რაც დედამიწის „ბურთი“ კონტინენტებად დაიყო, საქართველო ევროპაშია!

რაც დედამიწის „ბურთი“ კონტინენტებად დაიყო, საქართველო ევროპაშია!

 


 

ყოველივე ამის ფონზე, ქვეყნის, სამთავრობო პოლიტელიტის და მისი, ქუჩაში გავარდნილი ოპოზიციის ახირება:

 

- „საქართველოს ევროპაში შესასვლელად ბრძოლა“ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მანიპულირებული უწიგნურებისთვისაა მოგონილი!

 

ქართულ-ევრო-ამერიკულ თაღლითობის თარგზე გაწვრთნილმა, პოლიტიკოსებად წოდებულმა ნაძირალებმა, სამშობლოდან შორს მყოფი, უცოდველი, წარმატებული სპორტსმენების წამოგება სცადეს ამ ანკესზე და მათ, მხოლოდ მტრის ყურისთვის გასახარი ამბავი ამცნეს: 

 

„ევროპაში შესასვლელად“ - სახელმწიფო პუტჩი, ქვეყნის კიდევ ერთხელ დამხობა და წინასწარწაგებულ ომში ჩართვა უკრაინასთან ერთად, რომელსაც სახელმწიფოდ არსებობის ძალიან მცირე შანსი და დრო დარჩენია, ერთადერთი გზაა „რუსების ხელში ჩავარდნილი“ ქვეყნის გადასარჩენად და მმართველობაში მოსასვლელად!“

 

უეჭველია, ცალკე ადრესატებმაც მიიღეს, უფრო მარტივად შედგენილი მიმართვა თანადგომის თხოვნით. ბუნებრვია, პასუხებმაც არ დააყოვნა, ახალგაზრდებმაც, უკეთესი მომავლის გზა „ევროპა და ევროგაერთიანება“ ისურვეს! 

 

წავიკითხე ჩვენი სასახელო სპორტსმენების ალალი გამონათქვამები (https://tabula.ge/ge/news/698317-sakartvelos-momavali-evropashia-tsnobili-kartveli) და გული დამეწვა...

 

თვალწინ დამიდგა მათი სკოლაში სწავლის პერიოდი, სწავლების „ევრო-ამერიკული“ სისტემა, სადაც: 

 

-დაბადების ადგილი, სამშობლო, ტრადიცია, ეროვნება, დედა ენა, მეათე ხარისხოვანია და მოზარდის ყურადღება, მხოლოდ პირადი ყოფიერების მომენტებზეა გადატანილი. 

 

-12 წლიანი სწავლის პერიოდი კი, ამ ხნის მანძილზე გამომუშავებული ე.წ. „უნარ-ჩვევების“ ათვისება-შეფასებაში გამოიხატება მხოლოდ! 

 

ამის შემდეგ, რატომ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ტიტანური შრომა რომ უწევდათ (ხშირად გაკვეთილების ხარჯზე) იმ შედეგის მისაღწევად, რომლითაც სამშობლოს ასახელებენ, იმის ცოდნა, სიამაყით და ალალად რომ აცხადებენ:

 

-„საქართველოს მომავალი ევროპაშია“

-„არსებობს ერთადერთი გზა - ევროპა“  

-„ჩვენ ვირჩევთ  ევროპას“. 

-„ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.  

 

მოსაპოვებელი და საომარი არ არის, - „ევროპაც სახლში გვაქვს, ევროპული გზაც და ევროპაშიც ვცხოვრობთ“!

 

სამწუხაროდ, არავის უსწავლებია მათთვის (არც ჩვენთვის), ჩვენი ევროპელობა რომ თვალხილული გახდეს, იმაზე ბევრად მეტი შრომა და თავდადებაა საჭირო, ვიდრე მათ დაინახეს და გამოსცადეს იმ ქვეყნებში და სპორტულ კლუბებში, სადაც ცხოვრება და გარჯა უწევთ!

 

დიდი ხანია შევნიშნე: 

 

- მავანი ცდილობს, ახალგაზრდა სპორტსმენები (არამარტო სპორტსმენები), იმ ე.წ. „პოლიტიკურ“, არაიშვიათად „ანტისახელმწიფოებრივ“ მოვლენებში გარიონ, რომლებიც, ასევე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომელსაც:

 

-ქვეყნის და მისი გაუბედურებული მოსახლეობის დაქცევა ჰქვია!

 

- ვინ არიან ისინი, ვინც 9 მარტს, დილით, მთავრობის სახლს, მის შემოგარენს და ქვეყნის პოლიციას ცეცხლს უკიდებდა?

 

ეს ის ხალხია: 

 

რომელთა უმრავლესობას თქვენი წარმატებები, საკუთარი იდეების მარცხად მიაჩნია და დედის სულს არ გისვენებენ სამშობლოში, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი წარმატება, ქვეყნის ხელისუფლების წარმატებად მიაჩნიათ!

 

ეს ის ხალხია: 

 

„მოლოტოვის კოქტეილი“, რომლითაც ჩვენი უახლოესი წინაპარი ფაშიზმს ებრძოდა, წუხელ, თქვენი სულიერი და-ძმების, თქვენი თანატოლი წესრიგის დამცველების წინააღმდეგ გამოიყენა!  

 

ზემოთ ვახსენე: 

 

- „ევროპაც სახლში გვაქვს, ევროპული გზაც და ევროპაშიც ვცხოვრობთ“ ოღონდ, მოსავლელია მხოლოდ და ჩვენი „ევროპელობა“ რომ თვალხილული გახდეს,  ათმაგი შრომაა საქართველოში საჭირო, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ გიხდებათ ცხოვრება და თავის წარმოჩენა!

 

ჩვენო სასახელო შვილებო, ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი:

 

- არცერთი თქვენგანი არ ხართ აღმათაშენებული ოჯახებიდან, ფუქსავატი ცხოვრება თქვენ და თქვენს მშობლებს არ გქონიათ (რაც, არა მარტო ქართველი,  მთელი მსოფლიოს წარმატებული სპორტსმენების ბიოგრაფიის ნაწილია), მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეთ იმას, რომ შეცვალოთ ცხოვრების მატერიალური მხარე, სხვებსაც დაეხმაროთ და ეცადეთ, იგი, ქვეყნის ცხოვრების წესად აქციოთ!

 

ყოველივე ამის ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ: 

 

- რა გზას ადგანან თქვენი თანატოლი თანამემამულეები, რომლებსაც არაფერი მოჰკლებიათ ცხოვრებაში და ცივი ნიავი არ მიჰკარებიათ? 

 

- რამდენი მათგანი გაჰყვება წარმატებული სპორტსმენის უმძიმეს გზას, ვიდრე გამარჯვებულის კვარცხლბეკზე ავიდოდეს?

 

პასუხი მარტივია: 

 

- არცერთი მათგანი თქვენს გზას  არ გაჰყვება!

 

მათთთვის ადვილია, მამების მიერ, სახელმწიფო სტრუქტუტებში გაკვალულ გზაზე სიარული. საამისოდ, როგორც ზემოთ ვახსენე: 

 

- სკოლაში „ევრო-ამერიკულ“ თარგზე გამოჭრილი „უნარ-ჩვევების“ ცოდნის მიღება და უცხოეთში, უმრავლეს შემთხვევაში ამ „უნარ-ჩვევების“ უცხო ენაზე (ძირითადად ინგლისურად) გადმოცემის სწავლაც საკმარისია.

 

ერთი მთავარი მომენტი გამომრჩა: 

 

- მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდში, ქვეყნის დამხობის აქციებში უნდა გქონდეთ აქტიური მონაწილეობა მიღებული, რაც პარლამენტის და მთავრობის ეშელონებისკენ მნიშვნელოვანი საგზურია!

 

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიების ნაცვლად, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, შენობის ფანჯრების შუშების მსხვრევაში, პოლიციის მანქანების ცეცხლის წაკიდებაში და სხვა გაუგონარ ვანდალიზმში აგროვებს ჩასათვლელ ქულებს, ქვეყნის მმართველობისკენ მიმავალ გზაზე!

 

ჩემო ძვირფასო და საყვარელო სპორტსმენებო: 

 

თავზე საყრელადაა ინფორმაციები ინტერნეტსივრცეში, საქართველოში „მოღვაწე“ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომელთა სიმრავლე (მიუხედავად ჩვენი სიმცირისა) რამდენიმე ათეული ქვეყნის მთავრობას დააკომპლექტებდა. 

 

- არ გაინტერესებთ, სად არიან და რას საქმიანობას ეწევიან მათი სრულწლოვანი შვილები (სპორტსმენობა გამოვრიცხოთ), რამდენი მათგანი ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საშურ სპეციალისტად?

 

დიდი ხანია, ეს პრობლემა მაწუხებს, ბევრჯერ ვცდილვარ ზოგიერთი მათგანი წიგნთან სიახლოვით დამეინტერესებინა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან, ისინი, საბოლოოდ:

 

- „პოლიტიკისკენ“ გადაიხარნენ, სადაც „პატრონი თუ გყავს“ საქართველოში ფინანსურ-კარიერული წარმატება გარანტირებულია!

 

უნებლიეთ, ერთი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა ქართული ფილმიდან: 

 

„- ასე, ჩვენ ვერ გავფრინდებით!“

 

ჩემი სწავლება არ დაგჭირდებათ, სპორტში წარმატებასთან ერთად, თქვენ თვითონვე მიხვალთ ამ დასკვნამდე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წაეშველებით მომავალ თაობებს, მშობლიური უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნის, შესაბამის, უცხოურ უნივერსიტეტებში გასაღრმავებლად!

 

ადრე, ქართველი მეცენატები, საქართველოში წარმოების და მისი განვითარების გზით მდიდრდებოდნენ, სწავლასმოწყურებულთა დასახმარებლად ფულს არ ზოგავდნენ, რომ ქვეყანა და მისი მოსახლეობა ფეხზე დამდგარიყო. 

