საქართველო სიწმინდეებს ელოდება
ფრიად ამაღელვებელი ფაქტი ხდება ხუთიათასწლოვან საქართველოს ისტორიაში.
რაც 2 ათასი წლის წინათ კოლხეთის მიწას ქრისტეს მოციქულები ეწვივნენ და გააქრისტიანეს, იმას შემდეგ, ამდენი წმინდა მამათა ნაწილები საქართველოში არ ჩამობრძანებულა.
ფოთის ნავსადგურს გემი მოადგება, რომელიც ჩამოაბრძანებს სიწმინდეებს:
უფლისა ჩვენი, იესო ქრისტეს წამების ჯვარი /ნაწილი/. უფლის ჯოხი. უფალი იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი /ნაწილი/. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მონაქსოვი სარტყელი. ქვები ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საფლავიდან. ასევე, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და ასეულობით წმინდანთა ნაწილები.
ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ქრისტიანული სიწმინდეები საქართველოში, ქალაქ ფოთში ჩამობრძანდება ზეგ, 19 სექტემბერს, დილის 10 საათზე ჩამობრძანდება. გთხოვთ ვესტუმროთ ფოთს და გამოვხატოთ ჩვენი ემოცია ამ უდიდესი მოვლენის მიმართ.
გთხოვთ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს შეატყობინოთ!
საქართველო გაბრწყინდება! ილოცეთ. უფალი გფარავდეთ!
სიწმინდეებს ჩამოაბრძანებს ცნობილი მეცენატი, „ყოვლადმიწნდა ღვთისმშბლის კვართის მცველთა ორდენის“ წევრი, გიორგი ბერიშვილი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის მცველთა ორდენი.
17. 09. 2021.