც, რომელსაც საქართველოს ეკლესიამ ადექვატური პასუხი გასცა, თუმცა,ეს საბოლოოდ დამშვიდების უფლებას მაინც არ გვაძლევს.
აქედან გამომდინარე, ორივე სიტუაციაში (ანტიქართული ძალების გაპრეზიდენტება და სიტუაციის არევა ქვეყანაში) მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც არ უნდა დავუშვათ!
მითუმეტეს, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ისტორიული შანსი-გავერთიანდეთ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას თავისი ცინიზმით სულში კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხოს - ხალხის არჩევანს რომ გადამწყვეტი სიტყვა აქვს, ეს 2012 წლის არჩევნებმაც დაადასტურა-სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმაც ვერ მოახერხა ხალხის ნების წინნაღმდეგ წასვლა და კაპიტულაცია გამოაცხადა. სხვა საკითხია, როგორ გამოვიყენეთ ჩვენ ეს „საჩუქარი“ და როგორ ჩავიგდეთ ისევ საფრთხეში თავი ოკეანის გაღმიდან თავსმოხვეული კოჰაბიტაციით.
მადლობა ღმერთს, გვყავს ერთი - მრწამსით, გამოცდილებით, სუფთა წარსულით და რაც მთავარია, უსაზღვრო პატრიოტიზმითა ა საკუთარი ცხოვრების წესით გამორჩეული პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის სახით. ამომრჩევლებთან შეხვედრებმა და სოციალურ ქსელში შაშიაშვილის პიროვნებისადმი გამოკვეთილად პოზიტიურმა დამოკიდებულებამ დაგვარწმუნა, რომ მას საზოგადოებაში რეალური მხარდაჭერა აქვს...
არჩევნებამდე დარჩენილ დროში კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი სრულიად საქართველოში გავაცნოთ ამომრჩეველს და მის უალტერნატივობაშიც დავარწმუნოთ.
ვენდობი რა საკუთარ ანალიზს და უტყუარ ინტუიციას, ვაცხადებ: თუ ხელისუფლება ტოტალურად არ გააყალბებს არჩევნებს, ზურაბიშვილისთვის მთელი სახელისუფლებო რესურსის დახარჯვის შემთხვევაშიც კი, მეორე ტურში სწორედ თეიმურაზ შაშიაშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეხვდებიან ერთმანეთს.
თუ ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლებამ პირველივე ტურში გამოაცხადა გამარჯვებული, გამოვა, რომ მან ტოტალურად გააყალბა არჩევნები და ხალხის ნებას თავხედური იგნორი დაუპირისპირა, რასაც ალბათ იგივე ხალხი არ აპატიებს!
ჩვენ ჩვენივე ერთგული და ენთუზიასტი ამომრჩევლების უანგარო მხარდაჭერით დავიცავთ საკუთარ ხმებს.
წინ გამარჯვებისკენ!!!