ჯუმბერ თავართქილაძე: ტალახის სროლას თავი დავანებოთ და უარი ვთქვათ სიძულვილით ცხოვრებაზე!
როგორ არ გვრცხვენია?!
ნუთუ ვინმე ფიქრობთ, რომ არჩევნების მერე ცხოვრება აღარ გრძელდება?
ნუთუ ჩვენი ცხოვრება არჩევნების მერე სრულდება?
როგორ შეიძლება ჩვენი მამაპაპათა მონაპოვარი და დანატოვარი ასე გავაცამტვეროთ?
როგორ შეიძლება ასეთი ბოღმით და სიძულვილით ცხოვრება?!
როგორ უნდა ვიცხოვროთ არჩევნების შემდეგ?!
ამდენი შეურაცმყოფების მიყენების შემდეგ?!
ამდენი ბოღმის გადმონთხევის შემდგეგ?!
როგორ უნდა ჩავუაროთ ქუჩაში ერთმანეთს, როგორ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ან როგორ ისწავლიან ჩვენი შვილები ერთ სკოლაში, როგორ ავაშენებთ ნორმალურ ქვეყანას ასეთი სიძულვილით?!
როგორ შევხედავთ, რა თვალებით ჩვენს ქალიშვილებს, დედებს, დებს იმის შემდგომ, როცა ასე უმოწყალოთ ვლანძღავთ ქართულ მანდილს - ქართველ ქალებს?!
ჩვენ ამის მერე გვსურს შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ მშვიდად?
ვერ შევქმნით, ვერა - ასეთი სიძულვილით, ასეთი ბოღმით! გვეყო და გვეყოს ასე უზნეოთ საარჩევნო კამპანიის წარმართვა. გვახსოვდეს, არჩევნების მერეც გრძელდება ცხოვრება ისე ვერ ვესვრით ერთმანეთს ტალახს, რომ ჩვენი ხელებიც არ ამოისვაროს ტალახში!
Р.S. მე კიდევ ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, თუ ჩემი არაკორექტული გამონათქვამებით გული გატკინეთ მიუხედავათ იმისა, ის იყო თუ არა სუბიექტური ან ობიექტური!