დავით ქობალია: თუ ყურადღებით არ ვიქნებით, საქართვლოს ჩინურ „კორონავირუსზე“ უარესი საშიშროება ემუქრება!
სამთავრობო და საბანკო თაღლითების მიერ, უპატრონოდ მიტოვებული ანაკლია და ზღვის ფსკერიდან ამოღებული, 100 ჰა ტერიტორიაზე 8 მეტრის სიმაღლეზე დაზვინული, საუკუნეების მანძილზე ზღვის ფსკერზე დაკონსერვებული, შეუსწავლელი მასა, ადვილი შესაძლებელია „კორონა ვირუსზე“ გაცილებით საშიში გახდეს, თუ მას სასწრაფოდ არ მიეხედა!
კორონავირუსთან დაკავშირებულმა საშიშროებამ ქვეყნის მოსახლეობა რომ მოიცვა, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ტევეპირველის“ და „მთავარის“ მიკროფონიანი კოიოტები რომ ყველანაირად ცდილობენ არა შეშინებული მოსახლეობის თანადგომას, არამედ, რაც შეიძლება მეტად დაზაფრონ ისინი, არც ეს ყოფილა მოულოდნელი!
ბუნებრივია, მათ მყისვე აჰყვა პოლოიტჭილყვავი და მათი ე.წ. ლიდერები:
შალიკოები, ბოკერიები, უგულავები და კიდევ ქვეყანას ჭირად მოდებული, „ტურა, მელა, კატა, მგლები“, რომლებიც გაცილებით საშიშია ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის ვიდრე „კორონავირუსი“, რომელსაც ისევ მისი შემქმნელები გააუვნებელყოფენ, როცა დაგეგმილ თანხას (ვირუსის შექმნა + მოგება) აიღებენ, რაც გადახდადია და მალე მოგვარდება!
მაგრამ, ვინ გააუვნებელყოფს, საქართველოში, „ოპოზიციაში“ და „პოზიციაში“ შემოთესლილ „პოლიტკორონავირუსს“?
ამათაც ხომ ჰყავთ შემქმნელები, მაგრამ, ისინი ხომ, იმ ქვეყნის გადარჩენაზე არ ფიქრობენ სადაც ისინი ჩათესლეს?
ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ქვეყნის რიგითმა მოსახლეობამ, თორემ გარედან ჩვენი მშველელი არასოდეს გამოჩნდება!
ახლა, რაც ყველაზე მთავარი და საშიშია:
„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფმა“ დიდი ხანია განგაშის ზარი ავტეხეთ, ანაკლიაში, ზღვის ფსკერიდან უპროექტოდ, უმიზნოდ ამოღებული და უპატრონოდ მიტოვებული, 5 მილიონი ქვიშანარევი შეუსწავლელი მასის გარშემო, 80 გვერდიანი მეცნიერული ნაშრომიც დავდეთ, რომელიც საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, მმართველი პარტიის თავკაცებს გაეგზავნა, მაგრამ მას რეაგირება არ მოჰყოლია!
ჩვენი ჯგუფი, უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებს, ანაკლიაში 100 ჰექტარზე, უპატრონოდ დაყრილ ქვიშის ზვინულზე, რომელიც გაცილებით საშიში შეიძლება გახდეს, ვიდრე ჩინური „კორონავრუსი“ რომელიც, უეჭველია, ანტიქრისტეებმა შექმნეს და, როგორც ზემოთ ვახსენე, როცა თ ა ვ ი ს ა ს მიიღებენ „ა ნ ტ ი კ ო რ ო ნ ა ვ ი რ უ ს ს ა ც“ გამოაჩენენ!
მაგრამ, რა ეშველება, ასწლეულების განმავლობაში, ზღვის ფსკერზე დაგროვილი და დაკონსერვებული (არავინ უწყის როგორი და რამდენი ავადმყოფობების შემცველი) ხაზარაძის და მისი ავისმქმნელების მიერ, ანაკლიის ულამაზეს სანაპიროზე დაზვინულ ზეგან - საწამლავს?
ვინ იცის, საუკუნეების წინ მიძინებული, როგორი სახის ინფექცია იფეთქებს კვირიკაშვილ - ქუმსიშვილ - ხაზარაძის მიერ ანაკლიაში უპატრონოდ მიტოვებული „ეპიდემიის წყაროდან“?
რატომ არ მოდიან „ტევეპირველის“ და „მთავარის“ მიკროფონიანი კოიოტები ანაკლიაში?
ჩვენ ზუსტი პასუხი გვაქვს, თუ რატომ არ არის მათთვის ანაკლიის თემა საინტერესო, მაგრამ, ამჯერად, კიდევ ერთხელ ვიკავებთ თავს,ისედაც დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს, რომ ქუჩაში გავარდნილ პოლიტჭილყვავს და მათ ე.წ. ლიდერებს: შალიკოებს, ბოკერიებს, უგულავებს, ქვეყანას ჭირად მოდებულ, „ტურა, მელა, კატა, მგლებს“ ახალი პროვოკაციის სარბიელი არ გავუჩინოთ და დროის და რეალობის შეუსაბამონი, იმ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ გახდნენ, ვინაც წლების მანძილზე ითმინა ისინი!
P.S. ვფიქრობდი აქ დამესვა წერტილი ამჯერად, მაგრამ ვინ მოგცემს ამის უფლებას?!
„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის“ მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადება, ქვეყანაში მოქმედი ტენდერის კანონის დარღვევას უფრო ჰგავს, რადგან სანამ ამ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე მივიდოდეს, მთავრობამ, ჯერ ტენდერის ფინიშზე გასული მეორე კანდიდატის შემოთავაზებები უნდა გადასინჯოს და, თუ იგი პირველი ტენდერის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ გადადგას ახალი ტენდერის მომზადებისა და გამოცხადების ნაბიჯი, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდება!
კარგი ბატონო, არ გაითვალისწინა, ან გამორჩა, უამრავი სხვა საკითხებით დაკავებულ მთავრობას ზემოთხსენებული „სატენდერო რეგულაცია“, ჩვენს დროში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს მთავრობის წარმომადგენელთა (ინფრასტრუქტურის სამინისტროს) ანაკლიაში ჩასვლა და მათი განცხადება, რომ:
„რკინიგზის და ავტობანის მისაერთებელი ადგილის შესარჩევად არიან ჩამოსულები ანაკლიაში?“
ნუთუ, მათთვის, ისე, როგორც 2016 წლის 5 თებერვალს წინასწარ იყო ცნობილი, თუ ვის უნდა გაემარჯვა ტენდერში, ახლაც იგივეს აპირებენ?
თუ ეს ასე არ არის, რა იცის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ვინ იქნება ახალი ტენდერის გამარჯვებული და როგორი სახის პროექტს წარმოადგენს იგი?
ის, რომ ხაზარაძის ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ შერჩეული, პორტის ასაშენებელი ადგილი არანაირად არ შეესაბამება „სავაჭრო-სამრეწველო პორტისთვის“ საჭიროს, კარგა ხანია გაცხადდა.
სხვა საკითხია, ისინი საერთოდ არ აპირებდნენ ასეთი სახის პორტის აშენებას და იგი ვიღაცისთვის (ამის შესახებ ისინი უნდა გამოკითხოს შესაბამისმა ორგანომ) სულ სხვა დანიშნულებისთვის რომ შენდებოდა, მკითხველისთვის ცნობილია, მაგრამ, როგორც ჩანს სამთავრობო ეშელონებში „ამას ჯერაც ვერ მიმხვდარან“!
როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენ, „ანაკლიის ეკომონიტორინგის ჯგუფმა“, ამის შესახემ ექვს სამინისტროს, პრემიერმინისტრს, მმართველი პარტიის და პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილობით მოვახსეენეთ, სამეცნიერო ნაშრომი, 80 გვერდიანი „საექსპერტო დასკვნა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრობლემები“ წიგნის სახითაც მივართვით, თუ რატომ ვერ აშენდება „ანაკლია პორტი“, სამწუხაროდ, მათგან, მხოლოდ, იმის დასტური მივიღეთ ფოსტით, რომ გზავნილი მიიღეს, მაგრამ ეტყობა დღემდე არ წაუკითხავთ, თორემ მსგავს ლაფსუსს არ დაუშვებდნენ!
თუ ისინი, ჩქაროსნული რკინიგზის და ავტობანის მიბმას, ხაზარაძის ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელოვნურ ზვინულთან აპირებენ, პირდაპირ უნდა ითქვას:
ეს დიდი უპასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ ანაკლიაში დაწყებული საქმის საეჭვო დანიშნულებას!
საინტერესოა, ახალი ტენდერის შემთხვევაშიც, სხვის მიწაზე აპირებენ პორტის აშენებას?
საქართველოს მთავრობის უმაღლესი მმართველებიდან დაწყებული, პროკურატურის ყველაზე დაბალი ჩინოსნის ჩათვლით, ყველასთვის ცნობილია, რომ 2100 ჰექტარი მიწა, საგანგებოდ ანაკლიაში ღრმაწყლობვანი პორტის ასაშენებლად თეიმურაზ ქარჩავას 2010 წელს აქვს შეძენილი, არა 1 ლარად, როგორც მაშინ იყო მიღებული და დადგენილი მაშინდელ მთავრობასთან ჯვარდაწერილთათვის, არამედ 3,5 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი და იგი სააკაშვილის მთავრობამ კანონის უხეში დარღვევით ჩამოართვა მას და 2011 წელს თავის კომპანია „ლაზიკას“ გადასცა საჩუქრად...
ეს ის საკითხია, რომელიც „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ ახალი ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გადაწყდეს, ზემოთხსენებული 2100 ჰა მიწის ფართობი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს, როგორც კანონის უზენაესობა ქვეყანაში, ასევე ახალი ტენდერის, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სასიკეთო დანიშნულება!