მხოხავად შობილი სიცრუის აღლუმი!
ღმერთმა ნუ ქნას, კალმის აღება მიძნელდებოდეს!..
თუ ალაგ-ალაგ ამოიკითხავს მავანი ყოველივე ამას და გაივლის ვითარცა სვრელს კოლექტივის ყანაში, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა რეალობას მოწყდება, აზრსა და შინაარსს დაკარგავს პირბანდელს. არადა, ჟამი გვიდგას უჟმური, „ხნი უნდობარი“ (გალაკტიონი).. ამიტომაც უნდა ითქვას სათქმელი პირუთვნელად; ჩემი - ჩემებურად, შენი - შენებურად, ჩვენი - ჩვენებურად და მათი... მათებურად; უნდა შეჯერდეს ყველა სათქმელი, რათა გამოინახოს წმიდა ტაძრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა მამულის ხსნისა და გადარჩენისა!
* * *
ნუ ქნას-მეთქი ღმერთმა, რომ კალმის აღება გამიძნელდებოდეს (სადაა კალამი! ბურთულიანი პლასტმასის უცხოური ჯოხი მოცურდება თაბახის ფურცელზე, ვითარცა ახალბედა მოციგურავეს ციგურაკი ყინულის მოედანზე და ვამახინჯებ მხედრულს, წინაპართაგან საჩემოდ დარახტულ-დამშვენებულს). კალმით ვეფერები მამულს ქაღალდზე ცრემლად დაღვრილი ლოცვებით, ვეფერები ოდაბადეს ჩემსას, ესოდენ სანატრელს, სანურკვარსა და საფიცარს. ჩემი თანამეცხედრე ნანი და ჩემი ერთა - გვანცააა ჩემი სიცოცხლის წყარო და არსი არსობისა. მეხმიანება და მამხნევებს 1284 ჩემი ნამოწაფარი. კვერს მიკრავენ უწინდებურად ჩემს ნაფიქრალზე, - „დიახ, მასწ!“ რაღა „მასწ“ თქვე დალოცვილებო! - უკვე თვითონ ხართ დაღვინებულ-დაჭარმაგებულნი! თუმცა ჩემში ისევ იქა ხართ, უსხედხართ მერხებს და მომჩერებიხართ სიახლის მოლოდინში. თქვენზე ბრძანა იმ სულცხონებულმა - „იარონ! იარონ! იარონ! ამინ!“ არათუ თბილისის ქუჩებში მხოლოდ, არამედ ჩვენს ოდაბადეში, სრულიად საქართველოში! ვდგავარ თქვენს შორის ვითარცა ქანდაკი კალმით, ცარცით და ჟურნალით ხელში ჩვენი სკოლის წარსულში ყველა საკმასო ოთახის ცალკეულ დაფასთან ერთდროულად. არ მოიშლება ჩვენი ნაფეხურები იმ ცოდნის ტაძრის ნანგრევებში! ამაზე დიდი წყალობა რა უნდა გამოითხოვოს კაცმა უფლისგან?!
მოვდივარ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობიდან მეგობრებთან ერთად - მდაბალთა შორის უმდაბლესი. რომ არა თქვენ, ჩემო მეგობრებო, - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელოვანო ლეგიონერებო, ჩვენი მამულის უახლოეს ისტორიაში ანბანის რიგის მიხედვით სახელებით დამკვიდრებულნო, რა იქნებოდა უთქვენოდ ჩემი ცხოვრება? ხომ დახრავდა ჩემს გულს სულით ობლობა და მარტოობა! ან, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გავლილი გზა, რომ არა 1991 წლის 9 აპრილი - სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე?! ეს არის ჩვენი საშვი, ამქვეყნიურ ცხოვრებაში გაცემული, ზეციურ საქართველოში დასამკვიდრებლად!
...თუ გინდა ქვეყნად კაცობდეს კაცი
და უფლის ნებით ქალობდეს ქალი...
- არ დაიბრმავო გონების თვალი,
გამოარჩიე ავისგან კარგი!
მიწაზე დგომა თუ გინდა მყარად,
უსწორე ზეცას ალალი თვალი,
ვიდრე იტყოდე ვიღაცის ხათრით
ქათქათა თეთრზე, - „ეს არის შავი!“
თუ უნდა ყოფნა, - გაჩუმდეს ქოცი!
სოროში შეძვრეს დროულად ნაცი
(იქნებ, შეასწროს ცოცხალი თავით!),
თორემ საცაა იხუვლებს ხალხი...
ღმერთმა ინებოს, რომ დადგეს ჟამი
სიკეთის თესვის ხნულსა და კვალში.
ენგურს გაღმა და ენგურს გამოღმა
მორდუობისა ზეობდეს მადლი!
...მიაქვს სარეველას სვრელი გასატანი,
ჩვენი უჟმურობით შვილთა გასამარგლი,
მოთქვამს უჩვენობას მიწა მშობლიური, -
აღსადგენიაო ძმობა ჩაწიხლული!
...
...თავი ვანებოთ უცხოთა პატიჟს რევერანსებით,
უცხოს მიხედავს თავისი პატრონი თავის ფარეხში.
მოვუხმოთ ჩვენსას, დროის თარეშით
გადახვეწილსა უგზო-უკვლოდ უცხო მხარეში!
* * *
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, - უთქვამს ჭკვიანსა და მართალს. ტყუილი ვერ იქნება ერთი კაცის საიდუმლო. მასში, მინიმუმ, ორი კაცი მაინც უნდა იყოს ჩართული, - მატყუარა და მისგან მოტყუებული, ანუ ცრუ და დოყლაპია. მაგრამ ასეც ხომ თქმულა, - „ორმა იცისო და“... ჰოდა, სააშკარაოზე გამოჭენებული ტყუილი, კაცთა სალაყბო და ღორთა საღრუტუნო, გაფშეკს გრიპშეყრილი ღორივით ტყუილისგან დამოკლებულ, ისედაც მოკლე ფეხებს. აბა, რა მოუვა?!
და კიდევ: თავის მოტყუება სხვათა მოსატყუებლადაა გათვლილი!
თუ კაცი ცდება, იგი არ ტყუის! მთავარია ჰპოვოს ძალა თავის თავში შეცდომების აღიარებისა, როცა ამას მიხვდება ან სხვა მიახვედრებს; არ უნდა იყოს კაცი სიჯიუტით გაუკუღმართებული. მაგრამ საშინელებაა სიცრუისა და ბოროტების ნაზავი ცბიერებასთან. უბედურებაა, როცა ამ თვისებებით მოშხამული ნაძიარალა მოექცევა ქვეყნის სათავეში, რამეთუ იგი ნაძირალათა ნაკრებ გუნდს მოიყვანს ხელისუფლებაში მამულის წასაქცევ-დასაქცევად. კრწანისის ვოლიერშია დამარხული ერთი მათგანი საუკუნის დასასრულისა და ახალი საუკუნის დასაწყისის მწარე გაკვეთილად.
სენთა შორის ყველაზე სწრაფად და მასშტაბურად გავრცელებადი ტყუილია. სწორად შენიშნა გასული საუკუნის იმ ჭკვიანმა, გამოცდილმა და მსოფლიოში ცნობილმა პოლიტიკოსმა - „ვიდრე სიმართლე შარვალს ჩაიცვამდეს, ტყუილს ნახევარი მსოფლიო შემოვლილი აქვსო“!
ყოველდღიურ ცხოვრებაში დათესილ-მიმობნეული ტყუილები, ზოგი უწყინარი, ზოგიც მავნე და ფრიად საწყენი, პეპელას ასაკს ვერ გასცილდება, მაგრამ ხალხთა ფართო მასების გასაცურებლად საიდუმლოდ და საგანგებოდ შეთხზული ვერაგული სიცრუე, სიმართლის ნიღბით შენიღბული, სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დონემდე აწეული მოითვლიდან და მიითვლის საუკუნეებს ადამის მოდგმის ცოდვებით დახნძლულ დედა მიწაზე რბევით, ნგრევით, ძარცვითა და სისხლისღვრით, რამეთუ მოტყუებული აბსოლუტური უმრავლესობის ძარცვის ხარჯზე გაძლიერებულ-გაზულუქებული აბსოლუტური უმცირესობა სიცრუის გამოაშკარავების შემდეგაც ძალადობს და იგრძელებს ტყუილისგან დამოკლებულ ფეხებს, იხანგრძლივებს არსებობას. ამის დასტურია გასვენებულ თუ მოქმედ იმპერიათა ისტორიები.
ხანმოკლეა ადამიანთა სიცოცხლე საუკუნეებში მოქცეულ ეპოქებთან შედარებით, მაგრამ ეპოქალური საზომებით თუ მივუდგებით, ხანმოკლეა იმპერიათა არსებობის ხანაც დროის უსასრულო მდინარებაში (ზოგი მათგანი ხანდაზმული ადამიანის ასაკისა მიესიკვდილება, აღიგვება პირისაგან მიწისა და ტოვებს ნაიმპერიალ სივრცეში მართვად ფარულ ნაღმებს, შფოთსა და ქაოსს, შურის, ღვარძლისა და განხეთქილების ნაყოფს).
მხოლოდ სიმართლეა დღეგრძელი და ჟამთასვლაში გაუხუნარი!
მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი იმპერიის - საბჭოთა კავშირის ზეობის მომსწრე და მესაფლავეა ჩემი თაობა. იმპერიისა, რომელიც იყო დაფუძნებული უდიდეს და უბოროტეს სიცრუეზე - კომუნისტურ იდეოლოგიაზე, გაწითლებული მსოფლიო სისტემის შექმნის თეორიაზე, სადაც არ იქნებოდნენ ეთნოსები, ერები, ეროვნული სახელმწიფოები, ეროვნული ფასეულობები. ამ წკვარამისა და უკუნის მოციქულებმა ამ საშინელებას „კაცობრიობის ნათელი მომავალი“ დაარქვეს! წავიდოდა ცინიზმი უფრო შორს?!
დღეს კომუნისტურ იდეოლოგიას მსოფლიო მასშტაბით ჩაენაცვლა მისი ტყუპისცალი, მგლისფერი ტურა - გლობალიზაცია, რომლის საბოლოო მიზანია მცირერიცხოვანი ეთნოსებისა და ტანმორჩილი ეროვნული სახელმწიფოების გაქრობა, მსოფლიოს გადაქცევა „მაოფლიო მოქალაქეთა“ საცხოვრისად, სადაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეეები - მსოფლიო მოსახლეობის უმცირესობა იცხოვრებს მდიდრულად და უზრუნველად „სამხრეთის“ - მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის გაჩანაგება-ამოწყვეტის ხარჯზე!
ხომ წავიდა ცინიზმი უფრო შორს!
„გლობალ“ ფრანგულად „საერთოს“ ნიშნავს, ერთიანს, ანუ იმას, რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. ამ სიტყვამ პირველად გაიჟღერა 1999 წელს დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. დღეს ეს სიტყვა ყველას პირზე აკერია, თუმცა არ არსებობს მისი ერთმნიშვნელოვანი განმარტება. ის მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს - პოლიტიკურს, ისტორიულს, სამხედროს. იგი აერთიანებს და ამ გაერთიანებით აუფერულებს ყველასა და ყველაფერს. გლობალიზაციის პროცესის შეჩერება მისი სიჭაბუკის ჟამს არანაირ ძალას არ ძალუძს მსოფლიოში, ვიდრე იგი არ მომწიფდება დასალპობად კომუნიზმივით. მაგრამ პროცესებთან ფეხის აწყობა და პროცესებში ჩართვა კონკრეტული ქვეყნის სასარგებლოდ შესაძლებელია, თუ იმ კომკრეტული ქვეყნის ხელისუფლება იმოქმედებს გონივრულად, ანუ იგი არის ეროვნული. მაგრამ ცხოვრების ერთიანი წესის შემოღება, საზოგადოების უნიფიცირება-ნიველირება რაღაც მსოფლიო საზოგადოებრივ ნიშნულზე ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფაა!
არადა, ამ მიზანს ემსახურება დასავლურ-ამერიკული დემოკრატიის დამახინჯების ფონზე ანტიეროვნული ხელისუფლების მიერ სავალლდებულოდ აღიარებული და ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაქცევად მოქსეული ათასი ჯურის სექტები, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, თახსირთა ინსტიტუტები, რომლებიც მოდიან ფემინისტური ფესტივალის ჩატარების მოთხოვნით, გენდერ-ზონდერ-ლესბოსელთა ლეგიონებით, ტრანსვისტების, ანუ ქალ-კაცების „სილამაზის კონკურსებით“ და ამ უნაყოფობის ბინძურ არმიას აფინანსებს გაეროს განვითარების ფონდი „მამა ქეშ“-ი (ჰოლანდია). სხვათა შორის, ამ უბედურების მხარდამჭერია მიშა სააკაშვილის ფავორიტი ნაცდეპუტატი მარიამ საჯაია, რომელიც ურცხვად აცხადებს: „ოჯახი ორი ადამიანის ურთიერთობაა. სქესს მნიშვნელობა არა აქვს“. პოლიტიკოსად შემოსაღებული ეს ჭაკი-სატანა არ არის ქვეყნის სირცხვილი?!
ამაზრზენია, როცა მატყუარამ იცის, რომ მისი სიცრუისა არავის სჯერა, მაგრამ იგი მაინც ტყუის, არ იშლის თავისას სიცრუით შობილი, მხოხავად შობილი სიცრუე ჰქვია ამ ავადმოსასმენ ცრუ არსებას, ტყუილთა შორის უბინძურესსა და უსაზიზღრესს. გებელსი თვლიდა მას თავის პირმშოდ.„ტყუილს თუ ერთხელ იტყვი, ტყუილად დარჩება იგი. მაგრამ ათასჯერ თუ გაიმეორებ, დაიჯერებენ“! ამაში არ შემცდარა გერმანული ფაშისტური მანქანის იდეოლოგიის გენერალური კონსტრუქტორი.
სამი ათეული წელი იწურება, რაც ეს სამარცხვინო სენი, - მხოხავად შობილი სიცრუე (მეხოხჷნსჷნი ფერი ტყურა) დაეპატრონა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, შემორაგვა სიცრუის ბუდით და არ აჭაჭანებს სიმართლესა და სამართალს ქვეყნის მასშტაბით. რაოდენ დასანანია და სამარცხვინო, რომ ამ სიცრუისა და ორპირობის საასპარეზო რუსთაველის გამზირია, სადაც პერიოდულად ყეფა-ყეფით აჯერებენ სივრცეს სამი უკანონო ხელისუფლების ნაკრები გუნდის უზნეო პოლიტიკოსები. მხოხავად შობილი სიცრუის ლაბორატორია ძალით მოვარდნილმა ედუარდ შევარდნაძემ დააარსა და შემდგომში, პოლიტიკურად და ასაკით მიხრწნილმა, ხელისუფლებასთან ერთად გადააბარა თავის პოლიტიკურ ბუდეში დაბარტყებულ-დაფრთიანებულ პოლიტიკურ პირმშოს, რეაქციულ-დასავლურ-ამერიკული იდეების აბაბით ნასაზრდოებ მიხეილ სააკაშვილს და მის „ნაციონალურ მოძრაობას“ - პარტიად შემოსაღებულ დამნაშავეთა ორგანიზაციას. ამ უკანასკნელმა, - მიხეილ სააკაშვილმა (ყოველმხრივ უკანასკნელმა) ეს ლაბორატორია აკადემიად აქცია - „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობის ცენტრად. იგი დღემდე მოქმედია, რამეთუ ხალხის დიდი ძალისხმევით ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსულ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ ეს მონსტრების საბუდარი არ დაუნგრევია, რამეთუ ასეთი დაკვეთა მისთვის არ მიუცია მომყვანს - დასავლურ-ამერიკულ გლობალურ პოლიტიკურ ძალას.
მესმის, რომ მკრეხელობაა ბიძინა ივანიშვილის სახელის დაკნინება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ სიმართლეზე დუმილი და შუბის ხალთაში მალვა აკნინებს მის სახელს, აყენებს ჩრდილს მის საქმიანობას! არადა, ბიძინა ივანიშვილი არის ყველა დროის უდიდესი ქველმოქმედი. იგი ქველმოქმედი იყო ხელპირსისხლიანი ედუარდ შევარდნაძის მოვარდნიდან წაშავებამდე, ქველმოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილის მანიაკალური მმართველობის პერიოდში, თუმცა რა საქმეს ახმარდა ივანიშვილისგან გაღებული ფინანსურ შემოწირულობას ეს ორი ტირანი, ივანიშვილი ბოლომდე ვერ გააკონტროლებდა. თუმცა, რაც ჩანს და ხილულია, იმაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის! - სამების საკათედრო ტაძარი, ექვსასამდე აღდგენილ-აშენებული ეკლესია-მონასტრები, ხელოვნებისა და კულტურის ძეგლები, გამოჩენილ ადამიანთა მკურნალობა, რჩენა, ბინით დაკმაყოფილება. გარდა ამისა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოყვანილი უბოროტესი ძალის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მესაფლავე პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ იყო. მან ეს შეძლო. ამ ურთულესი პოლიტიკური ამოცანის შესრულების პირველი ეტაპი მან ბრწყინვალედ გაიარა, - მშვიდობიანად, სამართლიანად და დამაჯერებლად დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ - მეოთხე სტადიაში მყოფი სარკომა.
ამავე დროს, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებელი პოლიტიკური მიცვალებულის - „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაზე, რამეთუ „ქართული ოცნება“ უსახური და უსუსური გუნდი, რომელიც მან შეაკოწიწა (თუ შეუკოწიწეს), რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მიშა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კატადაც რომ ქცეულიყო, „აცხასაც“ ვერ გაუბედავდა.
და მაინც: რაში დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა? არ სჯობდა მისთვის დარჩენილიყო, მილიარდერ ქველმოქმედად?! ზოგი პოლიტიკოს-პოლიტიკანი ხელისუფლებაში მოსვლამდე ხელისგულზე ვერ ითვლიდა უშეცდომოდ ხურდა ფულს. იმასაც ამბობენ, დღემდე ვერ ისწავლესო რიგიანი თვლა და წონით მიითვლიანო, თურმე, ხელფას-დანამატებს, თუ ტენდერში „მოტეხილ“ წილებს და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მილიარდებს აკონტროლებს ცენტრის სიზუსტემდე, პოლიტიკაში იმდენი ვერ გათვალა, რომ მიხვედრიკიყო, რა საშინელ ყულფში ჰყოფდა თავს და უდიდესი ცოდვა აიკიდა ხალხის მოტყუებით? რა მოხდა?!
მოხდა ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროექტი „დემოკრატიის შუქურა“ ჩავარდა. ეს კი დასავლეთს არ აწყობდა. მიშა იყო ძვირადღირებული პროექტი და მას არ დათმობდნენ! გავიდნენ ბიძინა ივანიშვილზე, რადგან რეგიონში მათთვის მისაღები სხვა კანდიდატურა არ იყო. შეთანხმდნენ კიდეც: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოსულიყო 60 პროცენტით, ხოლო ბიძინას „ქართული ოცნება“ 32 პროცენტით; სხვა პარტიები 8 პროცენტით. ბიძინას უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მიაღწია დიდ წარმატებას. დასავლეთი აღიარებდა არჩევნების დამოკრატიულობას. მოტყუებული ხალხი, ამ მასკარადის შემყურე-შემოქმედი, როგორც უმცირესობისგან მოტყუებულ-გაცურებული, მიჩუმდებოდა; მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რაც ვერავინ გათვალა; ვერც იმ ყოვლისშემძლე ძალამ, რომელსაც თავისი გათვლებით მოჰყავს და მიჰყავს ხელისუფლებები, ვერც მიშამ და ვერც ბიძინამ. მოხდა სასწაული - ციხის კადრების გასაჯაროება! იმოქმედა „წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფმა“. უკვე არავინ დაიჯერებდა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას, რადგან გამოაშკარავდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი სისტემა ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლამდე. ნაცებმა არჩევნებში 15 პროცენტი ძლივს აიღეს, მაგრამ ამერიკის ელჩმა ახალი კონფიგურაცია შექმნა: 40 პროცენტი 60-ზე „ოცნების“ სასარგებლოდ.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, - „რაში დასჭირდა ივანიშვილს პოლიტიკა?“ - პასუხი მარტივია: ივანიშვილისთვის არავის უკითხავს შემოვიდოდა თამაშში თუ არა! რადგან მას წაუყენეს მოთხოვნა და არა თხოვნა!
ეს არის ის ძალა, რომელმაც მოკლა პრეზიდენტი კენედი და მკვლელობის ყველა კვალი გააქრო. რით იყო ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილზე უფრო დაცული?! არც ზვიად გამსახურდია იყო ბიძინა ივანიშვილი, რომ თავი გაეწირა მამულის სახელით! რატომ გვავიწყდება, ქრისტემ რაც თქვა: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვინემ მდიდარი კაცი სამოთხეში მოხვდებაო!
ბიძინა ივანიშილმა თავისი პირველი წინასაარჩევნო საჯარო გამოსვლა ასე დაიწყო, - „ჩვენ ორი პრეზიდენტი გავაგდეთ“. ტყვიასავით გამიარა გულში მაშინათვე ამ ვერაგულმა პოლიტიკურმა სიტყვამ! „ჩვენში“ მოიაზრებოდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. იქ მეცა ვარ, რამეთუ სხვაგან არაა ჩემი სამყოფ-საცხოვრისი. არადა, ქვეყნის დღემდე პირველი კანონიერი პრეზიდენტი ჩვენ, ანუ სრულიად საქართველოს ამომრჩეველმა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაგვიგდია! არ გაგვიწირავს და არ მოგვიკლავს! იგი ჩვენ ავირჩიეთ და ჩვენი კანონიერი არჩევანი თავზე დაგვამხო კრიმინალურმა აბსოლუტურმა უმცირესობამ ამერიკა-რუსეთის რექციული ძალების და კრემლის მხარდაჭერით, რუსული იარაღითა და რუსი სამხედროების მონაწილეობით. „ჩვენ“, ანუ სრულიად საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას არც მეორე პრეზიდენტი გაგვიგდია, რამეთუ „ჩვენ“ იგი არ აგვირჩევია; იგი მოვარდა ძალადობით, სისხლითა და არჩევნების აშკარა გაყალბებით. მან ხელისუფლება გადააბარა მის პოლიტიკურ შვილობილს უცხოეთში დაწერილი და ქართულ პოლიტიკურ სცენაზე დადგმული „ვარდების რევოლუციის“ სპექტაკლით და მერე „სახლში წავიდა“. ბიძინა ივანიშვილმა ამ ოთხ სიტყვაში ჩაატია ის, რაც დაუკვეთეს მომყვანებმა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა: უნდა გაეგრძელებინა სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო ვადა „ჩამთავრების“ მოტივით და უნდა გაეცოცხლებინა კოჰაბიტაციით ხალხის მხარდაჭერითა და ძალისხმევით მისიკვდილებული პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ექცია იგი მთავარ ოპოზიციურ ძალად!
მეტად შთამბეჭდავი იყო ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო შეპირება-დაპირებები საარჩევნო პერიოდის სახელმძღვანელო პროგრამის დონეზე შედგენილ-წარმოდგენილი; ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი საარჩევნო პერიოდის წლები გაუმჯობესებადი მაჩვენებლებით სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, მეცნიერებისა და ტექნიკის, განათლებისა და კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავისი რეალური წინამძღვრებით და საკმაოდ დამაჯერებლად. უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელება არც მაშინ იყო შეუძლებელი და იგი დღესაც განხორციელებადია, თუ ქვეყნის სათავეში იქნება ეროვნული ხელისუფლება, ანუ იქნება აღმშენებლობის, წინსვლის პოლიტიკური ნება. მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე უკეთ არავინ იცოდა, რომ „ქართული ოცნების“ უსუსური პოლიტიკური დასი ამ ამოცანას ვერ განახორციელებდა, რამეთუ დსასავლეთი არ დაუშვებდა მსგავსი პროგრამის განხორციელებას საქართველოში.
რა თქმა უნდა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეასრულებს თავის საარჩევნო დაპირებებს ბოლო პუნქტამდე, რამეთუ შეპირება-დაპირებები სურვილია, ხოლო სურვილი შესაძლებლობებს ყოველთვის აჭარბებს! მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი დაპირება, რომელიც მომდინარეობს ხალხის ძირითადი მოთხოვნიდან, უნდა შესრულდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული გუნდი კრახით ამთავრებს თავის მოღვაწეობას. ამ ხელისუფლებისგან ხალხი პირველ რიგში ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას. „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ დაიწყო უღიმღამოდ, ალაგ-ალაგ და შერჩევით; დაიწყო იქ, სადაც არ უნდა დაეწყო და არა იქ, სადაც მარხია ძაღლის თავი, დიდი უბედურების სათავე. სანამ არ შეფასდება პოლიტიკურად და სამართლებრივად 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, სამართლიანობა ქართულ სახელმწიფოში ვერ აღდგება, რამეთუ მაშინ და მას შემდეგ ჩადენილი ყველა მცირე და დიდი დანაშაულობები ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების მიმართ აკინძულია ერთ ასხმულაზე და ეს საქმეები შემოდებულია თაროზე მტვერწაყრილი მისავიწყებლად. მას საიმედოდ იცავენ დამნაშავე პროკურორები, დამნაშავე მოსამართლეები და, საერთოდ, სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც მინიჭებული აქვთ თავიანთი სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე, ანუ ქვეყანაში დამკვიდრებულია დაუსჯელობის სინდრომი. ამ სინდრომის აღმოსაფხვრელად აუცილებელია იმ ცერბერის მოშორება, რომელიც იცავს სისხლის სამართლის უმძიმეს დამნაშავეთა ხელშეუხებლობას.
პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლამდე გავლილი გზა, მისი მორალური სახე, სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარული, ცოდნა და ნიჭი განაპირობებს მის საქმიანობას ხელისუფლებაში. რაც უფრო მეტია ამ თვისებათა ხარისხი პიროვნებაში, მით უფრო წარმატებულია მისი საქმიანობა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, მეცნიერულ და კულტურულ წინსვლაში იმ დროსთან ფარდობით, რომელშიც უხდება მას მოღვაწეობა. დრო ხან თავგანწირვას მოითხოვს ხალხის რჩეულისგან, ხანაც მუხლჩაუხრელ შრომას.
ედუარდ შევარდჰაძემ ჩრდილოეთიდან ამოყვანილი მზის შუქზე გაიკეთა თავისი კარიერა კრემლისკენ მიმავალ გზაზე. ორი ქვეყნის ემისარი, საბჭოთა იმპერიის იერარქიული კიბის ბოლოს წინა საფეხურიდან ჩამოცურებული „დიდი პოლიტიკოსის“ ადგილი არ იყო დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და, მით უმეტეს, უმაღლეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოჰყვა მის გაპირველკაცებას გაუგონარი ნგრევა და სისხლისღვრა.
არ ღირსო ლაპარაკი შევარდნაძეზე დღეს, - იტყვის მავანი, - იგი გარდაცვლილი, იქნებ, არა, მაგრამ მვდარი ხომ არის? მკვდარზე კი... მით უმეტეს, მისი დანაშაულობები ხანდაზმულიაო.
არა და არა! - სამშობლოს ღალატი ისეთი დანაშაულია, რომელიც არ ძველდება! სხვა რომ არა იყოს რა, ხელფასი და დანაშაულზე გამოტანილი განაჩენი ადრესატს, გვიან იქნება თუ ადრე, უნდა მოუვიდე (რა თქმა უნდა, სჯობია დროულად). სტენდალმა ბრძანა, - „არიან დამნაშავეები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ იმსახურებენ სიკვდილით დასჯას“. სიკვდილით დასჯის გაუქმება შევარდნაძეს არ ეხება. არც განაჩენის აღსრულებაზე მოუწევს რიგში დგომა, მას ეს პატივი ურიგოდ ეკუთვნის!
რაც შეეხება სააკაშვილს:
მიშას სიბინძური სენი ადრეულ ასაკში ესტუმრა პორნოგრაფიული სურათების გამრავლება-გავრცელების ვირუსის სახით. ბიძამ - თემურ ალასანიამ პროფესიული ალღოს მეშვეობით იყნოსა დისშვილში პოლიტიკური სიბინძურით კარიერის კეთების ხალასი ნიჭი სიწმიდის მინარევების გარეშე და ყოველმხრივ შეუწყო ხელი მასში ამ ნიჭის ბოლომდე რეალიზებას. თემურ ალასანია საბჭოთა კგბ-ს ლაბირინთებში ისე დაშლიგინებდა, როგორც ზვიგენი ზღვაში. მან წაიყვანა მიშა უკრაინაში და ჩააბარა კგბ-ს კინოლოგებს დასაგეშ-საწრთვნელად. 1990 წელს ჯერ კიდევ ყრმა დისწული ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიმგზავრა და ძმებს - გუდავებს შეახვედრა. მიშა სააკაშვილი ამთთან ერთად ჩაერთო ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. 1992 წლის იანვარში, მიშა სააკაშვილმა ორგვერდიანი ინტერვიუ მისცა პოლონურ გაზეთ „ვპროსტს“, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ „ზვიად გამსახურდია კავკასიის სადამ ჰუსეინი იყო“. სიყრმიდან ეძებდა იგი გზას, თუ როგორ ეკეთებინა თავისი კარიერა სამშობლოს დაქცევა-წაქცევის ხარჯზე. ეჩქარებოდა კვარცხლბეკზე ასვლა. ჯერ ჯაბა იოსელიანს სთხოვა სამსახური. არ მიიღო ჯაბამ მიშა სამსახურში, - „ბოტასებით მოვიდა და იმიტომ ვუთხარი უარი სამსახურზეო“ - განაცხადა „მხედრიონით“ ქვეყნის ამაოხრებელმა. ამ ამბიდან სულ მალე ედუარდ შევარდნაძემ აიყვანა სამსახურში „ვარდების რევოლუციის“ ამომავალი ვარსკვლავი, ლიბერასტული დასავლეთის „დემოკრატიის შუქურა“, პირადად მისი, - ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ბუდეში გამოზრდილ-დაფრთიანებული პოლიტიკური შვილობილი და მისი პოლიტიკური მესაფლავე.
ვერაგულად იშორებდა ედუარდ შევარდნაძე წინ მიმავალ, გვერდით მავალ და ზურგს უკან მომავალ პოლიტიკურ მეტოქეებს დაშინებით, შანტაჟით, ავტაკატასტროფის, უბედური შემთხვევის თუ თვითმკვლელობის ინსცენირებით; „ედუარდ შევარდნაძე არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია დედას მოუკლას ერთადერთი შვილი და მერე მივიდეს, რათა პირველმა მიუსამძიმროს მას“, - წერდა ნაპოლეონ მესხია თავის დროზე. აქ რა მოხდა? ვერ შეაფასა ედუარდმა მეტოქე, ყურადღება მოუდუნდა, თუ ალღომ უღალატა? - არც ერთი! მან ყველაფერი იცოდა, მაგრამ „სახლში წასვლის“ უკეთესი ვარიანტი ვერ გამონახა, ვერ მიაღწია უკეთეს კომპრომისს იმ ძალასთან, რომელმაც იგი გააპირველკაცა საქართველოში სრულიად საქართველოს უმრავლესობის, ერის ნების საწინააღმდეგოდ!
მაგრამ ამ გზით ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებდა ქართულ ეროვნულ საქმეს საქართველოში?! - ამის ცალსახა პასუხი სახეზეა:
ქუჩაში უდანაშაულოდ ჩახოცილი ახალგაზრდობა, თბილისში დღისით, შუა ქუჩაში დახვრეტილი დიდი მეცნიერი, გულანთებული პატრიოტი გურამ შარაძე, უნივერსიტეტიდან ხელებაწეული, დამცირებული ქართველი მეცნიერების გამოყრა ჩასარეცხად, მისი მამობილის მიერ დაწყებული განათლების სისტემის ნგრევის პროცესის ბოლომდე მიყვანა, 2007 წლის შავი შვიდი ნოემბერი - ადამიანთა არნახული მასობრივი დარბევა, ტელევიზიასა და გამომცემლობებზე ბარბაროსული თავდასხმა, რუსეთის პროვოკაციაზე წამოგება და სამარცხვინოდ წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება და ამაზრზენი ზეიმი რუსთაველზე, ოკუპანტის წინაშე უსიტყვო კაპიტულაცია, დაკარგული ქართული სოფლების ქვის გროვად მიჩნევა, კოდორის ხეობის „ზემო აფხაზეთად“ გამოცხადება და რუსეთისთვის ჩაბარება, ახალგორის ტყვიის გასროლის გარეშე ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მიკუთვნება, საქართველოში, სამაჩაბლოს რეგიონში კიდევ ერთი უკანონო პრეზიდენტის - სანაკოევის არჩევა სამი უკანონო პრეზიდენტის ფონზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. აი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულობათა არასრული სია.
მაშ ასე: საქართველო 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი კანონიერი არჩევნებიდან დღემდე ითვლის ოთხ ხელისუფლებას. ამ ოთხი ხელისუფლებიდან ერთი კანონიერია, სამი - უკანონო. კანონიერია ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება იმიტომ, რომ ეროვნული მოძრაობა და მისი მესვეურები მოქმედებდნენ მშვიდობიანად, გაემიჯნენ ძალადობას, არ შევარდნილან მთავრობის სასახლეში ხელისუფლების დასამხობად. მათ მიიღეს მონაწილეობა ფაქტიური ხელისუფლების მიერ 1990 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობდა 11 პარტია და საარჩევნო ბლოკი; არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 69- 88 პროცენტმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 53,99 პროცენტმა, ხოლო მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ, მიიღო 29,58 პროცენტი. ანუ ეროვნულმა მოძრაობამ პირწმინდად მოუგო მის მიერ დანიშნული არჩევნები მმართველ პარტიას დიდი უპირატესობით და მოვიდა იგი ხელისუფლებაში კანონიერად.
ეროვნული მოძრაობის, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო ძირითადი დაპირება ხალხისადმი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს იყო ხალხის ძირითადი მოთხოვნა. ამ მიზნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სრულიად საქართველოში დამოუკიშებლობის აღდგენის შესახებ 1918 წლის 26 მაისის საღამოს 5 საათსა და 10 წუთზე მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90,3 პროცენტმა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრე („დიახ“) შეადგინა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 89,3 პროცენტი. უარყოფითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა („არა“) შეადგენდა მონაწილეთა 0,53 პროცენტს (17400 ამომრჩეველი). არჩევნებში მონაწილეობდა სრულიად საქართველოს მრავალწეროვანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა რეგიონი. ეს რეფერენდუმი არის უპირველესი დოკუმენტი, უმთავრესი საფუძველი საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის საქმეში, რამეთუ ამ კანონიერი დოკუმენტის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს აფსუებმა და საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა საქართველოში მცხოვრები სხვა არაქართველ მაცხოვრებლებთან ერთად.
1991 წლის 9 აპრილს ამ რეფერენდუმის საფუძველზე 12 საათსა და 30 წუთზე მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ამით სრულიად საქართველოს დღემდე პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა შეასრულა პირნათლად.
ეროვნულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა მშვიდობიანი ბრძოლით და კანონიერად. ეს დამოუკიდებლობა არ არის ნაჩუქარ-ნაწყალობევად მონიჭებული ან ძალადობრივად განხორციელებული აქტი. „საქართველო თავისი ნებით არ შესულა არანაირ კავშირში! გარდა ამისა, ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გასვლით კანონი არ დაგვირღვევია. ეს უფლება ჩვენ მონიჭებულ გვქონდა საბჭოთა კონსტიტუციით“, - ასე უპასუხა ზვიად გამსახურდიამ აბეზარ და შუბლმაგარ პოლიტიკოსებს, როცა იგი დაადანაშაულეს საბჭოთა კავშირის დაშლაში.
ძალადობით მოვარდნილი შევარდნაძის კეისრული გაკვეთით შობილი „მოქალაქეთა კავშირი“ ხელისუფლებაში მოვიდა მხოხავად შობილი სიცრუით - არჩევნების გაყალბებით, რამეთუ შევარდნაძის პირმშოს - „მოქალაქეთა კავშირს“ არ მისცემდა ხმას საქართველოს მოსახლეობის ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დაამხეს თავზე თავისი კანონიერი არჩევანი. გაყალბებული არჩევნებით მოსული ხელისუფლება უკანონოა!
უკანონო იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, რამეთუ მან ხელისუფლება გადმოიბარა უკანონოდ მოვარდნილი ედუარდ შევარდნაძის უკანონო ხელისუფლებისგან. მხოხავად შობილი სიცრუის ნაყალბევია მიშასასთან მიახლოებული პროცენტები, რადგან ის პროცენტები გამოყვანილია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის ფარდობიდან ამომრჩეველთა იმ რაოდენობასთან ვინც ხმა მისცა მიშას და არა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან. ანუ, არჩევნებში თუ მივიდა ასი ამომრჩეველი და ასივემ ხმა თუ მისცა მიშა სააკაშვილს, ნიშნავს ეს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ხმას უჭერს საქართველოში ამომრჩეველთა 100 პროცენტი?!
დიახაც, უკანონოა სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომ ჩატარებული არჩევნები იმიტომ, რომ არჩევნები არ დაუნიშნავს კანონიერ უზენაეს საბჭოს; კანონიერი უზენაესი საბჭო არ გადამდგარა, არ გადაუბარებია ხელისუფლება სხვა პოლიტიკური ძალისთვის; იგი დაამხეს! მისი დამხობის დღიდან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არც ხელისუფლებაში მოსვლამდე და არც ხელისუფლებაში მოსვლისას არ განუცხადებია: „მოვდივარ როგორც პირველი კანონიერი ეროვნული ხელისდუფლების სამართალმემკვიდრე რიგით მეორე კანონიერი არჩევნებით“! არადა, ამის თქმის უფლება და საშუალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და, თუ ეს ასე მოხდებოდა, იგი მოვიდოდა სულ სხვა გუნდით, ეროვნულ-პატრიოტული და ქმედუნარიანი პოლიტიკოსებით. მან ეს არ გააკეთა თუ ვერ გააკეთა... სხვისი დაკვეთით მოგზავნილმა „ქართულმა ოცნებამ“ დაიმკვიდრა მესამე უკანონო ხელისუფლების სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ამჟამად საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს აკონტროლებს სამი უკანონო ხელისუფლების ნაკრები გუნდი. ისინი ერთმანეთთან კუდით არიან გადაბმულნი ნამოქალაქარ-ნანაცარ-გაქოცებულნი. ენაცვლებიან ერთმანეთს ბურჯანაძეები, გაბაშვილები, გოცირიძეები, ბოკერიები უგულავა-იგულავები, ბარამიძეები და სხვები და სხვები, ვინ ფქვილის ტომრის მანდილით, ვინ კუპონძი ძეხვით გახვეულნი, ვინ ავტომატის ჩხიკინით და „ნუ პაგადისეული“ სიფათებით, რომელთა პოლიტიკური ხედვა სამადაშვილის ცხვირსაწიერს იქით ვერ წვდება. ამათ შემხედვარეს, გვიხდება არჩევანის გაკეთება უარესსა და ცუდს შორის და ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდად! ამიტომაც ვერ შემოდიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეროვნული ძალები, რამეთუ პოლიტიკური სიბინძურის ეპიდემია საშიშია დამწყებთათვის - ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის. არადა, მოდის ახალი თაობა - ვინც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ავბედითი წლების გასაყარ-შესაყარზე დაიბადნენ, უკვე დაღვინდნენ, ხოლო მაშინდელი ყმაწვილები უკვე დაჭარმაგებულნი არიან, ეს დიდი და მრავალრიცხოვანი ძალაა, რომელსაც არ აქვს გამოცდილება და უახლესი ისტორიის ცოდნა, რამეთუ ეს ისტორია მათ არ უსწავლიათ, არ დაწერილა და იმიტომ. მაგრამ ეს არის მაინც ის ძალა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არ გასვრილა და არ უბანავია პოლიტიკური სიბინძურის ჭაობში და იქნებ, აღზრდა არ მიუღია, არც გარემოა შესაფერისი, მაგრამ აქვს მემკვიდრეობა! სწორედ ამ ძალამ უნდა გაწმინდოს ქართული პოლიტიკური სივრცე, რათა იგი გაჯერდეს ეროვნული ძალებით. ამომრჩეველი არჩევნებზე უნდა მიდიოდეს არა შურით, ღვარძლითა და ვიღაცისადმი სიძულვილით, არამედ მიდიოდეს მამულის სიყვარულით, მომავლისადმი რწმენითა და ნდობით. მას უნდა უხდებოდეს არჩევანის გაკეთება კარგსა და ცუდს შორის. ამისთვის კი აუცილებელია შეიქმნას შესაფერისი საარჩევნო გარემო. პოლიტიკური ბლოკები, პარტიები და პოლიტიკოსები უნდა წარდგნენ დროულად (დრო კი არ ითმენს, - ცოტაა!) მოსახლეობის წინაშე თავიანთი პროგრამით, რომელიც დღესავით ნათელი იქნება და კონკრეტული. პროგრამაში ამომრჩეველმა უნდა ნახოს ნის მარცვალი, რომელიც ნაყოფს გამოიღებს ამ პროგრამის განხორციელებით. ასეთი პროგრამის შედგენა მოითხოვს ღრმა მეცნიერულ ცოდნას იმ სფეროში, რასაც ის წარადგენს ამომრჩევლის წინაშე. ეს პროგრამა იქნება ხელშეკრულება მოსახლეობასა და პოლიტიკურ ბლოკს, პარტიასა და პოლიტიკოსს შორის, ვინც შეიმუშავა პროგრამა და იღებს პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე, ანუ პროგრამის ჩავარდნის შემთხვევაში ამომრჩეველი, - მოსახლეობის უმრავლესობა იტოვებს უფლებას გაიწვიოს ხელისუფლებიდან თავისი რჩეული, რომელმაც ნდობა არ გაამართლა. ასეთ გარემოში პოლიტიკოსებს არ რჩებათ დრო ერთმანეთთან კინკლაობისთვის, გინებისთვის, მიყურადებისთვის და დაპირისპირებისთვის ქვების სროლამდე მხარდამჭერებთან ერთად, რაც ხშირად ქაოსში, უმართავ სიტუაციაში გადაიზრდება ხოლმე.
დასავლეთ ქვეყნებში, სადაც შექმნილია დამოკრატიული სახელმწიფოებრივი სამართლებრივი მმართველობის სისტემა, არჩევნებზე მიდის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, მესამედი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად, ანუ კანონიერად, რამეთუ გაკეთებული არჩევანი აკმაყოფილებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ქვეყნებში არჩევნებზე მიდის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, დაკავშირებულია პოლიტიკასთან სამსახურით, ბიზნესით, ოჯახით... ანუ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსავლით. ხოლო ამომრჩეველთა ორი მესამედი არჩევნებზე არ მიდის, რამეთუ იგი დარწმუნებულია, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება, რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რამეთუ იგი მმართველობის სისტემას ვერ შეცვლის. უხეშად რომ ვთქვათ, რაც გინდ დიდი გამოცდილების პროფესიონალი არ უნდა მიუჯდეს მსუბუქი ავტომობილის საჭეს, იგი ვერ მოარგებს ამ მანქანას სატვირთო ავტომობილის საბურავს - სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას!
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თითქმის ოცდაათ წელზე მეტია გასული, მაგრამ არ დაადგა საშველი სახელმწიფოებრივი მმართველობის სამართლებრივი სისტემის შექმნას ქართულ სახელმწიფოში, რამეთუ კრიმინალური გადატრიალებით შობილი მხოხავი სიცრუე ჩრდილავს სიმართლეს და ბლოკავს სამართალს. ასეთ გარემოში ამომრჩეველთა პასიურობის ფონზე გაკეთებული არჩევანი ყალბია და სიყალბით მოსული ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შექმნის ნებას არ გამოაჩენს. ამიტომაც მივანიშნეთ ზემოთ, რომ აუცილებელია დაიწმინდოს დაბიძნურებული პოლიტიკური სივრცე პოლიტიკურ ჭინკათა სახტუნაო-საასპარეზო მოედანი, გაჯერდეს იგი ეროვნილი ძალებით, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით გულანთებული პოლიტიკოსებით. სახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემის შექმნაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიტანოს თითო აგური სისტემის საძირკველში ჩასაშენებლად - უნდა გაიღოს თავისი ერთადერთი საარჩევნო ხმა იმ პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსაყვანად, რომელსაც ის უცხადებს ნდობას. ეს არის ის მომენტი, როცა მამა არ ანდობს შვილს თავის არჩევანს და, პირიქით, ანუ არჩევნები საყოველთაოა. დადგეს უნდა ის მომენტი, რაზედაც ჩვენმა წინაპარმა, მაღალმა და მაღლა მხედმა ბრძანა, - ხმა ღვთისა და ხმა ერისაო!
რაც შეეხება თვით საარჩევნო სისტემას: სამივე საარჩევნო სისტემა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული, დემოკრატიულია. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სამი საარჩევნო სისტემიდან ნებისმიერი ქვეყანა შეარჩევს ერთს, რაც უფრო მეტად მისაღებია ამა თუ იმ ქვეყნის ამომრჩევლისა და პოლიტიკური სპექტრისთვის ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. ჩატარებული არჩევნები ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ იგი მიმდინარეობდა საარჩევნო კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოში ამომრჩეველთა პასიურობას აქვს თავისი მიზეზები. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უფროსი თაობა, რომელსაც თავზე დაამხეს თავისი არჩევანი და ტყვიის წვიმა დააყარეს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე, მაინც არ ცხრებოდა და როცა დადგა ჟამი კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა, ედუარდ შევარდნაძე დაადგა სამშობლოს ღალატის უბიძნურეს გზას, - ქვეყნის საანექსიოდ ზღვიდან მოიწვია ადმირალი ბალტინი ძალადობით მიტაცებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად; ტანკებით გადაუარა კარს მომდგარ სამართალს და მოუკლა ქვეყანას პირველი კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამომრჩეველთა ეს თაობა, რომელმაც თავისი კანონიერი არჩევანით ხელისუფლებაში მოიყვანა დღემდე პირველი კანონიერი ეროვნული ხელისუფლება, აირჩია სრულიად საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და, ვინც დღემდე მოჰყვა ქვეყანას, არ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას და არის რიგით მეორე კანონიერი არჩევნების მოლოდინში. ამომრჩეველთა მეორე ნაწილი ფეხს ითრევს და პასიურობს, რამეთუ ვერ ხედავს პოლიტიკურ ძალასა თუ პოლიტიკოსს, რომელიც გაამართლებდა მის ნდობას, დაიცავდა მის უფლებებს და ქვეყანას გაიყვანდა აღმშენებლობის გზაზე. ამომრჩეველთა ეს დიდი და სეროზული ფენა, არჩევნებისადმი გულგრილი, ფხიზლად ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს და მხოლოდ მაშინ წააშველებს თავის საარჩევნო ხმას, როცა მოსალოდნელია უარესის მოსვლა ხელისუფლებაში, წააშველებს იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საკმარისია უარესის ჩასაძირად და ცუდის ფეხზე წამოსაყენებლად.
ასეთი არჩევნებით ქვეყნის წინსვლა მოჩვენებითია. „ცუდსა“ და „უარესს“ შორის პოლიტიკური თამაში საშიშია, რამეთუ „უარესში“ კოდირებულია გადატრიალების სინდრომი, რამდენადაც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება დღემდე არ შეფასებულა. მისი შეფასება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩატარდება რიგით მეორე დამოკრატიული კანონიერი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვა რიგით მეორე კანონიერი ეროვნული ხელისუფლება, როცა ქვეყანა აირჩევს მეორე კანონიერ პრეზიდენტს. მხოლოდ ასეთი ხელისუფლება იქნება უფლებამოსილი და ვალდებული შეაფასოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის პუტჩი. პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე სახელმწიფო დამნაშავეებმა ცოცხლებმა - სიცოცხლეში, მკვდრებმა - საფლავში!
დრო არ ითმენს, მაგრამ დარჩენილი დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაიწმინდოს პოლიტიკური სივრცე პოლიტიკური სიბინძურისგან ცნობილ-ცნობადი მოყირჭებული სახეებისგან, რომლებიც ტკბებიან ხელისუფლებაში ყოფნით, ან ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით მოსვლითა და მოვარდნის დაუოკებელი სურვილით; რათა პოზიცია პოზიციურობდეს, ქმნიდეს და იკავებდეს ქვეყნის განვითარებისთვის უკეთეს პოზიციას, ხოლო ოპოზიცია თანამშრომლობდეს პოზიციასთან ცუდსა და კარგს შორის არჩევანის გაკეთებაში უკეთესობის დამკვიდრების სასარგებლოდ. მათი მონაცვლეობა ხელისუფლებაში არ უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყნისთვის საზიანო რყევებთან და ხელოვნურად შექმნილი სუბიექტური მიზნებთან დაკავშირებული.
და კიდევ ერთი:
ზვიად გამსახურდიას არ უთქვამს, რომ მან შექმნა ქართული სახელმწიფო. არც იტყოდა ასეთ რამეს საქართველოს ისტორიაში ღრმად ჩახედული მეცნიერი. ეროვნულმა ხელისუფლებამ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს იმ ადმინისტრაციული ერთეული საზღვრებში, რითაც იგი იძულებით იყო მიერთებული საბჭოთა კავშირთან. სამხედრო კრიმინალურ გადატრიალებამდე, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - 1991 წლის 9 აპრილიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო ოცდაშვიდმა ქვეყანამ. ეროვნულ ხელისუფლებას თავისი მმართველობის ჟამს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა სრულიად საქართველოსთვის და არ დაუტოვებია არც ერთი კაპიკი საშინაო და ერც ერთი ცენტი საგარეო ვალი ქართული სახელმწიფოსთვის.
მასხარაობა და ისტორიული მკრეხელობაა ლაპარაკი იმაზე, რომ შევარდნაძემ შექმნა ქართული სახელმწიფო თავისი მოვარდნით, ან კიდევ სააკაშვილის დასავლურ „ვარდებს“ შემოჰყვა ქართული სახელმწიფო. შევარდნაძემ და სააკაშvილმა თავიანთი ვერაგული ქმედებით დაარღვიეს ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობა, დაკარგეს ქართული სახელმწიფო ტერიტორიის ოცი პროცენტი, გაასხვისეს, გაასაჩუქრეს რუსეთზე კოდორის ხეობა და ახალგორი; მიეცა რუსეთს შესაძლებლობა ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
ისტორიაზე და ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ისტორიის ცოდნას მოითხოვს. წყალი რომ შედიხარ, თანაც ღრმაში, ცურვაც ხომ უნდა იცოდე, თუნდაც ბაყაყური!
რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას, იგი კაცობრიობის კბილაა ქართული ანბანივით და მისი წარმოშობის საიდუმლო კაცობრიობის საცხოვრისის ისტერიის ოკეანეთის სიღრმეშია გადანახული.
მურმან ვახანია
03.02.2023