 

- სამწუხაროდ, დღეს, ქვეყანაში არაფერი იწარმოება; თუ იწარმოება, თითქმის ყველაფერი უცხოელების ხელშია და ისინი, იმას მაინც არ დააფინანსებენ, რაც ქვეყანას სჭირდება!

 

ამიტომ, ეს ფუნქცია თქვენ უნდა იღოთ საკუთარ თავზე (ვიცი, აკეთებთ კიდეც) და იგი მარტო ერთი მიმართულებით არ უნდა იყოს მიმართული!

 

გახსოვდეთ: 

 

-თქვენი თანადგომით განსწავლული მომავალი თაობები, დაუფასებელი შრომისგან ჯანგამოცლილ მოსახლეობას ჯანზე მოიყვანენ, ქვეყანასაც ააშენებენ და უამრავ ეკლესია-მონასტერსაც!

 

-ამას რომ მიაღწიოთ, თქვენ არ უნდა გახდეთ პოლიტანგაჟირებულთა დაპირისპირების რომელიმე მხარე!

 

 

-„ევროპაში შესვლა და ევროპული გზისთვის ბრძოლა“ რომ პოლიტიკური ბლეფია, მე მგონი დარწმუნდით! 

 

-ეცადეთ, თქვენს თანატოლებს მოუყვეთ, „ევროპაში ცხოვრება და ევროპული გზა“ რომ უზრუნველი ცხოვრების გარანტია არაა. ეცადეთ, დაარწმუნოთ ისინი, რომ „ევროპაში ცხოვრობენ“ და იგი მათთვის საოცნებო „ევროპულ დონეზე“ თვითონ უნდა ააშენონ!

 

 

ვატყობ, სათქმელი გამიგრძელდა, იმედი მაქვს, უფროსი მეგობრის რჩევად მიმიღებთ, რაც წაიკითხეთ. 

 

- ვიცი, სამშობლო, ყველაზე მეტად იმას სტკივა, ვისაც იგი უცხოობაში ესიზმრება!

- სიზმარში ნანახი განსაკუთრებულად ლამაზია!

- ცხადში ბევრად უკეთესად გექციოთ იგი, თქვენი მონდომებით და სამშობლოში მცხოვრები  თანატოლების აყოლიებით!

 

დრო და დრო, კიდევ შეგეხმიანებით!

 

ულევ წარმატებებს გისურვებთ მსოფლიო სარბიელზე!

 

დავით ქობალია

7-8 მარტი, 2023

 

P.S. სანამ სტატიას გამოვაქვეყნებდი, თბილისში პუტჩის ორგანიზატორებმა იტალიურ პრესას მიაწვდინეს თურმე ხმა:

 

"ხვიჩა კვარაცხელიას პროტესტმა და გამოქვეყნებულმა პოსტმა შედეგი გამოიღო, საქართველოს მთავრობა პუტინის საამებლად შემოტანილი კანონისთვის მოსახლეობის უმრავლესობას დაუპირისპირდა და დამარცხდა." - დაწერა Ilnapolista-მ

 

ყურადღებით მომისმინეთ ჩემო ძვირფასებო: 

 

- იტალიელების ეს ქმედება, არც საქართველოს და მითუმეტეს, კვარაცხელიას თანადგომა არ არის!

 

იტალიელებმა შესაძლოა არაფერი იციან იმის შესახებ, ამ ინფორმაციის მიმწოდებლები რომ პერმანენტულად:

 

- ხან დედას აგინებდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, ხან ოჯახს, ხან კიდევ პრეზერვატივზე ახატავდნენ მის სურათს, მხოლოდ იმის გამო, რომ იტალიაში ხვიჩას წარმატებას, საქართველოს ხელისუფლების წარმატებად აღიქვამდნენ!

 

ამჯერად კი, ხვიჩა რევოლუციონერად გამოჰყავთ,  როდესაც არავინ უწყის, რა უბედურება მოჰყვება საქართველოში მიმდნარე მოვლენებს და როგორ აისახება იგი ქვეყნის და მისი საამაყო შვილის მომავალზე!

 

ამიტომ, შეეშვით ხვიჩა კვარაცხელიას და ყველა სასახელო ქართველ ახალგაზრდას, ვისაც წილნაყრობა არ აქვთ თბილისში მიმდინარე აქციასთან!

 

დაიმახსოვრეთ, ყველა უცხოელმა და შინაურმა: 

 

- თბილისს არასოდეს დაავიწყდება გადაბუგული რუსთაველი... 9 აპრილამდე კი რამდენიმე დღე დარჩა! 

 

- შეიძლება თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რაც ამ დღეებში რუსთაველზე ხდება, მაგრამ უცოდველ ახალგაზრდებს, რომლებსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებიათ, ქვეყნის დროშა და ჰიმნი უამრავჯერ აღუმართავთ და აუჟღერებიათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: 

 

- ნუ გარევთ ამ ბინძურ საქმეში!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: