SOS, SOS, SOS! ვისაც ყურის აქვს, ისმინოს!

SOS, SOS, SOS! ვისაც ყურის აქვს, ისმინოს!

ისე უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობები, რომ
რელიგიის, ტრადიციის ერთგულება, კაცობრიობის ისტორიას შემორჩენილი მათი ქვეყნის სასახელო წარსულის, წინაპრების სახელების ხსენება ესირცხვილებოდეთ... მეზობელი ქვეყნები, მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციებით შეარჩიონ და ასე დაისახონ ისინი მტრად და მოკეთედ!“


ევრო-ამერიკულისაიდუმლო პროექტიდან
დაუმორჩილებელი, მცირე ქვეყნების სამართავად.


22 მარტს, საქართველო-სომხეთის ფეხბურთელთა განმეორებითი ისტორიული დაპირისპირების წინა დღეს, პირველ შეხვედრაში გამარჯვებულ ქართველებს და დამარცხებულ სომხებს მისასალმებელი და ასევე გამამხნევებელი სტატუსი მივუძღვენი, სადაც 11 წლის წინანდელი, გაზეთ ილორში გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდი მოვიხმე.


კურიოზი, რომელსაც ჩემი რესპონდენტი, −  ნინოწმინდელი ხაჩატურ ბდოიანი იხსენებს, დიდი ხნის წინ, „რაზდანისსტადიონზე, ერევნისარარატისდა თბილისისდინამოსდაპირისპირებას მოჰყვა.


რამდენჯერმე ვცადე იგი ფეხბურთის მოყვარულთა ჯგუფებში გამეზიარებინა, მაგრამ, იმდენჯერვე დაიბლოკა, რაც არასოდეს პრობლემა არ ყოფილა და ვერ დავმალავ,  არასასიამოვნო ეჭვები გამიჩინა!


ცუდ ემოციებს შეეშვით, ის ნამდვილად არ მიფიქრია, რაც გუშინ საღამოს დინამოს სტადიონზე მოხდა! მაგრამ, დღეს კი ნამდვილად მეპარება ეჭვი, ზემოთხსენებულიფეისჯგუფებისდა მათი მმართველების, ჭეშმარიტი სპორტის და ფეხბურთის განვითარების ერთგულებაში!


არ მინდა დაგამძიმო ჩემო ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იმისი ართქმა არ იქნება, 20 წლის წინ ბრიუსელში .. ევროგაერთიანების შტაბბინაში გამართული ჟურნალისტების შეხვედრაზე მოვისმინე და შემდგომ, კულუარებში მცირე ჯგუფებში მარტივად გასაგებად გაიშიფრა:


პატარა, გამაღიზიანებლად თავმომწონე ქვეყნებს, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევენ თავიანთი .. „საამაყო წარსულით და წინაპრებით“, რაც ხელს უშლისგლობალურიმსოფლიო პროეექტების განვითარებას, ყველანაირი საშუალებით უნდა გავაგებინოთ, რომ ის, რაც მათ საამაყოდ და თავის მოსაწონებლად მიაჩნიათ, დრომოჭმული, სამარცხვინო და უსარგებლოა!


ზრდასრულებში, მეტწილად, შეუძლებელი იქნება ამ აზრის კულტივირება, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ, ჩვენი მიზანი მოზარდი თაობაა


ისინი ისე უნდა აღვზარდოთ, რომ თავიანთი ქვეყნის, მისი ისტორიის, წინაპართა სახეების ხსენება, მათში სირცხვილის და უხერხულობის გრძნობას იწვევდეს!

მათი ურთიერთობები, ოჯახიდან დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ჩვენი პროგრამებით უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს!


ამისათვის, ასეთ ქვეყნებში, წიგნიერ პერსონებად და სახელგანთქმულ პოლიტიკოსებად აღიარებული სახელები უნდა გამოვიყენოთ (საქართველოს შემთხვევაში ძმები ბერძენიშვილები, ედუარდ-უხსენებელი და მიშა-შეურაცხადი შენიშ. ..), მათმა უნდა დაიწყონ საქვეყნოდ აღიარებული ისტორიული პირების და მოვლენების უარყოფა, დაკნნება და გაცამტვერება


სწორედ ამ, .. ევრო-ამერიკულიპროგრამის გაგრძელებაა ის, რაც გუშინდინამოსსტადიონზე მოხდა!


დაპირებისამებრ, მცირედი შემოკლებით, გთავაზობთ 13 წლის წინ გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, სამწუხაროდ, დღევანდელობას ეხმიანება!


გულახდილი საუბარინინოწმინდისსომხური ეკლესიის ნათლიმამა ხაჩატურ ბდოიანთან


არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, თუ რომელიმე გაზეთს ან ტელეარხს სათქმელი შემოელია, საკუთარი მკითხველის თუ მაყურებლის გამოსაფხიზლებლად აუცილებლად ჯავახეთს უნდა მიადგეს. ყველა მათგანმა (არ არის აუცილებელი, იქ ნამყოფია თუ არა), ისეთი რამ უნდა დაწეროს და მოყვეს, ქვეყანას რომ ააფორიაქებს, მტერს გულს გაუხარებს და მოყვარეს კიდევ გაუხეთქავს!


რა მოჰყვება ამას სულაც არ ადარდებთ. მთავარია, კიდევ ერთხელ ახმაურდა პრესა და ტელევიზია ჯავახეთზე, რის ხარჯზეც სხვა, უფრომნიშვნელოვანი რამ გადაფარა და განმუხტა ხელისუფლებამ!.. ჯავახეთი კი, კვლავინდებურად ღვთისანაბარად რჩება მიგდებული!


ამ ზახულსილორი ესტუმრა ჯავახეთს და მთელი ნომერი მიუძღვნა ამ სწორუპოვარ კუთხეს. ამიერიდან პერიოდულად დაიბეჭდება მასალები, როგორც ისტორიულ, ასევე ყოველდღიურ ყოფით თემებზე, ქართველ-სომეხთა თანაცხოვრებასა და ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე ბუნების გარდა, ქვეყნის უგუნურმა მთავრობამ რომ მოგვახვია თავს!


ახლა შევეშვათ ამ ამბავს და მთავარს მივუბრუნდეთ, რისთვისაცნინოწმინდაში“, როგორც თვითონ ამბობს −  „180 წლის წინ ერზრუმიდან სიკვდილსგამოქცეული სომხებისშთამომავალს, გონებამახვილ და საინტერესო მოსაუბრეს, ბატონ ხაჩატურ ბდოიანს ვესტუმრეთ. სანამ საუბრის ჩაწერას დავაპირებდი, მრავალ საკითხს შევეხეთ და ყველაზე მეტად, ამ ბოლო დროს ქვეყანაში გამეფებულმა არაკომპეტენტურობამ და ქვეყნისადმი უგულო დამოკიდებულებამ დაგვწყვიტა გული!


−  ბატონო დავით, მე არ ვაპირებ ასე ღრმად ჩავეძიო დღევანდელ ქართულ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ბევრი რამ ისე რომ ვერ არის, როგორც უნდა იყოს, ამას დიდი მიხვედრა არ უნდა!


ისეთ რეგიონში, როგორიც ჯავახეთია, რაღაც საგანგებო კრიტერიუმი უნდა არსებობდეს, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ინიშნება (არ მითხრათ, ახლა ირჩევაო!), რადგან აქაური მოსახლეობის შემადგენლობა აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე, რომელიმე სხვა რეგიონში. რასაც ახლა ვიტყვი −  თქვენ შეიძლება იფიქროთ −  სომეხი ამას არ უნდა ლაპარაკობდესო და შეიძლება ჩემს ნათქვამში ეჭვიც შეიტანოთ, მაგრამ მე უპირველეს ჩემი კუთხის და ჩემი ხალხის პატრიოტი ვარ და, აქედან გამომდინარე, ვიტყვი


−  ის სომეხი, რომელიც ცდილობს მისი შვილი აუცილებლად სომხეთში წავიდეს სასწავლებლად თუ საცხოვრებლად, ჯავახეთში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს!


ასეთი ადამიანი, რასაც იშოვის გარეთ გაიტანს და არასოდეს იფიქრებს საქართველოში, ჯავახეთში შემოიტანოს რაიმე!


სწორედ ასეთი ადამიანების შვილები მონაწილეობენ სომხების რადიკალურად განწყობილი მცირერიცხოვანი ნაწილის მიტინგებში, სადაც, აქა-იქ, მართლა გაისმის მოწოდებები ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნებით!


იცით, რისთვის აკეთებენ ამას? აქედან ერევანში სასწავლებლად წასული ახალგაზრდა ძნელად თუ გაეჯიბრება ადგილობრივ თანატოლს და თვითდამკვიდრებისთვის სჭირდება რადიკალიზმისკენ მიდრეკილივითომ პატრიოტისროლის თამაში


სხვა შემთხვევაში, არც ერთი ნორმალური, ჯავახეთში დაბადებული და გაზრდილი სომეხი არ იტყვის −  საქართველოს გამოვეყოთ და სომხეთს შევუერთდეთო!


ბატონო ხაჩატურ, არ გეშინიათ, რასაც ახლა მელაპარაკებით, გაზეთში რომ გამოვაქვეყნო? 


რატომ უნდა მეშინოდეს


მე იმიტომ გელაპარაკებით, რომ დაწეროთ და ყველამ წაიკითხოს


მე ერთ ძველ ამბავს მოგიყვებით: პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ზაფხულის არდადეგებზე ბოგდანოვკაში ჩამოვედი მშობლებთან. თბილისისდინამოეთამაშეობდა ერევანში არარატს. ცინცხალი ოცდაოთხით წავედით ერევანში საბალელშიკოდ!


თუ საიდუმლო არ არის ვისბალელშიკობდით“? 


რა თქმა უნდა, არარატს!
 
მახსოვს, ერევანში რომ ჩავედით, როგორი შურით უყურებდნენ იქაურები ჩვენსნავაროჩენნიქართულნომრებიანოცდაოთხს“. მანქანარაზდანისსტადიონის ავტოსადგომზე დავაყენეთ და ჩვენიანებს შევუერთდით შეძახილებით:


−  „არარატ ჰუპტურ! არარატ ჰუპტურ!“


არ ვიცი, ჩვენზე გაბრაზდა, თუ რა მოხდა −  დინამომ ისე ამოტენა არარატი,“ ტირილამდე ცოტა აკლდა გადავსებულ სტადიონს!..


ეს კიდევ არაფერი −  გარეთ გამოსულებს ჩვენი ნავაროჩენნი ოცდაოთხის ყველა შუშა ჩამსხვრეული დაგვხვდა. საყვარელი გუნდის წაგებით გაბრაზებულმა მაყურებელმა ქართულნომრიან გაკრიალებულ მანქანაზე იყარა ჯავრი!


რას ვიზამდით, სანამ ბოგდანოვკაში ჩამოვედით, კარგად გავნიავდით სანახევროდ გაკაბრიოლეტებულოცდაოთხში“!


ხომ გაგიგიათ −  რაც არ გერგება, არ შეგერგებაო!“−  მგონი ქართული ანდაზაა, ხომ?!.


−  რატომ მიყვებით ამ ამბებს, ბატონო ხაჩატურ?


−  ბატონო დავით, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, ბატონოს ნუ მეძახით და მეორეც, ხაჩიკ დამიძახეთ −  მე არ მეწყინება!


 როგორც გენებოთ, ჩემო ხაჩიკ!


−  ხო და ძალიან კარგი! იმის თქმა მინდა, თუ საქართველოში ცხოვრობ, ვინც არ უნდა იყო −  ის არის შენი სამშობლო და ის უნდა გიყვარდეს ყველაზე მეტად!


სულ სხვა საქმეა, როცა უსამართლობას დაინახავ, დაუფიქრებლად უნდა დადგე სიმართლის მხარეს


ამიტომაც ხშირად −  სასომხეთში საქართველოს გამო მომდის უსიამოვნება, საქართველოში კიდევ −  სასომხეთის გამო!


გამოგიტყდებით, მე ეს არ მწყინს, პირიქით, ამაში ვხედავ ჩემს ღირსებას!


როგორც ზემოთ ვთქვი, −  ჩემი წინაპარი 180 წლის წინ ჩამოსულა ერზრუმიდან ჯავახეთში. ისინი სასულიერო პირები ყოფილან და რამდენიმე ეკლესია მათი ინიციატივით აშენებულა ამ კუთხეში, მათ შორის, „ნინოწმინდაშიც“.


ჩვენთან, ეკლესიის წესია −  ყოველი წლის დასაწყისში მრევლი ნათლიმამას ირჩევს ერთი წლის ვადით. ტრადიციულად, ამ საპატიო თანამდებობაზე დიდფულიან პირებს ირჩევენ. წელს დაირღვა ეს ტრადიცია და მე ამირჩიეს. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია!


−  ალბათ, რაღაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც აკისრია მრევლის რჩეულ ადამიანს!


−  რა თქმა უნდა, ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს −  ზოგმა გზა შეაკეთა თავის დროზე, ზოგმა წყალგაყვანილობა, უმეტესობამ კიდევ არაფერი გააკეთა!


−  შენ რას აპირებ, ხაჩიკ?


−  როგორც მოგახსენეთ, ხალხმა წელს პირველად ამირჩია უფულო ადამიანი ამ საპატიო თანამდებობაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა გავაკეთო. პირიქით, ისეთი რამ დავისახე მიზნად, რასაც ვერანაირი ფულით ვერ შეიძლებს ადამის ძე!


−  რას აპირებ ასეთს, ჩემო ხაჩატურ?


−  ადამიანებს შორის სიყვარული უნდა ვთესო (რასაც მე მუდამ ვაკეთებდი!) ჩვენი სალოცავის წინამძღვართან ერთად. იგი ახალგაზრდა კაცია და თანადგომა სჭირდება!


ნინოწმინდაპატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ყველამ იცის, ვის რა უჭირს და რა ულხინს. ამ დალოცვილ მიწაზე ჩვენი ყოფნა გაელვების ტოლია მხოლოდ და არაფერი არ ღირს იმად, რომ ერთმანეთს ვაწყენინოთ


ყველამ უნდა წარმოიდგინოს, თუ რა უბედურებას და განსაცდელს გამოექცა 180 წლის წინ ჩვენი წინაპარი და როგორ მიიღო იგი საქართველომ და ქართულმა მიწამ


ჩვენ, სომხებიც და ქართველებიც, დროებითი სტუმრები ვართ ამ მიწის და მომავალ თაობებს მხოლოდ სიყვარული უნდა დავუტოვოთ ერთმანეთისადმი.


−  საოცარია, ხაჩატურ! პირველად მესმის ასეთი გულახდილი აღსარება სომხისგან!


−  რატომ, ბატონო დავით? მე სიმართლეს გიყვებით, ეს ის ცხოვრების გამოცდილებაა, რაც ჩემს ასაკში ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს, თორემ, სხვა რამესაც მოგიყვებით, თუ არ გამიბრაზდებით!


−  მოყევი, ხაჩიკ!


−  სომეხი და ქართველი კამათობენ. ქართველი ეკითხება სომეხს:


−  ვის უფრო მეტიგოთვერანიჰყავს სომხებს თუ ქართველებს?


−  სომეხი დაუფიქრებლად პასუხობს −  რა თქმა უნდა ქართველებს!


−  კი, მაგრამ რითი ამტკიცებ, არც დაფიქრებულხარ!..


−  მაგას ფიქრი რათ უნდაელი“ −  ყველაგოთვერანმა სომეხმაგვარი გადაიკეთა და ქართველი გახდა!..


−  მაგარი ხარ, ხაჩიკ! მაგრამ ქართველებს უფრო მაგარი რამე გვაქვს ასეთ ადამიანებზე −  აკაკი წერეთლის ლექსიღამურა“!


−  მამაჩემისგან გამიგონია! (ცხონებული შესანიშნავად იცნობდა ქართულ კლასიკურ ლიტერატურას). სამწუხაროდ, მე იმ დონეზე არ ვიცი ქართული, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სომხურ და რუსულ ენებზე წაკითხული. ჩემთან რომ მოხვალთ სტუმრად, ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკას გაჩვენებთ. წიგნი ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი სიმდიდრეა!


−  თუ ასეა, ახლა არ მიკვირს რატომ იყავი კოკო გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი 2004 წლის არჩევნებზე!


−  ბოდიშს გიხდით ბატონო დავით! კოკოარა, მე ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი! იგი პატიოსანი და მართალი კაცია, თან დიდი ზვიად გამსახურდიას შვილი და უფრო დიდი კონსტანტინეს შვილიშვილი


მამაჩემი რომ მოსწრებოდა ამ ამბავს, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა!


 როგორი შედეგით დამთავრდა -ნი კონსტანტინეს არჩევნებინინოწმინდაში“?


−  სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი 1.600 ხმანინოწმინდაშიმიიღო! აქაური მოსახლეობა ნაკლებად პოლიტიზირებულია და თუ დაარწმუნებ მათ ადამიანის პატიოსნებაში, თან გადაყვებიან!


−  სად მუშაობ და რას საქმიანობ, ხაჩატურ?


−  „ენერგო-პრო-უბნის მენეჯერი დანაბეღლავისდისტრიბუტორი ვარნინოწმინდაში“. პატიოსანი გზით დიდი ფული არ იშოვება, თანაც ისეთ პატარა და დამშეულ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია! წარმატება კი ნამდვილად მაქვს. ჩვენი რაიონი დახარჯული ენერგიის საფასურის ამოღების მხრივ ერთ-ერთი პირველია! „ნაბეღლავმაკი ყველა კონკურენტი დაჩაგრა რეგიონში. ახლა სომხეთში ვაპირებ მის გატანას. სომხებმა უნდა ისწავლონ ხარისხიანი პროდუქციის დამზადება!


−  სად სწავლობდი უმაღლესში?


−  ერევანში!


−  რატომ თბილისში არა?


−  მე რომ სკოლა დავამთავრე, სწავლისადმი სხვა დამოკიდებულება იყო. ჩვენს სკოლებში ქართული თითქმის არ ისწავლებოდა. მოკლედ რომ ვთქვა −  არ გამიმართლა. ამიტომაც, არ ვიცი ქართული გამართულად. ვცდილობ შვილებმა შეავსონ ეს ხარვეზი!


−  როგორც ვიცინინოწმინდაშიცგაუხსნიათ სომხური უნივერსიტეტი!


−  დიახ, როგორ არა!


−  კარგად ასწავლიან?


−  არა!


−  აბა რას აკეთებენ?


−  დიპლომებს ჩუქნიან!


−  ხაჩიკ, ამდენი სიმართლის მართლა არ გეშინია?


−  არა, მე ჩემი ხალხი მიყვარს და მათ წინაშე ვერ მოვიტყუები! ამით მათ მხოლოდ ზიანს მოვუტან. მე ხომ მოგიყევით წელს პირველად დაირღვა ჩვენი ეკლესიის ტრადიცია და იქ უფულო, მაგრამ მართალი ნათლიმამა აირჩიეს!


−  მრევლი თუ ჰყავს ეკლესიას?


−  ახლა იმატა მრევლმა. რამდენად მორწმუნენი არიან ამას მე ვერ განვსჯი, მაგრამ ცხადია −  ეკლესიიდან გამოსული ადამიანი ბოროტებას არ ჩაიდენს!


 თქვენ, სომხებს, განსხვავებული რელიგიური დღესასწაულები გაქვთ, ამაზე სხვა დროს მინდა ვისაუბროთ თქვენს ახალგაზრდა წინამძღვართან ერთად! რაიმე განსაკუთრებული დღე ხომ არ მოდის ამ ახლო ხანებში?


−  როგორ არა! ოქტომბრის შუა რიცხვებში დიდი ზეიმი გვექნება −  სომხეთის კათალიკოსიგარეგინ მეორედა საქართველოს პატრიარქიილია მეორეჩამოდიანნინოწმინდაში. ასეთი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორიული ამბავი ჩემი ნათლიმამობის ჟამს მოხდება!


ამ ზაფხულზე არარატის ვეტერანი ფეხბურთელები გვყავდა სტუმრად ნინოწმინდაში. ეს დიდი ზეიმი იყო. 30 წლის წინ არარატშიერთიბოგდანოვკელი (ასე ერქვა მაშინ ჩვენს რაიონს) თამაშობდა, მართალია, სულ 15 წუთი ითამაშა ძირითადში, მაგრამ იგი ერთადერთი ნინოწმინდელია, ვისაც დღემდე სომხეთის პირველ გუნდში უთამაშია და ჩვენ ვამაყობთ ამით. სწორედ მან ჩამოგვიყვანა სომხური ფეხბურთის ლეგენდა ხორენ ოგანესიანი და მისი თანაგუნდელები. თამაშს უამრავი ხალხი დაესწრო. სტუმრების თხოვნით, თამაშის მერე სუფრა არა რესტორანში, არამედ ნაძვნარში გაიშალა, სადაც დიდმა თუ პატარამ ერთნაირად მოილხინა


რა თქმა უნდა, ამას სომხეთის ტელევიზია იღებდა და ხალხი დიდი ინტერესით უსმენდა ფეხბურთელების მოგონებებს


გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა ხორენ ოგანესიანი დავიმარტოხელეთ. თითქმის ერთიტაიმი ისაუბრა ფეხბურთზე და დროის დიდი ნაწილი ქართველ ფეხბურთელებზე მოგონებებს დაუთმო „მე რომ ქართველები არ დამდგომოდნენ გვერდით, ნაკრებში ძალიან გამიჭირდებოდაო“. იქ ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც საბჭოთა ჯარში, სადაც ახალმოსული და მარტოკაცი სასტიკად იჩაგრებოდა! ჩემი ქართველი მეგობრების თანადგომით მე ეს არ განმიცდია!“


−  ჩემო ხაჩატურ, სასიამოვნოა, ამას შენგან რომ ვისმენ! მე და ჩემი გაზეთის მთავარი რედაქტორი ოქტომბრის ბოლოს გესტუმრებით და შევეცდებით, მომავალ ზაფხულს თბილისისდინამოსვეტერანებიც ჩამოგიყვანოთნინოწმინდაში,“ თქვენ ერევანში −  „არარატისვეტერანებთან მოილაპარაკეთ!


−  ბატონო დავით, ესეც ერთი ისტორიული შემთხვევა, დიდი ზეიმი იქნება, არა მარტონინოწმინდელებისთვის“ −  მთელი ჯავახეთისთვის!


−  ახლა, გულზე ხელი დაიდე და მითხარი, ყველაფრით კმაყოფილი ხართ და არაფერი გიჭირთ? 


−  მართლა ასეთი აპოლიტიკურია სომხური საზოგადოება, თუ, როგორც იტყვიან სომხური ეშმაკობა იმალება ყოველი უთქმელი სიტყვის უკან?!.


−  მე აქაც კარგად მესმის თქვენი! როგორ შეიძლება ადამიანი კარგად გრძნობდე თავს იქ, სადაც საკუთარ ინიციატივას −  უკეთესი იყოს შენი კუთხე და უკეთესად ცხოვრობდეს შენი ხალხი −  შეიძლება გადაგაყოლონ და ადრე რომ იტყოდნენ ისეციმბირი უკან დაგატოვებინონ“!


თუმცა, ჯავახეთის მკვიდრს ციმბირით ვერ შეაშინებ, აქ ისეთი სიცივეები იცის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, −  როცა დედაქალაქიდან ხელმძღვანელ კადრებს გვინიშნავენ, აქაური ძირი თუ არ ექნება, ის მაინც უნდა გაითვალისწინონ, რამდენჯერმე ექკურსიაზე მაინც იყოს მესხეთ-ჯავახეთში ნამყოფი და, როგორც ამასწინათილორში წავიკითხე, ჯავახეთის რეგიონში ცხვრის სიმცირეს ნალების უქონლობას ნუ დააბრალებს


და კიდევ ერთი −  ადგილობრივი მნიშვნელობის კადრებს, ადგილზე უკეთესად შევარჩევთ, ამას არ სჭირდება ევრო-ამერიკული გამოცდილება და არც დედაქალაქიდან მოწოდებული რეკომენდაციები! ჩვენსაქმის ჩასაწყობადნაცნობს არ უნდა ვეძებდეთ დედაქალაქში −  იქ სხვაგვარი, ამაღლებული განწყობით უნდა ჩავდიოდეთ, რომ ჩვენმა შვილებმა მეზობელი ქვეყნის დედაქალაქისკენ არ იბრუნონ პირი!


−  ჩემო ხაჩატურ, იმდენად აღმაფრთოვანა თქვენთან საუბარმა. ჩვენი გაზეთის ფორმატი მეტს ვერ იტევს და ჩვენი საუბარიც აქ უნდა დავამთავროთ. თუ შეგიძლიათ, მოკლედ მოგვითხროთ იმ საკითხებზე, რომლებიც გამოგვრჩა საუბრისას?


−  რა თქმა უნდა! −  მე, როგორც ენერგეტიკოსს, დიდად მახარებს ყოველი ელსადგურის −  ჰესის მშენებლობა, მაგრამ ვერაფრით ამიხსნია −  რასაც ამბობენ და ვისმენთ, თუ ამდენი ინვესტორი და ინვესტიციები მოეძალა საქართველოს, მაშინზაჰესის“, „ხრამჰესის“, „რიონჰესის“, „ჟინვალჰესის და ბოლოს −  ენგურჰესის ამშენებლებს, რა გაგვიჭირდა ისეთი, საქართველოში უცხოელებს და ისიც თურქებს არ ჩავაბაროთ მათი მშენებელობა?!. პირიქით, ისინი ჩვენგან არ უნდა სწავლობდნენ ჰესების მშენებლობას?!.


−  სად არის აქ საკუთარი კადრების და მათი ინჟინრულ-შემოქმედებითი ინტელექტის დაფასება და პატივისცემა?


ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ −  როგორც სომხური ეკლესიისგან მიმდინარე წლის რჩეული ადამიანი, რის მოსწრებას აპირებთ დარჩენილ დროში და რას ურჩევთ მომავალი წლის რჩეულს?


−  ქართველებს და ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, რომელსაც საქართველო ჰქვია! მას უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ


მე მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე, მაგრამ, თუ ეს მართლა მოხდა, სომხეთი არ იქნება ის ქვეყანა, სადაც მე წავალ, რადგან იქ ვერავის ავუხსნი, რატომ დავტოვე ის ადგილი, სადაც ჩემი წინაპრების რამდენიმე თაობა დაიბადა და გაიზარდა. ზოგიერთებივით სულს ვერ წავიწყმედ და ქართველებს ვერ გავლანძღავ, თითქოს მათ არ დამაყენეს და იძულებული გამხადეს სახლ-კარი მიმეტოვებინა


თუ მე და ჩემს ოჯახს მართლა მოგვიწია საქართველოს დატოვება, მაშინ ასეთ საქართველოში არც ქართველს არ დაედგომება, რადგან ჩვენ, აქ მაცხოვრებელმა ქართველმა, სომეხმა და ყველა დანარჩენებმა მას ვერ მოვუარეთ!


ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ასე მოხდეს!


დიდი მადლობა გულახდილი საუბრისთვის. უფალი იყოს ჩვენი და შენსავით მოფიქრალი საქართველოს ყველა მოქალაქის შემწე


ესაუბრა დავით ქობალია


P.S. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც, კარგად დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს 23 მარტს დინამოს სტადიონზე მომხდარი ამბავი!


−  შეიძლება იგი, გულუბრყვილოდ, მოზარდი თაობის გაუაზრებელ საქციელს მივაწეროთ?!


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: