რატომ გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად საკუთარი გუნდის წევრები?

რატომ გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად საკუთარი გუნდის წევრები?

"მაესტროს" პრესკლუბში თეა წულუკიანი შეეხო ასევე ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას.


ზურაბ ჟვანიას საქმე იყო, არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული. ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის, რომ გამოიძიოს ყოფილი პრემიერის სიკვდილის საქმე, რომლის ხსოვნისადმი საზოგადოება მოწიწებით არის განწყობილი. სიმართლის დასადგენად არ დავიშურებთ არც ერთ რესურს".


ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.


წულუკიანმა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში, როცა გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი ვერ ილაპარაკებს ღიად გამოძიების დეტალებზე.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დაღუპულის ოჯახი. მათ ექნებათ საზედამხედველო ფუნქცია, იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით.


ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურაში ძალიან ბევრი სარჩელია შესული ბიზნესმენების მხრიდან. ბიზნესმენები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.


"ჩვენ მივიღეთ მკაცრი მითითება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ჩვენი გუნდის არც ერთმა წევრმა არ უნდა იმეგობროს ბიზნესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობებს დავტოვებთ", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი ხელისუფების მიზანია, რომ ქვეყანაში ბიზნესი იყო თავისუფალი, პოლიტიკისგან გამიჯნული. წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა ბიზნესზე ზეწოლა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მათ თავისუფლად ამოისუნთქეს. წულუკიანის თქმით, ყველა მომჩივანი ბიზნესმენის საქმის ინდივიდუალური გამოძიება მოხდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: