პატარა გორელის ფურორი
დღეს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში. პირველ დღეს ფალავნებმა პირველობისთვის ოთხ წონით კატეგორიაში იბრძოლეს.
ყველაზე დიდი ინტრესი გამოიწვია მძიმე წონაში პაექრობამ, სადაც მოქმედი ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე 18 წლის გორელმა ათლეტმა გენო პეტრიაშვილმა დაამარცხადა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გენო ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია, ამავე ასაკში და ჭაბუკებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორიცაა, მაგრამ დიდებში საქართველოს ჩემპიონატზე ეს მისი პირველი გამარჯვება იყო, თან ასეთი ტიტულოვანი კონკურენტების დამარცხების გზით.
მისი პირადი მწვრთნბელი ცნობილი გორელი სპეციალისტი ნუგზარ სხირელია.
სხვათა შორის, გენო პეტრიაშვილი რამდენიმე წლის წინათაც (11 წლის ასაკში) მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის სოფელ ნულიდან ცხინვალში გაიტაცეს და იქიდან სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.