საღამო-გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საღამო-გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დღეს, 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საღამო-გამოფენას გამართავს.  საღამოს თანაორგანიზატორები არიან ბიბლიოთეკისა და მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ- შემოქმედებითი სახელოსნოები.


საღამო-გამოფენაში გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის კოჯორთან დაღუპული იუნკერის, გიგლა გარსიაშვილის ხელნაკეთი ჟურნალების, პირადი წერილების, ჩანაწერების  გაცნობა,  ასევე მანანა ბეგიაშვილის, ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, მასტერკლასი მეტაფორულ აზროვნებაში.


ჟიური შეარჩევს სამ საუკეთესო  ავტორს, რომლებსაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.


ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე სხვადასხვა თაობის ახალგაზრდების შემოქმედებითი ნააზრევის სახით  წარმოდგენილი იქნება ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: