ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შეწყალების კომისია დღეს 550 პატიმრის საქმეს განიხილავს

შეწყალების კომისია დღეს 550 პატიმრის საქმეს განიხილავს

შეწყალების კომისიის წევრები დღეს 12:00 საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 550 პატიმრის საქმეს განიხილავენ. ეს ის პატიმრებია, რომლებმაც შეწყალებაზე შუამდგომლობის თხოვნით საპატრიარქოს მიმართეს.  

 

ელენე თევდორაძის განცხადებით, საქმეები, რომლებსაც დღეს განიხილავენ, ყველა ტიპის დანაშაულს ეხება. თუმცა, მისი თქმით, კომისია შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას  მთავარი პრინციპების გათვალისწინებით მიიღებს. 

 

„პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარი, მას უნდა გააჩნდეს ციხის ადმინისტრაციის დადებითი დახასიათება. რა თქმა უნდა, შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას არ მივცემთ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკების გასაღების, ყაჩაღობისა და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან“, - განაცხადა თევდორაძემ. 

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით,  კომისია უახლოეს დღეებში კიდევ 150 პატიმრის საქმის მიღებას ელის.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: