თეა წულუკიანი: სამართალი ქვეყნის გარეთ არ უნდა ვეძებოთ!
"მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტარსბურგში სამუშაო ვიზიტი შეაფასა.
"ჩემი სტრასბურგში ჩასვლის მიზანი იყო, სტრასბურგის სასამართლოსთვის, ევროპული სასამართლოს ქართული საჩივრებისგან განტვირთვა შემეთავაზებინა. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს, რომ ჩვენი პრობლემები ქვეყნის შიგნით მოგვარდეს და არ გვიწევდეს საზღვარგარეთ სიარული სიმართლის დასამტკიცებლად", _ განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში 700 ქართული დასაბუთებული და ამდენივე დაუსაბუთებელი საქმეა, რაც ძალიან დიდი ციფრია.
"სტრასბურგის სასამართლოში ამ შეთავაზებას სიხარულით შეხვდნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ 700 დასაბუთებულ საქმეზე, როგორც კი დაიწყება განხილვა, მოგვაწვდიან ინფორმაციას და იუსტიციის სამინისტრო მომჩივნებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. მივმართავ სტრასბურგის სასამართლოში მომჩივან ყველა ქართველს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოსადმი ნდობა გაიზარდა, მოგვმართონ მათი საქმეების შესწავლის მოთხოვნით", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.