რატომ აკრიტიკებს დიმიტრი მედვედევი საფრანგეთს?
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერისთვის საფრანგეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან ფრანგულ გაზეთ "Figaro"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, არც ერთმა ქვეყანამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ქმედებას, რომელიც ქვეყნის რეჟიმის ძალადობრივ ცვლილებას გულისხმობს", _ აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, სირიაში არსებულ კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, თუმცა ასადის რეჟიმთან კავშირს კვლავ განაგრძობს.
"ჩვენ ადრეც გვქონდა და ახლაც გვაქვს კავშირები მოქმედ ხელისუფლებასთან", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.