"თურქული ფრინველი" მალე გადმოიფრენს
მალე თურქეთი მსოფლიოს თვითმფრინავებით მოამარაგებს. თურქული თვითმფრინავების წარმოება 2014 წლიდან დაიწყება და მისი სახელწოდება "თურქული ფრინველი" იქნება.
როგორც თურქული მედია იუწყება, თვითმფრინავის სახელწოდება კონკურსით შეირჩა. 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო აღნიშნულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალი თვითმფრინავების აწყობა 2014 წლის ბოლომდე მოესწრება და იმავე წელს შევა ექსპლუატაციაში.