საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა The FUNKIDS – 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა . საქართველო უკვე მეორედ გახდა საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული. წელს იგი კონკურსში მეექვსედ მონაწილეობდა.

 

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი გახდა, მან საკონკურსო სიმღერით "Nebo" 138 ქულა დააგროვა. 

მესამე ადგილზე კი გავიდა სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი „ჩომპასს“ – 98 ქულით. 

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. ჟიურიმ ქართულ ჯგუფს 12 ქულა დაუწერა. 

 

მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS სცენაზე მე-10 ნომრად გამოვიდა. ჯგუფთან პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა. საკონკურსო სიმღერის ტექსტი ბავშვებთან ერთად ნანა ცინცაძემ დაწერა. 

 

2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიება ამსტერდამში "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" გაიმართა. 

საღამო 2011 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ჰოლანდიის წარმომადგენელმა, რეიჩელმა გახსნა. ანტრაქტების დროს 2009 წლის საბავშვო ევროფესტივალის მონაწილემ, ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რალფ მაკენბაჩმა იმღერა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: