როგორ დავიცვათ კომპიუტერი დაჭიანებისგან?
კომპიუტერის ჭიებმა 45 000 კომპიუტერულ სისტემაში შესასვლელი საიდენტიფიკაციო პაროლი მოიპარეს, ძირითადად კი ფეისბუკის პირად გვერდზე შესვლისთვის საჭირო პაროლები. ამ გამაფრთხილებელ ინფორმაციას უსაფრთხოების ექსპერტები ავრცელებენ.
ბრალდებული კარგად ცნობილი კომპიუტერის დამაზიანებელი ვირუსია, სახელწოდებით - დუბლირებული Ramnit -ი, რომელიც 2010 წლის აპრილიდან გამოჩნდა სისტემაში და მანამდე საბანკო დეტალები აქვს მოპარული.
ფეისბუკმა ბიბისის უთხრა, რომ ამ საკითხს სწავლობს და სათანადო ზომების მიღებას ეცდება.
ჭიების მიერ პაროლების მოპარვის ბოლო განმეორება უსაფრთხოების კომპანიის ლაბორატორიებში აღმოაჩინეს.
"ჩვენ ვეჭვობთ, რომ ამის უკან მდგომნი იყენებენ მოპარულ მანდატებს, რათა შევიდნენ "მსხვერპლის" ფეისბუკის ანგარიშებზე და მათ მეგობრებს გადაუგზავნონ საზიანო ბმულები. გარდა ამისა, სუპერკრიმინალები სარგებლობენ იმ უპირატესობითაც, რომ ინტერნეტის მომხმარებლები სხვადასხვა ვებგვერდებზე არსებული მომსახურებისას ხშირად ერთი და იგივე პაროლს იყენებენ და ამით კრიმინალებს ხელ-ფეხი ეხსნებათ კორპორატიულ ქსელებსაც მიწვდნენ და მთელი რიგი ბოროტმოქმედებები ჩაიდინონ", - განაცხადა ერთ-ერთი ლაბორატორიის მკვლევარმა.
სოციალური ქსელები ჰაკერებს უამრავ ინფორმაციას სთავაზობენ, რადგან აქ პიროვნებათა პირადი მონაცემების უზარმაზარი ბაზაა შენახული.
"როგორც ჩანს, დახვეწილი ჰაკერები ახლა ძველი სკოლის იმეილების მატლებს სოციალური ქსელების უფრო თანამედროვე, ახალი მატლებით ცვლიან. ის, რომ სახეზე გვყავს სოციალური ქსელების, სულ მცირე, 45 000 ისეთი მომხმარებელი მაინც, რომელთაც პაროლი გაუტეხეს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სოციალური ქსელების ვირუსული ძალაუფლება შესაძლოა როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების მანიპულაციის საგანი გახდეს და ამან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს მათ", - განაცხადა უსაფრთხოების ფირმა Seculert - მა.
Seculert -ის თანახმად, მთლიანობაში, მხოლოდ გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით 800 000 კომპიუტერია დაზიანებული რამნიტით. შექმნილი მდგომარეობიდან ფეისბუკის მომხმარებლებისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მათი კომპიუტერების ანტივირუსული პროგრამით უზრუნველყოფაა.
"აუცილებელი არაა, რომ შენ პირდაპირ იყო ჰაკერების იერიშის თვალნათელი ობიექტი. მატლი ისე იპარავს შენს პაროლს, რომ შესაძლოა, ამის შესახებ ვერაფერი გაიგო", - განაცხადა გრაამ კლულიმ, უსაფრთხოების მთავარმა კონსულტანტმა.
ბმული=>>