… დღემდე ჩემთან ხარ!

… დღემდე ჩემთან ხარ!

…დღემდე ჩემთან ხარ! – ვის შესახებ აქვეყნებს მომღერალი დავით ღვინიანიძე გულისამაჩუყებელ ფეისბუკპოსტს?

 

მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი დავით ღვინიანიძე ხშირად აღნიშნავს, რომ მასში ორი მეა –  პირველი სცენას და ხელოვნებას ეკუთვნის, მეორე – ხალხს და საზოგადოებას.

 

„ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, „ცალკე აკადემიაა“. ცნობილი გამონათქვამია, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, ჰოდა, ვფიქრობ, ადამიანებს შორის სიყვარულის დათესვა  ჩემთვის უმთავრესია. ვერ ვიტან გულგრილ დამოკიდებულებას და ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია. მე ამ ელემენტებს  დედამ და ბებომ მიმაჩვიეს, რომლებმაც  სიყვარულში გამზარდეს“ – წერს ცნობილი მომღერალი.

 

ხელოვანმა სწორედ გუშინ მიუძღვნა სენტიმენტალური ფეისბუკპოსტი თავის გამზრდელი ბებიის ხსოვნას. 

 

 „25 წელი გავიდა უშენოდ!!!    

 

...მაგრამ დღემდე ჩემთან ხარ – სიზმრებში თუ მოგონებებში! შენ მასწავლე უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული, სიამაყისა და ერთგულების ფასი!!! ჩემთვის დღემდე ამოუცნობი ძალა ხარ, ჩემო სალოცავო ხატო!!! ეხლაც მესმის შენი მოფერება... რამდენი საფიქრი და რამდენი სიმდიდრე მაჩუქე, რა უზომო სიყვარულის დიაპაზონი შთამინერგე! განა ასე უყვარდა რომელიმე ბებოს თავისი შვილიშვილი ან კიდევ პირიქით?! 

 

“მე მანამდე ვიცოცხლებ, სანამ შენ იქნები ამქვეყნადო” – ჰოდა, კიდევ ცოცხალი ხარ, ჩემო სიამაყევ, განსაკუთრებულო, ჩემო ყველაზე ტკბილო...!!! ეხლაც მესმის შენი ბოლო სიტყვები – “დათო, მიშველეო”, მაგრამ როგორ??? 

 

ყველაფრისთვის გიხდი მადლობას... ჩემთან იქნები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე  და შემდეგ არაფრის მეშინია იმიტომ, რომ შენ ჩაგეხუტები!!! 

 

დედა და შენ – ბებო, ხართ ჩემი სიყვარულის ბარომეტრები, რომლებსაც ბოდიშს გიხდით ყველაფრისათვის და გევედრები, დამილოცე ის, რომ დიდხანს იყოს ჩემთან, შენგან განსხვავებით...  

 

გილოცავ 94 წლის იუბილეს, მერი ბებო“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: