შალვა ოგბაიძე: არ იყო დევნა, როცა ცრუ ბრალდებებით აპატიმრებდით ადამიანებს?

შალვა ოგბაიძე: არ იყო დევნა, როცა ცრუ ბრალდებებით აპატიმრებდით ადამიანებს?

"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო მაღალჩინოსნების დაპატიმრებებს და ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.


"უტიფრობაა ყოფილი პრემირ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა არ ხდებოდა", _ ამბობს ოგბაძე.


"დემოკრატიული მოძრაობა" მაღალჩინოსნების დაკავებებს სამართლიანობის აღდგენად აფასებს. ამასთან, "ნაციონალურ მოძრაობას" და ვანო მერაბიშვილს ახსენებს, თუ როგორ დევნიდნენ თავად ისინი ოპოზიციას.


"ვეკითხებით ვანო მერაბიშვულის: იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, როდესაც 2009 წელს ჩვენი პარტიის წევრებს აბაზანებსა და ბავშვის ოთახებში "აღმოუჩინეთ" ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ხელყუმბარები და ცრუ ბრალდებებით დააპატიმრეთ რამდენიმე ათეული ადამიანი?", _ აცხადებს ოგბაიძე.


შალვა ოგბაიძის თქმით, თავად ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი, უფლებადამცავ ორგანიზაციებთან და ცალკეულ ადვოკატებთან ერთად პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს, ეს უკვე არის იმის დადასტურება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს.


"დემოკრატიული მოძრაობა" გახლავთ ნათელი დადასტურება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიებისა და რომ არა, ჩვენი, იმ ადამიანების ბრძოლისა, რომლებიც არ ეგუებოდნენ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს, არ შედგებოდა 1 ოქტომბრის არჩევნები. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის სასაცოცხლო პროცესს", -განაცხადა შალვა ობგაიძემ პორესკონფერენციაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: