სად არის გამოსავალი?
პრაქტიკულად ერთი წელიწადია არ ცხრება ვნებათა ღელვა, უნდა მივიღოთ თუ არა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ქვეყნის სუვერენიტეტზე და განვითარებაზე ფიქრობს, ითხოვდნენ ამ კანონის პროექტის უკან დაბრუნებას. ხელისუფლებამ კანონის ინიცირება ხელახლა მოახდინა
არასამთავრობოების თავგასულობას, მათ გადაჭარბებულ აგრესიას და ქვეყნის ნგრევას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ფაქტია: დღევანდელი ახალგაზრდების ნაწილი მოტყუებით გაიყვანეს „დიადი მომავლის დასაცავად“. სინამდვილეში კი ისინი ჭირდებათ მათი „ბინძური საქმეებისთვის“.
მახსოვს, პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებით და იმით, თუ რაში და რამდენად სწორად იხარჯებოდა ეს ფული - ხომ არ ფინანსდებოდა ამ ფულით ანტისამთავრობო გამოსვლები?! შევარდნაძემ არასამთავრობოების შემოწმება დაავალა მაშინდელ კონტროლის პალატას. მაშინდელი კონტროლის პალატის შესახებ კანონის თანახმად, კონტროლის პალატა ამოწმებდა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისწორეს და მთავრობის განსაკუთრებულ დავალებებს, ასე რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ისევე, როგორც ახლა, „გამჭვირვალობის“ კანონის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინაც დიდი „სკანდალი“ ააგორეს. ალყა შემოარტყეს და ბლოკირება გაუკეთეს ფინანსთა სამინისტროს შენობას, არავის შიგნით არ უშვებდნენ. მოითხოვეს მთავრობის დადგენილების გაუქმება. მაშინ ფინანსთა სამინისტროს შენობაში იყო ქვეყნის ხაზინა. მათი მიზანი იყო შეეჩერებინათ ქვეყნის ხაზინის ფუნქციონირება და გამოეწვიათ ქვეყნის პარალიზება. ერთ კვირაზე მეტი ხაზინა არ ფუნქციონირებდა და ყველანაირი გადარიცხვები გაჩერდა - ქვეყანა მთლიანათ პარალიზებული იყო. როცა სიტუაცია კრიტიკული გახდა, შევარდნაძის მთავრობა იძულებული შეიქმნა დადგენილება გაეუქმებინა.
ამ ქაოსს, განუკითხაობას და მთელი ქვეყნის პარალიზებას, მაშინდელი არასამთავრობოები ეძახდნენ „დემოკრატიას“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“. ეს ისტორიული შემთხვევა იმიტომ გამახსენდა, რომ მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას, რაზე არიან წამსვლელები ქვეყნის მტრები და დამაქცევლები. მეორეც იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ ვის გვერდით დგანან. მაშინ ხაზინის ბლოკირებით ზემოქმედება მოახდინეს მთავრობაზე და აიძულეს უკონტროლო ფული, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნაში არეულობას და მუდმივ დესტაბილიზაციას ხმარდება არ შემოწმებულიყო. ახლაც ზუსტათ იგივე მიზნების მისაღწევად, ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული „შავი ფული“ რომ არ შემოწმდეს (რომელიც ძალიან დიდი ალბათობით დღესაც ქვეყნის დესტაბილიზაციაზე და არეულობაზე იხარჯება), იარაღად ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას და უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იყენებენ.
რუსული კანონიაოამბობენ, მაგრამა ამის დასამტკიცებლად არგუმენტები არა აქვთ. სინამდვილეში კანონი რუსულია მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ რეაქციულ ძალებს არ აწყობთ ამ კანონის მიღება.
მე-5 კოლონის წარმომადგენლები ხალხს მასიურად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, ისინი არწმუნებენ საზოგადოებას, „ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობას და ევროპულ პერსპექტივას გვაკარგინებსო“!
„გამჭვირვალების“ კანონი აუცილებელია იმისთვის, რომ გარეძალებმა არ მოახდინონ ქვეყანაში „არჩევნების გზით“ (ნაყიდი ხმებით) ხელისუფლებაში მარიონეტების მოყვანა, მთავრობის გადატრიალების, რევოლუციების, არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა.
ამ კანონის გარეშე კი რა გამოდის? კოლექტიური დასავლეთი თვითონ აფინანსებს მე-5 კოლონას და ხალხის დიდი მასის მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოყვანას. თვითონვე აცხადებს, რომ მთავრობით უკმაყოფილო ხალხი მასიურად ქუჩაში გამოვიდა. თვითონვე ახდენს მთავრობის გადატრიალებას (ეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციებს) და ეს მოაქვს როგორც უკმაყოფილო ხალხის საერთო-სახალხო აჯანყება მთავრობის წინააღმდეგ. თვითონვე ქმნის ახალ ეგრეთწოდებულ ტექნიკურ (დროებით) მთავრობას. თვითონვე აძლევს მათ ლეგიტიმაციას. თვითონვე ატარებს და თავის სურვილის შესაბამისად აყალბებს არჩევნებს. მათივე დამკვირვებლები,ანუ თვითონვე აცხადებენ, რომ „არჩევნებზე იყო დარღვევები, მაგრამ მათ საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“. თვითონვე ხელისუფლებაში მოყავს მათი ხელქვეითი მარიონეტული ხელისუფლება. და აი ამ ფარსს ჩვენი დასავლეთელი „მეგობრები“ ეძახიან „ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსის შენარჩუნებას“.
ამასთან, კოლექტიური დასავლეთი არ გაძლევს საშუალებას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა და ხალხმა ნორმალურად იცხოვროს. არ გაძლევს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას. არ გაძლევს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საშუალებას. ერთი სიტყვით, ცალკე სისტემაა აწყობილი იმისთვის რომ ქვეყანა არ განვითარდეს და მოსახლეობამ მუდმივ გაჭირვებაში იცხოვროს!
რაც 30 წლის განმავლობაში „კოლექტიურმა დასავლეთმა“ ქვეყნიდან გაიტანა, ის რომ ქვეყანას მოხმარებოდა განვითარებული კი არა ახლა აყვავებული ქვეყანა ვიქნებოდით.
30 წლის „დამოუკიდებლობის“ შემდეგ პრაქტიკულად რა შედეგი გვაქს? ჩვენ ვართ კოლონია და ვიმყოფებით გაცილებით უფრო მძიმე კოლონიურ მდგომარეობაში, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს! ევროპიდან ჩამოსულმა მინისტრებმა ზუსტად ეს გვითხრეს „ევროკავშირის წევრობა თუ გინდათ სუვერენიტეტი უნდა დათმოთ და ევროკავშირს დაემორჩილოთო“. სამწუხაროდ დასავლეთმა და მათმა პოლიტიკამ მოსახლეობის ერთ ნაწილს, (განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ნაწილს), ტვინი ისე გამოურეცხა და ისე დააზომბირა, რომ მზად არიან ქვეყნის სუვერენიტეტი დათმონ, ქვეყანაც გაყიდონ 30 ვერცხლად, ოღონდაც ევროკავშირში შევიდეთ! ისინი თვლიან რომ ევროპაში შესვლით ყველაფერი მოგვარდება და გაბრწყინებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ.
ჩვენ მასე გვეგონა 35 წლის წინ და რა მივიღეთ? ეკონომიკურად გაპარტახებული და სოციალურად დაქცეული ქვეყანა, მასიური უმუშავრობა და საშინელი გაჭირვება. რით დაგვეხმარა დასავლეთი? ვალებით, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაგვაკაბალა. ფორმალურად - დეიურე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რეალურად (დეფაქტო) კოლონიად გვაქციეს! პრაქტიკულად სიმბოლურ ფასებში ქვეყნიდან გაიტანეს და გააქვთ ყველაფერი, თუ რამის გატანა შეიძლება...
დღევანდელი ახალგაზრდობა იგივე შეცდომებს უშვებს რაც ჩვენ დაუშვით 35 წლის წინათ! მაშინ ჩვენი თაობა ვიბრძოდით და მოვითხოვდით საბჭოთა კავშირიდან გამოსავალას, დამოუკიდებლობის აღდგენას და სუვერენიტეტის მოპოვებას. დღევანდელი თაობა კი პირიქით, იბრძვის და მოითხოვს ევროკავშირში შესვლას, სუვერენული უფლებების (სუვერენიტეტის) ევროკავშირისთვის გადაცემას - მათდამი უპირობო მორჩილებას, ანუ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას!
ჩვენ გვჯეროდა ევროპის და ამერიკის და დიდ იმედებს ვამყარებდით მათზე, თუმცა იმედგაცრუებულები აღმოვჩნდით. გავა წლები და დღევანდელი თაობაც ისეთივე იმედგაცრუებული იქნება, ამის ყველა ნიშნები უკვე სახეზეა. გავიხსენოთ, კომუნისტებმა 70 წლის განმავლობაში, საქართველოში 4300 საწარმო ააშენეს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი, დასავლეთის პატრონაჟით მთელი 35 წლის განმავლობაში 1 წარმოებაც კი არ აშენებულა - პირიქით, ყველაფერი გააკეთეს რომ ბოლომდე გაენადგურებინათ ჩვენი ეკონომიკა!
ახლა დავსვათ ლოგიკური კითხვა: რას მოგვცემს ევროპა და ევროკავსირში გაწევრიანება? წლების შემდეგ აღმოვაჩენთ რომ იმავე „ჭაობში“ ვიმყოფებით, რომელშიც 35 წლის წინ აღმოვჩნდით და დღესაც ვართ, იმ განსხვავებით, რომ უსაშველოდ გაზრდილი ვალები გვექნება და ამ ვალების გასტუმრების არანაირი შესაძლებლობები არ გვექნებება! თუ სუვერენიტეტის გზას დავადგებით და ევროკვშირიდან გასვლა მოვინდომეთ, თავაზიანათ გვეტყვიან: ჯერ ვალები გაისტუმრეთ და მერე გადითო! ანუ იმყოფები კავშირში საიდანაც გასვლის უფლება კი გაქვს, მაგრამ ვერასოდეს გახვალ. ასეთი მდგომარეობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას. შევადაროთ ევრო კავშირის ქვეყნების ვალები ევროკავშირში შესვლამდე და დღევანდელი მდგომარეობით. სხვათაშორის, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვი ცენტრალური ბიუჯეტიდან სოლიდურ დიდ თანხებს გვირიცხავდა, მაგრამ არაფერი უკან დასაბრუნებელი არ იყო, ანუ სსრკს დროს მოსკოვი ფინანსურად არ გვაკაბალებდა! რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, იგივე რომ მოსკოვს გაეკეთებინა და რაც მაშინ საქართველოში გაკეთდა, ვალებში ჩაეთვალა, ტრილიონობით დოლარი ვალად დაგვედებოდა და დღესაც სსრკ-ში ვიქნებოდით!
ევროკავშირის მაგიური ხაფანგი
ევროკავშირიის „სიკეთეების“ მაგალითი დღევანდელი საბერძნეთის შემთხვევაა, თუ ევროკავშირმა დამდგარი ვალის გადახდას რესტრუქტურიზაცია (გადავადება) არ გაუკეთა და ახალი ვალი არ მისცა, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. სავარაუდოდ ვალების გამო აიძულეს და მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანას მიაღებინეს კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. ასეთივე მდგომარეობაშია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა.
ევრო კავშირის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო კანონი ერთ სქესიან ქორწინებაზე. ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს „ზოოფილიის“ (ცხოველებთან სექსის) კანონის განხილვა. ბევრ ქვეყანაში „ზოოფილია“ კანონით დასჯადი აღარაა. დღევანდელი ევროპა „სოდომური“ ევროპაა და მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყნისთვის ეს კავშირი სრულიად მიუღებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, დღევანდელი თბილისის ქუჩები ამის ნათელი დადასტურებაა. ეს ორგანიზაციები საკუთარი მიზნების მისაღწევად მზად არიან ქვეყანა სამოქალაქო ომში გახვიონ!
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, უამრავი კითხვები იბადება: რა ვითარება გვაქვს ამ კანონთან მიმართებაში დღეისათვის? ვინ რა მიზნებს აღწევს ამ კანონის მიღება-არ მიღებით?რატომ მოხდა ამ კანონის მიღება სწორედ ახლა? რატომ გამოიწვია ამ კანონმა ამხელა აჟიოტაჟი ქვეყნის შიგნით და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გარეთ?რა არის მიზეზი დასავლეთის ქვეყნების ასეთი დაუჯერებელი მძაფრი რეაქციისა?რატო აქვთ აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების ჩინოვნიკებს ასეთი გაუგონარი რეაქცია ამ კანონზე. ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მოითხოვენ მის უკან გაწვევას, მაშინ როცა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს და დანარჩენი მსოფლიოს ამ კანონის წინააღმდეგ არაფერი აქვთ?!
შევეცადოთ ამ კითხვებზე პასუხები ვიპოვოთ? მანამდე კი პასუხი გავცეთ ერთ საინტერესო კითხვას: რატომ მოგვანიჭეს „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“?
იმიტომ, რომ:
1. ევროპას უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპას.
2. ევროკავშირი საქართველოს გავლით ღებულობს შედარებით იაფი ენერგომატარებლების საგრძნობ რაოდენობას. როცა დასავლეთი გვემუქრება, რომ უარს გვეტყვის გარკვეული სიკეთეების მიღებაზე, მაგალითად გადაიხედება „უვიზო მიმოსვლა“, ჩვენც შეგვიძლია დიპლომატიურად, მაგრამ გასაგებად უთხრათ, რომ გადაიხედება საქართველოზე ენერგომატარებლების გატარების პირობები. სხვათაშორის ენერგო მატარებლების გატარებაზე მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტარიფი რაც არის იმის ნახევარსაც არ იხდიან.
3. აზია - ევროპის სამი დერეფნიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შუა დერეფანი ხდება. ჩრდილო კოლიდორი უკრაინის ომის გამო საერთოდ არ მუშაობს. სამხრეთ დერეფანი ისრაელ-პალესტინის ომის გამო პრაქტიკულად არ მუშაობს. ასე რომ თუ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას გაგვიჩერებს, ჩვენ ამით დიდად არ დავზარალდებით. აი მაგათ ენერგო და სატვირთო დერეფნებმა თუ ნორმალურად არ იმუშავა ევროპას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.
4. დასავლეთსა და საქართველოს შორის „ცივი ომის“ პირობებში „კანდიდატის სტატუსზე“ უარის თქმა „ქართული ოცნების“ მთავრობას იძულებულს გახდიდა უარი ეთქვა ევროპულ ორიენტაციაზე და მოკავშირეები ეძებნა, ანუ ორიენტაცია აეღო რუსეთზე ან ჩინეთზე. ეს იმას ნიშნავს რომ ამერიკა და ევროკავშირი მთლიანად დაკარგავდა გავლენას საქართველოზე და კავკასიაზე.
5. საქართველომ შეიძლება შეიცვალოს ორიენტაცია და ორიენტაცია აიღოს გაცილებით უფრო პერსპექტიულ, მრავლის მომცემ და თანაბარსწორობაზე დაფუძვნებულ „ბრიქსის“ გაერთიანებისკენ.
6. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის“ მოცემით დასავლეთი საქართველოში ინარჩუნებდა მუდმივი დაძაბულობის რეჟიმს.
ასე რომ, კანდიდატის სტატუსს რომ მოგვცემდნენ ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოებმა დიდი ხანია იცოდნენ და შესაბამის პროგნოზებსაც აკეთებდნენ.
იგივე მიზეზების და სხვა მრავალი ფაქტორის გამო, ევროკავშირის წევრებიც გავხდებით. თანაც, თუ საქართველოს მთავრობამ პრინციპული და სწორი პოლიტიკა გაატარა ამის გაკეთება ძალიან მალე მოხდება. ამისათვის დიპლომატიის ენაზე ჩვენ დასავლელ მეგობრებს მკაცრად და პრინციპულად უნდა ველაპარაკოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები, იქეთ უნდა ვემუქრებოდეთ და ვერ უნდა გვიბედავდნენ აქეთ დამუქრებას, ამისათვის კარგად უნდა დაუთვალოთ და ციფრებით ვანახოთ, როგორ გვაძლევენ მილიონებს და როგორ მიაქვთ მილიარდები! მაგათმა რეკომენდაციებმა და რჩევებმა რამდენი ნგრევა მოუტანა ქვეყანას და რა აგვიშენეს, რამდენი ტრილიონით გვაზარალეს და სანაცვლოდ რა მივიღეთ. ასევე კარგად უნდა დაუთვალოთ და ციფრებში ვაჩვენოთ რა სიკეთეებს, აღმშენებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ განვითარებას მოგვიტანს „ბრიქსის“ გაერთიანებაში შესვლა და რას გვთავაზობს სანაცვლოდ ევროკავშირი. ისიც უნდა დავითვალოთ და ციფრებში გაწერილი ვანახოთ, რა ეკონომიკურ ზარალს ვნახავთ ევროკავშირში გაწევრიანებით და როგორ მოხდება ამის კომპენსაცია - კრედიტებით და ვალებით?, ეკონომიკური დაკაბალებით და ეკონომიკური ანექსიით? მანამ თვლას, ქვეყნის ინტერესების დაცვას, პრინციპულად „დგომას“ არ ვისწავლით, დასავლეთი ყოველთვის იქნება მეტროპოლია და ჩვენი ქვეყანა კოლონია.
რაში სჭირდებოდა საქართველოს მთავრობას დასავლეთთან უკიდურეს გამწვავებაზე წასვლა? რატომ დააბრუნა კანონი, რომლის გამოც ერთი წლით ადრე სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა ქვეყანა?
ზოგი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთთან უნდოდა შეეჯახებინა კონსერვატორული პარტიის (რომელიც ცოტა ხნით ადრე გააუქმა) მომხრეები და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მომხრეები, რომლებიც ამ კანონის დაბრუნებით მასიურ გამოსვლებს მოაწყობდნენ. ანუ ერთმანეთს უპირისპირებდა ეროვნულ ძალებს და მე-5 კოლონას. ეს ვერსია არა დამაჯერებელია.
რატომ გააუქმეს კონსერვატორული პარტია?
იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსერვატორული პარტიის მომხრეთა ხმების წაღება უნდა, ჩემი აზრით არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაშ, რა მიზნები ამოძრავებდა „ქართულ ოცნებას“, როცა კანონმდებლობის უკიდურესად უხეში დარღვევით ჯერ კონსერვატორული პარტია გააუქმა, მერე კი კონსერვატორებისთვის „ნაჩუქარ“ პარტიას მოქმედება შეუჩერა?
კონსერვატორული პარტიის წევრებმა ენერგიული მოქმედებებით, რაიონებში ხალხთან შეხვედრებით და თავიაანთი იდეოლოგიის პროპაგანდით, გააქტიურა და მოქმედებაში მოიყვანა „პასიური ამომრჩეველი“. ეს ის ამომრჩეველია, რომელიც თვლის, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება და არჩევნებზე არ დადის. ანუ, ისინი არც „ქართული ოცნების“, არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მომხრეები არ არიან. პასიური ამომრჩეველი 60 პროცენტზე მეტია და მათი რიცხვი 1,5 მილიონს აჭარბებს.
თუ პასიური ამომრჩევლების თუნდაც ნახევარი გააქტიურდება, არჩევნებზე მივა და ხმას კონსერვატორულ ძალებს მისცემს, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ უმრავლესობას კი არა, უბრალო უმრავლესობასაც ვეღარ აიღებს. ამ სცენარით მოვლენების განვითარება „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, კონსერვატიულ პარტიას ყველანაირად ხელს უშლიდა: გაუუქმეს საბანკო ანგარიშები, პრობლემებს უქმნიან ინტერნეტში წვდომაზე, მათ ტელევიზიას შეუზღუდეს მაუწყებლობის არეალი... როცა ამ ყველაფერმა არ უშველა 3 წლის წინ რეგისტრირებული პარტია, სრულიად უსუსური მიზეზით, უკანონოდ გააუქმეს. უკანონობა წინასწარ განზრახვით იქნა ჩადენილი. როცა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ეკითხებოდნენ, რატომ გააუქმეთ კონსერვატიული პარტიაო, ყველა ერთი და იგივეს პასუხობდა: „ჩვენ რა შუაში ვართ, მიმართეთ სასამართლოსო“. სასამართლო დავები თვეობით და წლობით გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსერვატორები ამ არჩევნებს გამოტოვებდნენ, „ქართული ოცნების“ მიზანი ზუსტათ ეს იყო, როცა პარტიას აუქმებდა. ზუსტად იგივე მიზეზებით შეუჩერა ფუნქციონერება მეორე „ნაჩუქარ“ პარტიასაც.
არც ჩვენ დასავლეთელ „მეგობრებს“ აწყობდათ ამ სცენარით მოვლენების განვითარება, როცა ამომრჩელეთა დიდი რაოდენობა არჩევნებზე მიდის, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მარიონეტების არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოყვანა.
საზოგადოების ერთ ნაწილში არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ ლიბეალურიდან ეროვნულ - კონსერვატორულ პლატფორმაზე გადავიდა. ამიტომ დააბრუნა „გამჭვირვალობის“ კანონი უკან, რომ გააკონტროლოს პროდასავლური ლიბერალური ძალების, მე-5 კოლონის, ფინანსური ნაკადები.
ეს მოსაზრება საფუძველშივე მცდარია. ლიბერალიზმი, ისევე როგორც კონსერვატორიზმი, ორივე იდეოლოგიაა და აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივე მადგანი ორი სხვადასხვა ცნობიერებაა. იდეოლოგია შინაგანი მრწამსია-ცნობიერებაა და წლების განმავლობაში ყალიბდება და მისი შეცვლა უცებ ერთ დღეში არ ხდება. ეს იგივეა, რომ წლების განმავლობაში „ათეისტი“ იყო და უცებ მორწმუნე გახდე.
„ქართული ოცნების“ გაკონსერვატორება წინა საარჩევნო მანიპულაციებია მოსახლეობის ხმების მისაზიდად და სხვა არაფერი. 12 წელი ლიბერალობდნენ და ლიბერალური დღის წესრიგი ჰქონდათ, ლიბერალური იდეოლოგიის შესაბამისად იღებდნენ კანონებს. ვფიქრობ, ამ კანონებით ანგრევდნენ ოჯახებს, ანგრევდნენ სახელმწიფოს (მიწების გასხვისება, უცხო ტომელების შემოსახლება, ქართველების მიგრაცია...). ქართული ოცნების მართველობის პერიოდში სკოლებში ქართული ეროვნული პატრიოტული სწავლება მთლიანათ ჩანაცვლდა ლიბერალური იდეოლოგიის შესაბამისი სწავლებით, ამის შედეგად ახალგაზრდობაში თითქმის მთლიანად დაიკარგა ყველაფერი ქართული, ეროვნული ცნობიერება, ტრადიციული ღირებულებები და ა.შ.,
ავიღოთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლოზუნგი: „ღირსებით ევროპისკენ“ ანუ „ქართული ოცნება“ გვეუბნევა „ეროვნული ტრადიციებით და ღირებულებებით შევდივართ ევროპაში“. კი მაგრამ, რანაირად? დღევანდელი სოდომისტური - ლიბერალური ევროპა ღიად, გახსნილად, მოურიდებლად და გასაგებად პირდაპირ გეუბნება თუ ჩემთან გინდა ჩემი დღის წესრიგით, ჩემი კანონებით უნდა იცხოვრო და მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთოო!
„ქართულ ოცნებას“ ვეკითხები: როგორ აპირებთ სოდომისტური ევროპის „გარყვნილების მორევში“ ქართული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას?!
ლოზუნგი: „ღირსებით ევროპისკენ“, წინასაარჩევნო ტრიუკია და სხვა არაფერი. დამთავრდება არჩევნები და გაჩნდება ახალი ლოზუნგი მაგალითად „წინ ევროპისკენ“.
თუ ერთგვარ რეზიუმეს გავაკეთებთ, არანაირი პლათფორმა „ქართულ ოცნებას“ არ შეუცვლია ლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ და ამავე იდეოლოგიას გააგრძელებენ არჩევნების შემდეგ, მათი გაკონსერვატორება დროებითია, არჩევნებზე სჭირდებათ. გარკვეული ეროვნული მიმართულების ქმედებები და კანონების ინიცირება იმიტომ ჭირდებათ, რომ მათ „გაკონსერვატორობას“ დამაჯერებლობა შესძინონ.
ალბათ მკითხველი დასვამს ლოგიკურ კითხვას: მაშინ რაში სჭირდებოდათ „გამჭვირვალობის “კანონის უკან დაბრუნება, სამი მოსმენით მიღება, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ქვეყნის არევა სამოქალაქო დაპირისპირება და „დასავლეთთან“ვთარების უკიდურესად გამწვავება?
იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, „ქართულ ოცნებას“ ეს კანონი აუცილებლად სჭირდებოდა. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში დარჩენა გადაწყვიტა, სულაც არ გამოვრიცხავ, იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ზოგადად, როცა ქვეყანას მძიმე დღეები უდგება, ადამიანები სხვანაირად აზროვნებას იწყებენ და თავგანწირვის მაგალითებს აჩვენებენ! ამის მაგალითია 84 დეპუტატის თავგანწირვა: მუქარის, შეურაცხყოფის, ბულინგის, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მიუხედავად, დაიცვეს ქვეყნის ინტერესები და კანონი მიიღეს. ეს გმირობის ტოლფასია და ისტორია ასეთ ადამიანებს არ ივიწყებს! თუმცა, სამწუხაროა, რომ დღეს ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ გარდა არ არის ძალა დღევანდელ მძიმე გამოწვევებს რომ გაუმკლავდეს. მეორეს მხრივ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ კარდინალურად არ შეცვალა პოლიტიკა და ძველებურად გააგრძელალიბერალური დღის წესრიგით ქვეყნის მართვა და დასავლეთის მარიონეტად დარჩა, თვითონ „ქართული ოცნება“ იქნება ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე.
რა მიზნებს ისახავს და რაში ჭირდება ქართულ ოცნებას „გამჭვირვალობის“ კანონი:
1. ამ კანონით ქართული ოცნება პრევენციას აკეთებს. არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მასიური გამოსვლები მოხდება, ამას დიდი დაფინანსება ჭირდება. „გამჭვირვალობის“ კანონის პირობებში ეს შეუძლებელია. არასამთავრობოებმა თუ მაინც დააფინანსეს ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, უცხოეთიდან მიღებული თანხებით მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების დაფინანსება დანაშაულია!
2. თუ ქართული არასამთავრობოების გავლით მეზობელი ქვეყნების ოპოზიციები ფინანსდება და ეს დიდი ალბათობით ასეა, ამაზე მეტყველებს დასავლეთის გაუგონარი რეაქცია, „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდება ისეთ „იარაღი“ სავაჭროდ, რომ „კოლექტიურ დასავლეთს“ იქეთ წაუყენებს პრეტენზიებს, პირობებს და მოთხოვნებსაც კი.
3. დიდი ალბათობით არასამთავრობოები აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს. „გამჭვირვალობის“ კანონით ამას ვეღარ შეძლებენ, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია. გარდა ამისა თუ დადგინდა, რომ პარტიები უცხოეთიდან ფინანსდება, მთავრობას შეუძლია ასეთი პარტიები არჩევნებიდან მოხსნას.
თუ ქუჩის მოვლენებს გავაანალიზებთ, აქაც ძალიან საინტერესო ამბები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ შეიკრიბა ხალხის საკმარისი მასა იმისთვის რომ გადატრიალება მოეხდინათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. საპროტესტოდ გამოსულ ახალგაზრდობას ერთადერთი მიზანი აქვს - არ შეფერხდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
რატომ?
საქართველოში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, ახალგაზრდობა თავიაანთი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას ევროკავშირში გაწევრიანებაში ხედავს. ესაა მათი მიზანი და არა მთავრობის გადატრიალება და არეულობა. ახალგაზრდობის ერთი ნაწილი გასართობად მიდის და ისიც კი არ იცის, რაზე ტარდება აქცია. ასევე არის „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ დატრენინგებული ახალგაზრდობის მცირე ჯგუფი, რომლებიც დავალებებს ასრულებენ.
ბევრი სვამს კითხვას: რატომაა „გამჭვირვალობის“ კანონზე დასავლეთის მხრიდან ასეთი საშინელი, ყველანაირ ზღვარს გადასული აგრესია?
ამაზე სხვადასხვა ვერსიებია, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ეს ვერსიები.
ერთი ვერსიით, დასავლეთი ხელისუფლებას არ პატიობს ურჩობას, „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა მე-2 ფრონტის გახსნაზე, არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არ გადასცა უკრაინას შეიარაღება, უარი თქვა კოალიციური მთავრობის შექმნაზე და ა.შ. ეს ვერსია არადამაჯერებელია
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ამ კანონის მიღებით, დასავლეთი ვეღარ დააფინანსებს ქართულ არასამთავრობოებებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაკარგავს ქვეყანაზე გავლენას. ესეც არადამაჯერებელი ვერსიაა - ის თანხა, რაც საქართველოში სჭირდება, „ქეშათ“ შემოიტანს.
კიდევ ერთი ვერსიით ასეთი რეაქცია იმითაა გამოწვეული, რომ ეგრეთ წოდებული „ატკატები“ მიდის დასავლეთის ჩინოვნიკებთან. შეიძლება ეს ვერსია ყველაზე ახლოსაა რეალობასთან, არავინ მილიონებს არ მოგცემს თუ მათი პირადი ინტერესები არაა გათვალისწინებული, თანაც ევროპიის ჩინოვნიკების ერთი ნაწილი კორუფციაშია მხილებული და საქმეებია აღძრული. თუმცა, ესეც არ უნდა იყოს ის მიზეზი, რის გამოც ამხელა აგრესიას აქვს ადგილი.
აი, თუ, ჩვენი არასამთავრობოები, დასავლეთის ფულით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ მეზობელი ქვეყნების მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს, რევოლუციებს, მთავრობის გადატრიალებებს, ტერაქტებს და ა.შ. ეს უკვე გლობალური მსოფლიო მაშტაბის სკანდალია! თუ ეს ვერსია მართალია, ამერიკის და ევროკავშირის ისედაც სერიოზულად შერყეული რეპუტაცია, კიდევ უფრო მეტად შეირყევა. ჩემი აზრით, ზუსტად ამ ვერსიას შეესაბამება დასავლეთის გაუგონარი აგრესია, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამ კანონის უკან გაწვევის მოთხოვნა. უკვე გასაგები ხდება, რატომ შეიძლება ასეთი კანონი ჰქონდეს სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ არა. თუ ეს ვერსია სიმართლეა, გაცილებით მძიმე შედეგებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში.
ამასთან ერთად, სავარაუდოდ „ატკატებიც“ იყო, პარტიების დაფინანსებაც, პრაიდების დაფინანსებაც და უამრავი სხვა რამ, რაც ზრდის „გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეებს და კიდევ უფო აძლიერებს ამ კანონის წინააღმდეგ რეაქციას.
პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამთკიცებს, რომ ეს კანონი არაფერს არ იძლევა, არასამთავრობოები მხოლოდ წელიწადში ერთხელ აბარებს დეკლარაციას და მეტი არაფერი. იმასაც ამბობენ, რომ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება არასამთავრობოებს დაეკისროს ჯარიმაა. მართლაც, ეს კანონი მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებს თუ არასამთავრობომ უარი თქვა დეკლარაციის ჩაბარებაზე, დაგვიანებაზე, ან არასწორად შევსებაზე - მონაცემების გაყალბებაზე და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ კანონით იუსტიციის სამინისტროს დეკლარაციის გადამოწმების უფლება აქვს. გადამოწმების დროს თუ აღმოაჩინეს კანონდარღვევებს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმეში ერთვება პროკურატურა და შესაბამისი სამსახურები. თუ დაჭირდათ მათ შეუძლიათ შეამოწმონ კონკრეტული არასამთავრობოს საქმიანობა მისი დაარსების დღიდან. აი ესაა არასამთავრობოებისთვის პრობლემა, ამ კანონით, რაც არ უნდა სუსტი იყოს, უამრავი უკანონობა შეიძლება აღმოაჩინონ. „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების გენიალობაც ამაში მდგომარეობს, რომ წარმოადგინა უმარტივესი კანონი, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთის „ტვინებს“, სამსახურებს და ინსტიტუტებს არგუმენტები არა აქვთ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოითხოვენ მის უკან გაწვევას. სწორედ აქაა პარადოქსი და „ძაღლის თავი ჩამარხული“ - სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ისინი, ვინც ნეიტრალურები არიან და ისინიც კი, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია ამ შემთხვევაში „გამჭვირვალობის“ კანონს და „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
და ბოლოს მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“!
თუ ქვეყნისთვის კარგი გინდათ და თუ გინდათ, რომ არჩევნების შემდეგ მშვიდობა შეინარჩუნოთ და ქვეყანა სწრაფად განავითაროთ, თქვენ საშუალება უნდა მისცეთ „კონსერვატორებს“ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ერთიანი ბლოკით გამოხვიდეთ. ჩემი აზრით ეს იქნებოდა ქვეყნის განვითარებისათვის და მშვიდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო ვარიანტი. ერთის მხრივ, ვერავინ გაბედავდა არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანას (რომც გაბედონ აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა იქნება), რითაც სრულად განეიტრალდებოდნენ დასავლეთის რეაქციული ძალები, რომელთა სურვილია მარიონეტების და ქვეყნის დამაქცევლების ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. ხალხისგან მიიღებდით კონსტიტუციურ უმრავლესობას და ნებისმიერ საკითხს საკანონმდებლო დონეზე უპრობლემო მხარდაჭერა ექნებოდა. დაამტკიცებდით რომ ქვეყნისთვის დამღუპველი ლიბერალური იდეოლოგიიდან ეროვნულ იდეოლოგიას დაუბრუნდით.
ამ ბლოკის შექმნით, თქვენ, ქართულ ოცნებას (და ჩვენ ქვეყანას) ღმერთმა მოგცათ შესაძლებლობა, რომ ერი და ბერი გააერთიანოთ, „ერთ მუშტათ შეკრათ“ და დაიწყოთ უდიდესი აღმშენებლობა. თუ ამას შეძლებთ და გააკეთებთ, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე ქვეყნისათვის. არ გაუშვათ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან!!
ნასყიდა დარბუაშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი