ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ესტაფეტა ერიკ რუბინმა გადაიბარა

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ესტაფეტა ერიკ რუბინმა გადაიბარა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდება. როგორც აშშ-ს საელჩოდან იტყობინებიან, ერიკ რუბინი დღეს  ჩამოვა.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვდრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. ასევე, ერიკ რუბინი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრებში. ეს შეხვედრები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება. როგორც საელჩოში აცხადებნ აშშ საქართველოს ეხმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: